8

1.3K 184 45
                                    

სადღაც დილის ექვსი საათი იყო, როცა მანქანა ავამუშავე და ნახევრად ძილ-ბურანში მყოფმა, 'მტრედის ბუმბულს' ვესტუმრე. გადაწყვეტილი მქონდა, ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, ძველი კლასიკისთვის უნდა მომესმინა და ასე გამეგრძელებინა თეჰიონის სახლის მახლობლად ყურყუტი იქამდე, სანამ მისი არაჯანსაღი გონება, გამოღვიძებას დაიწყებდა.

როცა ჩემი და თეჰიონის უცნაური ურთიერთობა ამ მაღაზიიდან დაიწყო, სწორედ მაშინ ამოვიკითხე მინის კარებზე აკრული დიდი, შავი შრიფტით დაწერილი ციფრები, რომელიც სადღეღამისო მუშაობას მანიშნებდა და ტვინში რატომღაც ჩამებეჭდა. თუმცა იმედს მაინც ვიტოვებდი, რომ მანქანისთვის განკუთვნილ ჩიპს წავაწყდებოდი და არა, რაღაც შტერულ, დიდ ვინილის ფირფიტებს, რომელიც თურმე თეჰიონს ასე ყვარებია და რომ არ დამავიწყდეს, სასტუმრო ოთახის ერთ-ერთ კედელზე, ფირფიტების მთელი რიგი კოლექცია ქონდა, ამიტომ მისთვის ყიდვა გადავწყვიტე.

მინის კარები სწრაფად გავაღე და შიგნით შევარდი. თითქოს რეტრო სტილით ცოცხლობდა მაღაზია, რომელიც გინდა თუ არ გინდა, რაღაც ინტერეს აღძრავდა თქვენში, მაგრამ ჩემში მსგავს ემოციას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობდი. თვალებით მხოლოდ სასურველ ნივთს ვეძებდი და იმის გარდა, ყველაფერს ვაწყდებოდი: ძველ, ცოტა გადამტვერებულ ხის ჩარჩოებიან სურათებს; მეორად, დაჟანგულ ჩასაბერ ინსტრუმენტებს; ძველ გადაქექილ ტანისამოსებს და კიდევ უამრავ, სხვადასხვა ცხოველის ფიტულებს.

ერთ-ერთი მათგანის წინ დავდექი და თვალებში მივაშტერდი. მაგრად დავიძაბე ვფიცავ, ცოცხალს ჰგავდა და მალევე მოვშორდი. თითებით დამძიმებული ქუთუთოები მოვისრისე, ერთი გერმიელად დავამთქნარე გაზმორვის თანხლებით და ფირფიტების თაროს გავუსწორდი. ვარჩევდი და ვფიქრობდი - როგორი გემოვნება აქვს თეჰიონს? მე ხომ მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. იქნებ ჩემი არჩევანი საერთოდ არ მოეწონოს და ნაგვის ურნაში უკრას პირი. ღრმად ამოვიოხრე არასასურველი ფიქრების გასაქარწყლად, ერთ-ერთს ხელი დავავლე და მაღაზიის დასასწყისში მდგარ დახლს მივუახლოვდი. მის უკან, სკამზე თავგადაგდებული, ღრმა ნაოჭებით და თეთრი ულვაშით დამშვენებული, ხნიერი მამაკაცი იჯდა და თვლემდა. ალბათ იმ გოგოს შემცვლელია-მეთქი გავიფიქრე და ფირფიტა წინ დავუდე.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now