-კარგით არ გვინდა არქიტექტურის ბიჭებზე კამათი, თქვენ ის მითხარით ვინ კითხულობს ლექცია? - იკითხა არიამ.

-რავიცი  იღაც გამოცდილი შუა ხნის ლექტორი.

-იმედია პროფესორი ლოჰანივით ვინმე ბებერი ტვინიკოსი არ იქნება და აქტიურად ჩაატარებს ამ სამ საათიან ლექციას.

ასე საუბარ საუბარში გავიდა დარჩენილი დროს და უკვე თორმეტს ხუთი წუთი აკლდა. ოთახი სავსე იყო ხალხით, ყველა ერთმანეთში საუბრობდა, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი კი იჯდა. მე ჯორჯის მონაყოლს ვუსმენდი, ყვებოდა როგორ გაიჭედა ხეზე მისი პატარა და და როგორ ძლივს ჩამოიყვანა. დრო იყო უკვე ლექტორიც შემოსულიყო ამიტომ კარების ყოველ გაღებაზე ყველა იქით იყურებოდა, არ სურდათ ლექტორის შემოსვლა გამორჩენოდათ. 

კიდევ ერთხელ როდესაც გაიღო კარი წამებში დავსერიოზულდი რადგან ასე პროცენტიანი ვიყავი დარწმუნებული რომ ახლა ნამდვილად ლექტორმა შემოაღო კარები, მაგრამ გაწბილებული დავრჩი როდესაც კარებში ლიამი დავინახე. ყველას ყურადღება წამებში მიიქცია მაგრამ თავად ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს  ეს არ ადარდებდა და დარწმუნებული ვარ ასეც იყო. 

-ეს ვინღაა? ღმერთო რა სიმპატიურია, თქვენი ხედავთ ხო? - ჩამესმის ჩემი ჯგუფელის ხმა და ისიც მესმის დანარჩენი გოგოები როგორ ეთანხმებიან. მე კვლავ ლიამს ვიყურებ, ის კი რამდნიმე წამის განმავლობაში ადგილზე იდგა და თვალებით ვიღაცას ეძებდა, როგორც კი შემამჩნია ჩემსკენ წამოვიდა. 

-მეჩვენება თუ ჩვენსკენ მოდის? - იკითხა ერთერთმა, ლიამი კი წამებში ჩემს წინ იდგა და ზემოდან დამცქეროდა ოდნავ გაღიმებული. 

-მეგონა არ მოხვიდოდი.

-ვიცი. - მხოლოდ ამას მეუბნება და ჩემს გვერდით ადგილს იკავსებს სადაც წესით ჯორჯი უნდა დამჯდარიყო. 

-ჰეი მეგობარო მანდ მე ვაპირებდი დაჯდომას. - მაშინვე გააპროტესტა ჯორჯმა. 

Devil EyesWhere stories live. Discover now