Chapter 18

535 45 35
                                    

დღის სინათლემ თვალი მომჭრა და ჰენრიმ გახსნილ კარში გამიყვანა, წინ გავიხედე და ძლივს შევძელი სურათის აღქმა.

ლიამი იქ იდგა, შავი ტყავის ქურთუკი ეცვა და მე მიყურებდა პირდაპირ თვალებში. ჰენრიმ ხელი გამიშვა და ალბად შენობაში შებრუნდა.

რა წამსაც ჰენრიმ ხელი გამიშვა მაშინვე დავკარგე წონასწორობა და ძირა დავიწყე დაცემა. მაგრამ, ნახევრად გონება დაკარგულია ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები ჩემი წელის გარშემო.

-უსაფრთხოდ ხარ, ჩემთან ხარ. - იმედის მომცემი სიტყვების მიუხედავად შიში მაინც არ მტოვებდა, ძლივს მივიწიე მასთან და დარჩენილი ძალით ხელები შემოვხვიე.

-აქამდე რატომ არ მოხვედი? - ცრემლებს შორის ძლივს ვთქვი.

ტკივილისგან ხმამაღლა დავიწყე ტირილი და დაღლილ გასავათებულმა ღმერთს მადლობა გადავუხადე რომ ახლა მაინც ვიყავი ლიამის ხელებში.

***

(ლიამის თვალთახედვა)

ნერვიულობისგან ლამის იყო მოწევა დამეწყო, აქეთ იქით დავდიოდი და სხეულს ვერ ვიმორჩილებდ, თითებს ვიმტვრევდი, წყალს ვსვამდი დასაწყნარებლად და სამ წამიანი სიმშვიდის შემდეგ კვლავ ხელახლა ვიწყებდი პანიკურად ნერვიულობას.

ფატიმა და მისი 16 წლის ქალიშვილი სეზენი ჩემს საძინებელში იყვნენ და მარტენს სინჯავდნენ. მას შემდეგ რაც აქ მოვიყვანეთ არ გაუღვიძია და ფატიმას დავურეკეთ. როდესაც ფატიმას სიტუაცია ავუხსენით თქვა რომ შეიძლება დახმარება დასჭირვებოდა და ამიტომ სეზენიც წამოიყვანა. სეზენი ნამდვილი მკაცრი ხასიათის თურქი გოგონაა რომელიც არაფრის დიდებით მის პრინციპებს და ხასიათს არ გადააბიჯებს. შავი კუპრივით თმა და ასევე შავი ბრიალა თვალები. მისი სახელი როგორც ვიცი გრძნობას ნიშნავს თურქულად. სეზენი იყო ჩემი ექთანი როდესაც დამჭრეს, თვეების წინ. 

რამდენიმე წუთში ფატიმა გამოვიდა ოთახიდან. თვალი მოვკარი მარტენს რომელიც საწოლზე იყო წამომჯდარი და სეზენს დაბნეული თვალებით უყურებდა, შემდეგ მე შემომხედა წამით და კიდევ უფრო დაბნეული გამომეტყველება მიიღო. ფატიმამ კარები დახურა და დივანზე ჩამოჯდა. შუბლიდან ოფლის რამდენიმე წვეთი მოიწმინდა შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა.

Devil EyesWhere stories live. Discover now