ნაილი იმედიანი თვალებით შესცქეროდა მას. ნაილის დანახვაზე ჰელენი გამახსენდა რომელიც ღმერთს მადლობა მივლინებაშია წასული ორი კვირით და ამ ამბებს ვერ ხედავს თორემ ნერვიულობით მოკვდებოდა. 

-სეზენის მადლობლები უნდა იყოთ, მან იცნო სიმპტომები. - თქვა და რაღაც წიგნი ამოიღო ჩანთიდან. როგორც წესი ფატიმას მედიცინის წიგნები დაჰქონდა ჩანთით, ოღონდ ძალიან ძველი წიგნები, წინა საუკუნეს დაბეჭდილი და ხშირ შემთხვევაში ხელით ნაწერი მთლიანი წიგნებიც. ყავისფერი წიგნი იყო, პატარა ზომის მაგრამ საკმაოდ სქელი. ყდაზე ეწერა "წამლები და ნარტკოტიკული საშუალებები" 

-სეზენის მამა ადრე ნარკოტიკებს მოიხმარდა, წლების წინ როდესაც ჩემი შვილი ჯერ კიდევ ცხრა ათი წლის იყო ნარკოტიკულ საშუალებებზე საკმაოდ ბევრი იცოდა. აინტერესებდა ეს სფერო და ვერ ხვდებოდა ტაბლეტი ან ხსნარი ადამიანის გუნებაზე ასე ძლიერად როგორ მოქმედებდა. - თან საუბრობდა თან კი წიგნს ფურცლავდა, ცხადია რახაც მნიშვნელოვანს ეძებდა. -მე ვეჩხუბებოდი, მედიცინის ეს სფერო ჩემს ინტერესებში არასდროს შედიოდა და არ მსურდა რომ ჩემს ნაბოლარა შვილს ამ ყველაფერთან მსგავსი სერიოზული სეხება ჰქონოდა. ისიც აღარ აგრძელებდა ჩემს თვალწინ ძიებას მაგრამ ბიბლიოთეკიდან ეს წიგნი მოიპარა - ხელში რომ ეკავა ის წიგნი ოდნავ ზემოთ აწია, დემონსტრაციისთვის. -შემდეგ ჩანაწერების კეთებაც დაიწყო, მიკვირდა რატომ მთხოვდა ამდენ ფულს რვეულების და დღიურების საყიდლად მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე ჰქონდა ათობით რვეული სავსე. 

-ამას რატომ გვიყვებით? - ჰკითხა ნაილმა. მასაც ჩემს მსგავსად ის უფრო აინტერესებდა მარტენი როგორ იყო. 

-რომ გაიგოთ თქვენს მეგობარს რა სჭირს საჭიროა ეს იცოდეთ. სეზენს ძალიან ბევრი ჰქონა დაწერილი ნარკოტიკული შემცველობის მედიკამენტებზე და ყველაზე ძლიერ ნარკოტიკებზეც ჰქონდა ჩანაწერები. - გადაშლილი წიგნი მაგიდაზე დადო და დაბერებული თითი სათაურს დაადო. 

Devil EyesDove le storie prendono vita. Scoprilo ora