18

990 157 40
                                    

შუადღის მცხუნვარე მზეს, ჩემი შეფერკლილი სახის ნაკვთები მივუშვირე და შენობის წინ, მოძრავი მანქანების შორი-ახლოს დავდექი. ტელეფონი ჯიბეში ისევ ბზუოდა და არ ჩერდებოდა. საქმე ის იყო, რომ საჯარიმოზე უნდა მივსულიყავი, რომ მანქანა წამომეყვანა, მაგრამ ხელთ არანაირი თანხა არ მქონდა. ჯიბეში ხელები რომ მეტრიალებინა, ალბათ ძველ, ნახმარ კევას და მკვდარ ბუზსს წავაწყდებოდი. ხელები არ ჩამომიყრია, სასწრაფო წესით ჯიმინს გადავურეკე და მისგან რამდენიმე ათასი ვონი ვისესხე. აზრზე არ ვიყავი ამ ვალს როგორ დავუბრუნებდი, მაგრამ უსაშველო არაფერი იყო ამ ქვეყანაზე. კაცი კაცია, თუ ვერაფერი ვერ მოვუხერხე ჩემ თავს, მეთქი, მაშინ რისთვისა ვარგივარ?

რამდენიმე წუთში ჯიმინის მანქანით საჯარიმო სადგომს მივადექით. ძალიან კი ვღელავდი, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. ვუყურებდი დამტვერილ მანქანებს, თავიანთი პირვანდელი იერში სულ დაკარგული რომ ჰქონდათ და ტანში ჟრუნტელი მივლიდა, რადგან ჩემი ერთადერთი სიყვარული, ამისთვის არ მემეტებოდა. სწრაფად გადავიხადე ფული, მანქანა გამოვიყვანე და ადგილს ტყვიასავით მოვწყვდი. თეჰიონის სახლამდე ისე მივედი, გაზისთვის ფეხი არ ამიშვია. სწრაფად გადმოვხტი მანქანიდან და სახლში შევარდი დაუკაკუნებლად.

ნათელი გარემო სიჩუმეს მოეცვა. სახლის არომატი მხოლოდ გარეული ყვავილის, რომელიც ფაჯრის ერთ-ერთ რაფაზე იდო ქოთანში და მსუბუქი მენთოლის გამონაბოლქვისგან შედგებოდა, რომელიც ცხვირის რეცეპტორებს მიწვავდა. ფეხსაცმელი გავიხადე და სასტუმრო ოთახისკენ ავიღე გეზი. თეჰიონი იქ დამხვდა. იჯდა სავარძელში და ეწეოდა, თვალს კი მის წინ ჩამოკიდებულ, დიდ პორტრეტს არ აშორებდა.

-გახსოვს, რომ გითხარი, უჭირს ამ კაცს-მეთქი?! _ ნაწვავი საფერფლეში ჩაყარა და მზერა კვლავ პორტრეტს მიმართა.

მუქი ყავისფერი ჩარჩო, რამდენიმე დიუმს უდრიდა. მოჩუქურთმებული პიგმენტები თვალისმომჭრელად ბზინავდა და მასში მომწყვდეულ პორტერტს, მეტ ეფექტს სძენდა. ეს იყო მოხუცი კაცი, არა თუ კორეელი, არამედ - იაპონელი და მე ეს ძალიან მიკვირდა, რადგან ეს ნაშრომი არცერთ ცნობილი მხატვრის შემოქმედებას არ მახსენდებდა და, რა-ღა თქმა უნდა, ნაშრომი კარგა ხნის უნდა ყოფილიყო, რადგან სიძველის სურნელით გაეჟღენთა მის გარშემო არსებული საგნები.

blood and sperm all over the place Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu