Chapter 10

891 70 11
                                    

თავი 19

| We all need help from friend |

| We all need help from friend |

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

***
ორი კვირა.
ორი კვირაა დარჩენილი სანამ საშობაო არდადეგები დაიწყება.

კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდები პირველი კურსის დასასრულს. შემდეგ ზაფხული და ახალი კურსი, ახალი ლექტორები. იქამდე კი საფიქრალი უამრავ რამეზე მაქვს.

ოთახში სითბო იყო, მე კი სქელი ჰუდი მეცვა წარწერით 'once in a lifetime'. მომწონს პატარა და ლამაზი გამონათქვამები, ან თუნდაც წარწერები, ჩემი სამეცადინო რვეულებს ფურცლის კუთხეებში სულ ნახავთ უაზრო ნაჯღაბნებს შორის მიმალულ ფრაზებს.

ბრონტემ, შექსპირმა, ვერნიმ, ორველმა, ჰარდმა და ჰაქსლიმ, ცხოვრებისეულ ნაწარმოებთა ერთად სხვა თუ არაფერი, შეუდარებელი ფრაზების და გამონათქვამების რვეული მაინც შემძინეს.
ყოველთვის, როდესაც ახალ წიგნს დავასრულებ, კითხვის პერიოდში მონიშნულ ფრაზებს ლამაზ ბლოკნოტში ვიწერ.
უბრალოდ, ბავშვობის ჩვევაა. დედა პირველ კლასში მაძალებდა სიტყვების ამოშინაარსებას თითისოდენა ტექსტებიდან, ახლა კი წიგნების ამოშონაარსებამ ჩაანაცვლა ეს.

თავისუფალ დროს ალბად სხვას ვერაფერს ვინატრებ, რა თქმა უნდა ჭიქა ცხელ ჩაისთან და თბილ გარემოსთან ერთად.

ერთი საათი არ იყო გასული რომ ოთახში ლივი შემოვიდა. რაღაცნაირად დამწუხრებული ჩანდა.

გულში გამკრა იმის გააზრებაზე რომ მას რაღაც აწუხებდა.

მას შემდეგ რაც მომეხვია საწოლზე ჩემს წინ დაჯდა.

Devil EyesWhere stories live. Discover now