12

1.3K 181 36
                                    

ქუჩის ბოლოს რომ დავუყევით, თავი ჩემთვის აქამდე უცნობ შენობასთან ამოვყეთ. გარშემო ძვირადღირებული მანქანები და სმოკინგებში გამოწყობილე მამაკაცები, თავიანთ ქალბატონებთან ერთად, შენობის კარებთან იდგნენ და რაღაცაზე გაუჩერებლად ბასოობდნენ, თან შიგადაშიგ სიცილით აპობდნენ სიცივისგან გაყინულ ატმოსფეროს და მათზე მოხვეულ, ძვირადღირებულ ქურქს, წახდენილი, ბეჭდებით და ჭრელა-ჭრულა მანიკურებით მორთული ხელებით ეჭიდებოდნენ. ტვინი ფიქრებისგან აფეთქებული მქონდა და თვალებით ორ სხეულს ვეძებდი, მაგრამ გარშემო ზემოთ ხსენებული ხალხის და დაცვების გარდა არავინ შემრჩა, რაც ჩემში არსებულ, ისედაც დაუოკებელ ემოციებს ფეხქვეშ იგდებდა. შენობას უფრო ღრმად ვათვალიერებდი, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვნახულობდი. იმ ფაქტს, რომ ეს რაღაც ღამის კლიბური დაწესებულება იყო, მაღალის წრის საზოგადოებისთვის, წყალი არ გაუვიდოდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, მეტად წუნწყლიან ბავშვებს, ამ ყველაფერთან რა კავშირი ჰქონდათ.

კედელს ამოფარებულმა, რამდენიმე ნაბიჯი ისევ გადავდგი და ჩემ წინ აღმართულ მანქანას, რომელიც ღმერთის წყალობით, ცოტა მოშორებით იდგა შენობისგან ამოვეფარე. საერთოდ ასეთ რამეს არ უნდა ვაკეთებდი, მეთქი, ჯონგუკ, რას სჩადი? შენს სიამაყეს და მოხვეჭილ სახელს დაუნდობლად ანადგურებ.. მე ეს მაუძლურებდა. თითქოს ჩემში არსებული მეორე მე, სიტყვებით უკან დახევას მაიძულებდა. მახსენებდა ჩემს დაწყევლილ პრიორიტეტებს, ჩემს განთქმულ სახელს და კიდევ რაღაც უაზრობებს. ყურს არ ვუგდებდი. საქმე თეჰიონს ეხებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი. ეს დედანატირულად მიშლიდა ნერვს და ძალებისგან მცლიდა. მაცოფებდა. მუშტებს ვკრავდი და კბილებს ვაკრაჭუნებდი, ჩემ წინ აღმართული, რამდენიმე მილიონით შეფასებული მანქანის მინა რომ არ ჩამემსხვრია, არადა ეს მსურდა. ძალებისგან დამცლიდა და თეჰიონთან მშვიდად და ყოველგვარი უხეშობის გარეშე დავილაპარაკებდი.

blood and sperm all over the place Där berättelser lever. Upptäck nu