16

1.2K 163 47
                                    

დიადო, არსებულო თუ არ არსებულო ღმერთებო, დიდ სისულელეში არ ჩამითვალოთ ჩემი ქმედებები, ან ფიქრები და დაწყობილი ოცნებები, ზეცას მიპყრობილი, რადგან მე, ჯონ ჯონგუკი, შავ, ხავერდოვან თმებში გამოწყობილი, მსოფლიოში ყველაზე არაპროგნოზირებადი და შიზოფრენი ადამიანის ფინია გავხვდი, რომელიც, ალბათ, ახლო მომავალში თითზეც დამატრიალებდა და ბერმუდის სამკუთხედში თავს მიკრავდა, მერე არანაირი სიყვარულობები და სერენადები არ მიშველებდა, ცხოვრების თითოეული დეტალი, ჩემ წინ ჩაირბენდა და ერთ-ერთი გიჟური, ზედმეტად ვნებიანი, დაუღალავი ღამის შემდეგ, მის სხეულში ჩაკარგვა იქნებოდა.

შეხება მეშინოდა, მეგონა ჩაიშლებოდა ეს დედანატირებულად ლამაზი არსება და ბოლო მომეღებოდა. წვიმის წვეთებიც მძიმედ ხმაურობდნენ ფანჯრის მინაზე, მაგრამ თეჰიონის სახლის ფანჯრებზე აცეკვებული წვეთები, მაინც უჩუმრად იჭყიტებოდნენ თეთრ სამოთხეში. აი, განსხვავება რა იყო და მე შემიძლო დამედო ფიცი, რომ ჰაერსაც სულ სხვა სურნელი ჰქონდა და სულ სხვა დამუხტული ენერგიები არსებობდა თეთრ კედლებში. ჰო, ალბათ ეს, ის ენერგია იყო, რომელიც ჩემს აღმოფხვრას განაპირობდნენ რაღაც დონეზე და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ, რადგან თეჰიონი ხელებშუა ლურსმნებს მარჭობდა ჯვარზე აცმულს და მასისხლიანებდა.

ჰოლში შესვლისთანავე, პორტიესკენ გავემართე. ჩვეულ ფორმაში იყო, ჩვეული ღიმილით. ხის, შავ სკამზე იჯდა და თავი ჩაეხარა, ოღონდ რას აკეთებდა ვერ ვხედავდი, რადგან უშველებელი დახლი წინ მეღობებოდა. დამინახა თუ არა, მამაკაცი წამოდგა, გამიღიმა და თბილად მომიკითხა.

-როგორ მიდის თქვენი დილა, მისტერ ჯონ?

-უჩვეულოდ კარგად, ღმერთები ჯერ არ განრისხებულან ჩემი ქმედებებით, მაგრამ ვგონებ, ამ წყეულმა ამინდმა ჩვენი აქ გამოკეტვა მოინდომა.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now