3

2.1K 213 38
                                    

წამები წუთებში იძირებოდა, წუთები საათებში, ისე როგორც წვიმის წვეთი ღრმა ოკეანეში და შთაგონების წყაროდ იყო ქცეული, ჭიქით სავსე ვისკი, პირში ღრმად რომ დაიმარხა. აღარ მეწუწუნებოდა ცის გრუხუნები და მშვიდად შევყურებდი კედლის ორნამენტს, მასზე ჩამოკიდებულ, ჭრელა-ჭრულა ნახატებს, ვიღაც შტერი მხატვრის ნატყაპნი რომ იყო. ქაღალდებიც მოძრაობდნენ ქარის ტალღებზე და მეც თითებით ნელა ვეტმასნებოდი მათ.

ფიქრები მჭამდა. თეჰიონის ის ალმაცური სიტყვები თავს არ მანებებდა, არადა ჭკუიდან გადავყავდი ტვინში მოძრავ წინადადებებს, რაღაც გაურკვეველობისაკენ რომ მბიძგულობდნენ. ეკალბარდით მოხვეულ სხეულზე კი აღარაფერი მემორჩილებოდა. ყელი გამომიშრა. მეთქი, პირში ჩავისხამ ისევ ამ დარჩენილ ვისკს და იქნებ მთვრალმა, ჩემი ადუღებული ფიქრები დავაოკო. არაფერიც არ მშველოდა. არც ეს მწარე ალკოჰოლი და არც - წვიმის მძიმე თხრაშუნი.

ხელი ჩავიქნიე. მეთქი, რაც არის არი. შევალ უფროსთან და ყველაფერს მოვუყვები, იმ ამბებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე თეჰიონის ხელთ იყო. ისიც კი მიკვირდა, სიადან და როგორ? მახეს ხომ არ მიგებენ-მეთქი. ვინ იცოდა, რა ხდებოდა მოხუცი უფროსის თავში და ეს ყველაფერი რაღაც ძალიან მაშინებდა.

შევეცი რა. მაინც მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ამბის მოყოლა უფროსისათვის და მერე თვითონ მოეგვარებინა ყველაფერი. მაგიდიდან წამოვდექი და კაბინეტიდან ისეთი მტკიცე ნაბიჯებით გავემართე, ჩემი თავის მე თვითონ გამიკვირდა. ხელებიც აღარ მიცახცახებდა და აღარც სუნთქვა მიჭირდა.

-რაღაც უნდა გითხრათ _ სავარძელში ჩავჯექი და მზერა დაბნეულს მივმართე.

-ახლა თეჰიონთან უნდა იყო. აქ რას აკეთებ?

-მოვითხოვ, რომ ჩემი საქმე სხვას გადააბაროთ. მე თეჰიონს კუდში ნამდვილად არ ავეკიდები.

-რას ბოდავ ბიჭო, _ ხელებით მაგიდას დაეყრდნო და ისეთი გამჭოლი მზერა მომმართა, ასე მეგონა სულში მიძრებოდა _ რას ნიშნავს ყოველივე ეს?

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now