2

3.3K 261 70
                                    

კალამი და ფურცელი ავიღე. სიგარას მოვუკიდე, თითებში ავხლართე, ძლიერ მოვქაჩე და გავაბოლე. მერე ნელა ჰაერში განევრცო, ფორმა იცვალა, გაუფერულდა და გაქრა.
რაღაც სსვას განვიცდიდი რა. ამას ვერ დაარქმევდი ადრენალინს ან გრძნობებს, ტკივილით შემკობილს. მიზიდულობას, თუნდაც ეგოიზმს. ეს იყო სასიამოვნო მიდრეკილება პიროვნებისადმი, რომელიც ან გიჟი იყო ან კიდე ლამაზი შიზოფრენი. იჯდა და ხატავდა რა, ბევრი ლაპარაკიც არ უნდოდა ამას, ყურადღებასაც არ მაქცევდა. მეც არ ვუყურებდი, სიგარის ჩამწვარ ფერფლს ჩემი შარვლიდან გამწარებული ვიბერტყავდი, რამდენიმე წამის წინ რომ გადამეყარა მთლიანად. ეს მძულდა ყველაზე მეტად. მერე საშინელი ლაქები მიჩნდებოდა ზედ. თან კაფეში რაღაცნაირად ანათებდა ნათურა, თუმცა ვის ვეწუწუნებოდი. საკუთარ თავთან ომის გასაჩაღად სულ ცოტაღა მაკლდა.

-რას ჩასჩერებიხარ ასე გამალებით, რომ შენ წინ მყოფს ვერ მამჩნევ _ თითი ნერწყვით გავისველე, რომ დარჩენილი ლაქა ამომეყვანა _ გული მტკივა მართლა.

-მოკეტე რა, ისიც საკმარისია აქ რომ წამომყევი.

ერთს კარგად კი შემოვულაწუნებდი, რომ არა მისი ბრიალა თვალები. ისე მიმზერდნენ თითქოს მეჭიდებოდნენ და სულს მაძრობდნენ. სიცივეს და გაურკვევლობას შთანთქავდნენ და მოძრავი ხელების ნაცვლად, ჩემ უკან იცქირებოდნენ. მეთქი რას უყურებს ასე გამალებით, თვალებით ლაზერები რომ გამოუშვა. ხოდა მეც უკან გავიხედე.
ვიღაც შავი ტიპი იდგა - გრძელი თმებით და პალტოთი. მისი სურნელი ჰაერში ფესვებს იდგამდა და ცხვირში არასასიამოვნოდ მეღუტუნებოდა. ისეთი გამჭოლი მზერით მიცქერდა, ვიფიქრე ამაორთქლებდა.

მერე ისევ თეჰიონს გავხედე.

ხატავდა, ვითომც არაფერი.

-ვინ ხარ? _ ხმაც ისეთი ჰქონდა, ღრმა და ყოვლისმომცველი. _ მასთან რა გესაქმება?

-იცნობ? _ თეჰიონს გავხედე და სახეზე ალმური დამედო, იქ რომ აღარ დამხვდა.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now