22

750 134 35
                                    

ჯერ ისევ კალთაში მეწყო თეჰიონის ფეხები და თვალს არ ვაშორებდი მის უნიათო სახეს. დაღლილი იყო, ეტყობოდა და არც არაფრის თავი არ ჰქონდა. ხელებს მხვევდა კისერზე, თავს მადებდა მხარზე, ზოგჯერ ამომხედავდა, მაგრამ რადგინდა, არაფერი სახარბიელო იმ დღეს არ მომხდარა, უფრო სწორად ღამეს. არც კი მახსოვს დრო, დილა იყო თუ საღამო, არც დამაძალოთ გახსენება, იმას დავჯერდეთ რაც უკვე ვახსენე, მაგრამ ყველაფერს ახლავს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი მომენტი და წუთიერად დავნაყრდი თეჰიონის მლაშე ბაგეებით. 

მეთქი, შეგეცით რა. შეყვარებული იყო. ხომ ასეა? თუ ჯერ ფორმალურობა არ ჩამოვარდნილა ჩვენს შორის? საწყალი მე და საწყალი ის, ვინც ახლა მე მომსდევს ახლის გაგების სურვილით, რომ ხელი ჩაავლოს სასურველ მომენტს, მაგრამ აქ არაფერი სასურველი არ მომხდარა. მართალი იყო ჯიმინი, მახსოვს რაღაც მითხრა, მაგრამ რა - ვერ ვიხსენებ. დარდი შემომაწვა, მელანქოლიაც. ჩავასხი ჭიქაში ვისკი, თუ ჯინი, კონიაკი იყო? ჯირყვლები აღარ მიმუშავებდა რომ გამეგო რა- რა იყო. მოკლედ რაცაა. დავცალე ჭიქა, მერე ისევ ჩავისხი, მერე ისევ დავცალე და იქამდე გაგრძელდა ასე, სანამ ოთახში იუნგი არ შემოვარდა ტორტით ხელში. 

მეთქი რა ხდება. შეშინებულები წამოვარდით მე და თეჰიონი სავარძლიდან. სულ ზედ გადამესხა პირთან მიტანილი თითქმის სავსე ჭიქა, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა, თურმე თეჰიონს დაბადების დღე ჰქონდა. 

არც კი ვიცოდი, მგონი მეპატიება. 

-არ იყო საჭირო. _ პატარა, შოკოლადის ტორტს სული შეუბერა და იქვე დივანზე ჩამოჯდა. 

-მართალი ხარ, წავალ მე შევჭამ. _ ნაწყენს არ ჰგავდა, აშკარა იყო რომ გაუხარდა და  ოთახიდან გავარდა. 

მერე ისევ მარტო დავრჩით ბნელი ოთახის ცენტრში მდგომი მე და თეჰიონი. დანაღვლიანებული, დადარდიანებული, გამოწურულები. ვახსენე უკვე რომ თვალები მეწვოდა? დავფიქრდი, ტვინი ხომ არ გამოვიცვალო-მეთქი. მაგრამ აზრიანი და უკეთესის მომცემი არაფერი იგრძნობა ამ წინადადებაში. უბრალოდ გამიგეთ, ვცდილობ ჩემი საქციელი გავამრთლო, თორემ მოსაკლავი ვიყავი კაცი. ქერის რა ვუთხარი თორემ, მეც კი მაგრად ვმსახიობობდი და პირიდან ერთი შესაშური სიტყვაც არ დამცდენია არასოდეს. ასეა ჩემი ტვინი მოწყობილი და კაცმა არ იცის, რა მეშველება მერე. 

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now