Chapter 11

819 56 11
                                    

თავი 11

|Lies are not something what we have to use every time. But his planes was something more grate and scary than one little lie. |

***

იმ დღეს როდესაც ლიამმა და მარტენმა სკოლაში აკოცეს ერთმანეთს შემდეგ კი დაემშვიდობნენ ბევრი რამ ძალიან, ძალიან სწრაფად შეიცვალა.მეორე დღეს სახლში მისულ ლიამს ჰენრი დახვდა და კვლავ გააგრძელა მარტენით მანიპულირება. ემირი კი რა თქმა უნდა ამ ერთ კოცნას ხელიდან არაფრის დიდებით არ გაუშვებდა, ჰენრის მაშინვე დაავალა ლიამთან მისვლა და თავისდა სასიკეთოდ დაიწყო ყველაფრის შემობრუნება.

*

ლიამმა როდესაც მის სავარძელში კომფორტულად მოკალათებული ჰენრი დაინახა პირველი რაც მოუნდა ეს იყო, იმ სავარძლის მისი სისხლით შეღებვა, ბევრიც არაფერი უშლიდა ხელს რომ ორპირი ჰენრისთვის სიცოცხლე მოესპო მაგრამ ის უმანკო და სრულიად უდანაშაულო გოგონა აგებდა პასუხს ლიამის საქციელზე, მას კი ყველაზე მეტად მარტენის დაცვა სურდა. 

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - ლიამმა კბილებში გამოცრა და გაბრაზებისგან კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, იმდენად ძლიერად რომ მისი ყბის ძვალი ისეთი შესახედავი გამხდარიყო თითქოს წამებში დაიმსხვრევოდა. 

-სალაპარაკო გვაქვს. - მან ქერა თმა აიჩეჩა და თავი დივნისკენ აიქნია, ლიამს ანიშნა დაჯექიო. 

ლიამმა იცოდა რომ ემირი ჰენრის ასე უმიზეზოდ ან უბრალოდ სისულელეზე სალაპარაკოდ არ გამოუშვებდა. უცბად იმაზეც დაიწყო ფიქრი მარტენის სახლს ხომ არ უთვალთვალებდნენ, მაგრამ ამის მიზეზი ჯერ არ ჰქონია ემირს... ჯერ. ნერვიულობა არ შეიმჩნია, თვალები ზედმეტი ეფექტისთვის აატრიალა და დივანზე დაჯდა. ძალიან კარგად იცოდა რომ მისი ერთი გაუაზრებელი ან დაუფიქრებელი საქციელი და საფრთხეში ჩააგდებდა მარტენს.  უყურებდა მის წინ მჯდომ ბიჭს და ვერ ხვდებოდა ადამიანს მსგავსი საქციელების ჩადენა ასე მარტივად როგორ შეეძლო. ადრე ხომ ჰენრი და ლიამი მეგობრობდნენ, ასე ჩვიდმეტი წლის ასაკში ახლო მეგობრებიც კი იყვნენ, შემდეგ წლებმა მათი ყალბი მეგობრობაც დაანგრია, მაგრამ ეს არც ერთს ადარდებდა დიდად რადგან ერთ ბანდაში იყვნენ, ასე თუ ისე მაინც ქონდათ შეხება და ხშირადაც კონტაქტობდნენ. ლიამს არასდროს წარმოედგინა რომ ჰენრის შეიძლებოდა ეღალატა მათთვის.

Devil EyesWhere stories live. Discover now