17

1.1K 163 27
                                    

იმ საღამოს სეულში დავბრუნდით.

არ მკითხოთ რა მოხდა, რადგან მე თვითონ შოკში მყოფი, მორბენალ ხეებს თვალს ვერ ვაშორებდი და ჩვენს ნომერში განვითარებულ მომენტებს ვიხსენებდი. რომ გცივა და სხეული წაგიხდება, ზუსტად მსგავსმა შეგრძნებებმა იჩინეს თავი ჩემში, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე, ამ დედააფეთქებულ პრინციპებს. დავავლე თეჰიონს ხელი, გამოძახებულ ტაქსში ჩავჯექი და აყვირებულ იუნგის, სახეში მივაყარე, ბატონი უფროსის მიერ გამოგზავნილი სიტყვები, რომელიც ჯიმინს ჩააბარა და აზრზე არ ვარ, რა ეწერა ფურცლებში. დრო იმდენად ჩქარა მიიწევდა წინ, უფროსის ნახვა ვერც მოვასწარი. თეჰიონი საწოლში ჩავაწვინე, შემოვუკეცე, თავზე ვაკოცე და სასტუმრო ოთახში გავედი, სადაც წარბშეხრილი, გაფითრებული იუნგი და ჯიმინი დამხვდა.

-ყველაფრისთვის მოგეზღვევა, ჯონ! ჯოჯოხეთის ცეცხლში ამოგხდეს სული, ეშმაკს შევთხოვ ამას და აუცილებლად ამიხდება ეს სურვილი!

იუნგიმ, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ უკვე ჯოჯოხეთში ვმოღვაწეობდი.

-რას ფსიხობ? _ ბოთლი მარილო ჭიქაში ჩავცალე და სავარძელში ჩავჯექი. იუნგის წიკვინი, ტვინის ნაუჭებს აუთოებდა, არც ღვინო მშველიდა და არც თეჰიონის სახლის ფანჯარაზე ახმაურებული წვიმის წვეთები.

-საამისოდ მიზეზი მაქვს.

-გთხოვ, ახლა არა! ძალიან დაღლილი ვარ. არ მაქვს იმის თავი, რომ შენს წუწუნს ვუსმინო. _ ცარიელი ჭიქა ჟურნალის მაგიდაზე ჩამოვდე და ჩუმად მყოფ, დივანის კიდესთან ატუზულ ჯიმინს თვალები დავუბრიალე. პასუხად მხოლოდ დუმილი და აჩეჩილი მხრები მივიღე.

მაგრად დავიძაბე ვფიცავ, ახლა სუფთა ჰაერი და უცხო გარემო მჭირდებოდა ყველაფერზე დასაფიქრებლად. ურიგო არ იქნებოდა, კიდევ ერთი ბოთლი მარილო დამეცალა, მაგრამ საკმარისად მეტი მიიღო ჩემმა სხეულმა და აღარფერი მიშველებდა, გარდა გრილი შხაპისა. ეს ყველაფერი კი იუნგის და ჯიმინის სახლიდან გაყრას მაფიქრებდა, თუმცა ჩემი ინტერესები ბოლომდე არ იყო შევსებული და ბევრი რამის გაგების სურვილი, ჯერ კიდევ მკლავდა.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now