Chapter 2

1.4K 98 41
                                    

თავი 2

|...Because you meet me,Baby|

***

საწოლში ვწევარ.

თვალები მიმძიმდება და სანამ ტკივილი დამეწყება მანამდე ვახელ.

უცხო ოთახში,მარტო ვარ.საწოლის წინ ვერ ვხედავ საყვარელ კარადას,სადაც ჩემი სტილის ტანსაცმელი აწყვია.ღია ნაცრისფერი კედლები სულ ცარიელია გარდა ერთი მოწიქწიკე საათისა მასზე,რომელიც ღამის სამ საათს აჩვენებს.

ზედმეტად დიდი ოთახია.

მახსენდება,ვიღაცამ რომ ამიყვანა კიბეებზე,რომ ვტიროდი და ის მანიაკიც მახსოვს.ის მეხებოდ იქ სადაც არავინ უნდა შემხებოდა,მკოცნიდა ყელში და მიჭერდა მკერდზე,ეს არ უნდა მომხდარიყო.

საწოლზე წამოვჯექი,ცრემლებს ვერ ვიკავებ,ახლაც ვგრძნობ მის ხელს ფეხების შუაში.ეს ბოლო იყო,ბოლო და პირველი როცა ბიჭი შემეხო.მეტჯერ არავის აღარ მივცემ უფლებას რომ შემეხოს.

არასდროს!

ცრემლების შეკავება აღარ მიცდია,ავქვითინდი, მუხლები ავწიე და საბნის გარედან ხელები შემოვხვიე სახე ხელებში ჩავრგე და მაქსმიალურად ვცდილობდი რომ მომხდარი გამეაზრებინა.

მხარზე ნაზი შეხება ვიგრძენი,მოულოდნელობისგან შევხტი და სწრაფად შევხედე იმას ვინც მეხებოდა.

გული გამიჩერდა.სისხლი ვენებში გამეყინა.გამაკანკალა.

ბიჭი იყო,არაამქვეყნიურად შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა,აი ისეთი ტიპაჟის იყო დაცემული ანგელოზები რომ არიან,ოღონდ იმ განსხვავებით რომ მისი ყავისფერი თვალები უფრო ბნელი იყო ვიდრე დაცემულების შავი.

-კარგად ხარ?-მისი ხმა ბოხი იყო,ბოხი და მძიმე.მეცნობა,იგივე ხმამ მკითხა მაშინ სანამ გონაბეს დავკარგავდი.

გამოდის მის სახლში ვარ.

ვერაფერს ვამბობდი,მისი მეშინოდა,თან ძალია.მეტადაც კი ვიდრე იმ მანიაკის,არ ვიცოდი რა მომემოქმედა მე ხომ მას არ ვიცნობ.

Devil EyesWhere stories live. Discover now