9

1.3K 178 39
                                    

ისევ თეჰიონის სახლში ვიყავი და ფანჯრის რაფიდან, მზის ჩასვლას თვალყურს ვადევნებდი, როცა ჯიმინიმ დამირეკა. თბილ ჭიქაზე შემოხვეული თითების გატოკვა არ მინდოდა და აბზუებულ ტელეფონს ყურადღება არ მივაქციე. მეთქი, რეკოს, ოდესმე ხომ გათიშავს და თავს დამანებებს, მაგრამ ხმაური არ წყდებოდა. ღრმად ამოვიოხრე და ტელეფონი ჯიბიდან ამოვასრიალე. ლაპარაკის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი. ვიფიქრე, თეჰიონს მივცემ და ის უპასუხებს ან საერთოდ გავთიშავ-მეთქი, მაგრამ გაჩერება ვარჩიე. ჩავახველე და ყურმილი გავხსენი.

-სად ჯანდაბაში იყავი?

-ტრაკში?

-ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, ჯონგუკ. წყლით სავსე ქუჩები გადავტბორე, მნიშვნელოვანი საბუთები ქარს გავაყოლე და შენ გამო თუ სამსახური დავკარგე, მართლა ტრაკში გაგიშვებ.

-მოიცა გარეთ წვიმს?

-ჯონგუკ!

-კარგი ხო, ნუ ყვირიხარ. თეჰიონთან ვარ. შეგიძლია აქ მოხვიდე.

-მაგ პატარა ბავშვთან რას აკეთებ?

-ჰეიი, მხოლოდ მე შემიძლია თეჰიონს პატარა დავუძახო.

-მკიდიხართ ორივე. მისამართი მომწერე. საბუთებს მოგიტან და ხელი მოაწერე.

-რა საბუთებია?

-არ ვიცი. უბრალოდ მოაწერე.

-კარგი, ძმაო.

როგორც კი ყურმილი გავთიშე, ჯიმინის თეჰიონის სახლის მისამართი მივწერე და ისევ გადაშავებულ ცას მივეყურადე, აწ უკვე თბილ ჩაისთან ერთად. წვიმის წვეთები სახალისოდ ეცემოდნენ ფანჯრის მინას. მეთქი ზემოდან გვაფსამენ თუ რა ხდება და ჩაი მოვსი.

-ვინ დამიპატიჟე სახლში?  _ მზერა ფანჯრიდან თეჰიონისკენ გადავიტანე. 

-ჰა! ჰა! ჰა! არავინ დამიპატიჟებია, ჩემმა მეგობარმა რაღაცა უნდა მომიტანოს. რამე პრობლემაა?

-არა.

ფეხზე წამოვდექი, მის სხეულზე მარწუხები საბანივით რომ გადამეფარა. არც კი ტოკდებოდა, ეს კი მაცდურად მიძვრებოდა ვენებში და ერთგვარ აფეთქებას იწვევდა ჩემში.

blood and sperm all over the place Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ