Chapter 24

387 27 25
                                    

თავი 24

თავი 24

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

***

(მარტენის თვალთახედვა)

დღის თორმეტ საათზე ყრილობა იმართებოდა, ჩემი ფაკულტეტის და არქიტექტურის ფაკულტეტის გაერთიანება კი ერთ მიტანდა ემსახურებოდა, პროექტის სახელად - ტექნოლოგიური განვითარების ისტორიის ღია ლექცია. კარგად ვერ ვხვდებოდი რას ემსახურებოდა ტექნოლოგიის ისტორიის ჩვენთვის სწავლება, მაგრამ ალბად წლის ბოლოს რეფერატის დაწერა ამ თემაზე მოგვიწევდა, თან ვინაიდან ჩვენი უნივერსიტეტი რეიტინგს დიდ მნიშვნელობას აქცევდა, სასწავლო სემესტრს სამი ან ოთხი ღია ლექცია მოწვეული ლექტორით აუცილებლად დაგვიმშვენებდა. 

სწრაფად ჩავალაგე საჭირო ნივთები, დიდი ხანი მომიწევდა დღეს უნივერსიტეტში დარჩენა და კომფორტული ჯინსებიც არ დამვიწყებია. თან ის მაფიქრებდა რომ ამ ღია ლექცია ზე დასწრება უკლებლივ ყველა სტუდენტისთვის სავალდებულო იყო განურჩევლად კურსისა. ლიამს კი საქმეები ჰქონდა, თან მგონი ტექნოლოგიური განვითარების ისტორიაზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო მაგრამ ინსტიტუტის წესებს ვერავინ დაარღვევდა, თუნდაც დაუსწრებელი სტუდენტი. მეტროში ჩავდიოდი ლივმა რომ დამირეკა, მეც გახარებულმა ვუპასუხე სამი დღეს ისედაც არ გვისაუბრია. 

-როგორ ხარ?

-მშვენივრაც, არა არაჩვეულებრივად, არა უფრო უკეთესად, შენ?

-მე  კარგად ცოტას ვნერვიულობ დღევანდეკლე მაგრამ მაინც, რა ხდება ასე რომ გიხარია?

Devil EyesWhere stories live. Discover now