Chapter 5

1.1K 99 37
                                    

თავი 5

| რაღაცის მცდელობა |

***
ხუთშაბათი მძიმე დღეა.
დღეს ქიმიის და ლიტერატურის ლექტორებმა ჩვენი ესსეების ქულები უნდა გვითხრან,მე კი ნერვიულობისგან სადაცაა გული გამისკდეს.
დილას ნახევარი საათით ადრე ავდექი და მაღვიძარა გამოვრთე რომ ნახევარ საათში აღარ დაერეკა და ლივი არ გაეღვიძებინა.
ლივს ძალიან ღრმა ძილი აქვს,თუ გაყინული წყალი არ გადაასხი თავზე ისე ვერ ააყენებ,მითუმეტეს თუ გამოუძინებელია.
სკოლისთვის ჩავიცვი და მგეგმავი ავიღე,სამეცადინო მაგიდასთან დავჯექი და გუშინდელი დამახსოვრებული საქმეების სია კვირის მგეგმავში გადავიტანე.
ეს კვირა საკმაოდ დატვირთული მექნება,ჯერ ჯეის უნდა ვკითხო თუ ეცლება ხვალ და ორშაბათს,შემდეგ ისიც უნდა გავარკვიო ლივს როდისთვის სჭირდება ჩემი დახმარება.
როდესაც ყველაფერი დავასრულე და საათს შევხედე ჯერ კიდევ ათი წუთი იყო ლივის გაღვიძებამდე,ამიტომ გადავწყვიტე რომ 'ოსტატი და მარგარიტა' დამესრულებინა,სულ რაღაც სამომცდაათამდე გვერდი მექნებოდა დარჩენილი.
*
კარადის კარები მივხურე და ლივთან ერთად გავემართე ქიმიის კაბინეტისკენ.

-ჰოდა,ამ ლეომ მთელი დღე ნერვები უშალა,ასე ეუბნებოდა შენი საჯდომი ისეთია შეხებას ძალაუნებურად ითხოვსო,სინტია თუ არ გააფრენდა არ ეგონა,გეფიცები ლამის თმით ითრია ლეო.

-არ მინდა სინტიას დრამებზე საუბარი,ქიმიაზე არ ნერვიულობ?

-პირველი ლიტერატურა გვქონდა,აღმოჩნდა რომ არც მე და არც ლივს სანერვიულო არ გვქონია,ორივემ A+ შეფასება მივიღეთ.
ახლა კი ქიმიის კაბინეტის გზაზე ლივის მონათხრობ,სინტიას დრამებს ვისმენ,მინდა ვაღიარო რომ ლიამზე ფიქრი უფრო სასიამოვნო იქნება ვიდრე ეს.

-მე ქიმიაში ბევრი ვიმეცადინე,არ ვაპირებ რომ ბი შეფასება ლექტორს შევარჩინო.

-გთხოვ უბრალოდ სწრაფად ვიაროთ. -მალევე ქიმიის კაბინეტში ჩვენი ადგილ დავიკავეთ.
მთელი ლექცია აჩქარებული გულისცემის დაწყნარებას ვცდილობდი რადგან სანერვიულო აღარაფერი მქონდა,საერთოდ აღარაფერი. პირველი სემესტრის საბოლოო ტესტირება ქიმიასა და ლერატურაში წარმატებით ჩავაბარე. სიმართლე რომ ვთქვა არ ველოდი მაღალ ქულას არცერთ საგანში,სამიათას სიტყვიან ესეში მაღალ ნიშანს არ წერენ,მითუმეტეს ქიმიაში,თუმცა ყველაზე დიდი ჩემი გამოდგა,როგორც მასწავლებელმა თქვა დანარჩენების საშუალოდ ორიათას-ორიათას ხუთას სიტყვიანები იყო,ახლა მხოლოდ ბოლო ერთი თვე დაგვრჩა ლექციებზე დასასწრები და პირველი სემესტრი დასრულდება.
შვენიერია.
პირველი ორი ლექციის განმავლობაში ლიამი არ დამინახავს,ეს მგონი იმას უნდა ნიშნავდეს რომ საერთოდ არ ესწრება დღევანდელ აუდიტორიებს. ესეც მშვენიერია,რაც უფრო ნაკლებად დავინახავ,ნაკლებად დაიწყებს ჩემი უკვე მოცლილი ტვინი მასზე ფიქრს,თითოეული მისი მოქმედების ხელალა გადახარშვას. მის ნაჩურჩულებ სიტყვას "ბრძანება" თამაშის დროს,იმას თუ როგორ თავხედურად მიყურებდა როდესაც იმ საშინელებას მეკითხებოდა,მაშინ როგორ თბილად მიღიმოდა მის სახლში.
ჯანდაბა,ჯანდაბა!ახლაც იგვეს აკეთებ.
უბრალოდ უსმინე ლივს,ლივს უსმინე,მარტენ!ლივს უსმინე!

Devil EyesWhere stories live. Discover now