Chapter 25

671 46 34
                                    

***

(მარტენის თვალთახედვა) 

ნახევარი საათი იყო დარჩენილი ღია ლექციის დაწყებამდე, ყველა იმ აუდიტორიაში შეგვიყვანეს სადაც ცოტა ამაღლებული პლათფორმა და ძალიან დიდი სივრცე იყო. ოთახს მთელს სიგრძეზე ფანჯრები მოუყვებოდა, ერთად ერთი მაგიდა იდგა, ისიც ფანჯრის რაფის ქვეშ, მის უკან დიდი პლათფორმა და კედლის მთელ სიმაღლეზე დაფა ჩამოეკიდათ, დაფის გვერდით იყო შემოსასვლელი კარები. ეს ოთახი იმდენად დიდი იყო რომ მეეჭვება ადრე სხვა დანიშნულება ჰქონდა და არა ღია საერთო ლექციების აუდიტორიის.

-მარტენ ნახე, იქით ცარიელი ადგილებია და არც არავინ აპირებს მგონი დაჯდომას. - არიამ, ჩემმა ჯგუფელმა და ახალმა მეგობარმა ცარიელ რიგებზე მიმითითა, ჩვენც იქეთ გავემართეთ.

ხალხი ნელნელა შემოდიოდა და ადგილს იკავებდა, ჯგუფ ჯგუფად დგებოდნენ და საუბრობდნენ, ზოგადი ერთამენთს აკრიტიკებდა, ზოგადი ახალ ამბავს ყვებოდა, ზოგი რაღაცაზე ნერვიულობდა. ჩვენი დანარჩენი ჯგუფელებიც შემოვიდნენ და როგორც კი დაგვინახეს ჩვენსკენ გამოემართნენ, ბიჭები ფეხზე იდგნენ გოგოები ჩამოსხდნენ.

-აბა მარტენ არ ნერვიულობ? - რატომღაც მე მომმართა ჯორჯმა, ის პირველივე დღიდან ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ, თბილი და მეგობრული იყო. 

-არა არ ვნერვიულობ, შენ? 

-არც მე, რა მაქვს სანერვულო. - სასაცილოდ აიქნია თავი და ქერა თმაც ჰაერში აუფრიალდა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და უკან მდგარი ცარიელი სკამის საზურგეზე ჩამოჯდა. მას გაღიმებული შევყურებდი, ძალიან მხიარული იყო და უმრავლეს შემთხვევაში მეც მამხიარულებდა ხოლმე. 

-ღმერთო რა ბიჭები არიან არქიტექტურის ფაკულტეტზე შეხედეთ რა - თქვა ჩვენმა ერთერთმა კურსელმა და აღფრთოვანებული მიაჩერდა ჯგუფად შეკრებილ ბიჭებს, შორიახლოს რომ იყვნენ.

-არიან რა - აგდებით თქვა ჩვენმა ბიჭმა ჯგუფელმა.

-მაგას იმიტომ ამბობ რომ შენ არ ხარ მათსავით ცხელი(Hot) და გშურს, შევხედე ერთმანეთზე უკეთრსები არიან. - ბიჭებს მართლა არა უშავდათ, უბრალოდ მე სხვა ვინმე მნუსხვადა რომელიც წესით მათი კურსელი უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრება და რუტინა რომ ჰქონოდა. 

Devil EyesWhere stories live. Discover now