11

1.2K 183 59
                                    

სახლი სიჩუმეს მოეცვა, არადა გული ისე გამალებით მიცემდა, ასე მეგონა მალე გასკდებოდა.. თავს ვრწმუნდები, რომ ჩემ გარშემო არსებული სინაცისფრე, ჰაერში აელვებული ერთი საცოდავი მტვერი იყო, რომ მას არ შეეძლო ჩემი შთანთქვა და უსასრულობაში მოქნევა. არადა გული მიმძიმდა.. მართლა. ამას ვერაფერს ვუხერხებდი. როცა საწოლის კუთხეში მიყუჟული, ერთიანად აცახცახებული სხეული შემრჩა თვალთ, მერჩივნა იმ ნაცრისფერ გოდებას წაეხდინა ჩემი სხეული.
ჯანდაბა, ეს მართლა წარმოუდგენლად საშინელ გრძნობას აღძრავდა ჩემში, ის კი ყურადღებასაც არ მაქცევდა.
იჯდა და ერწეოდა.. იქეთ-აქეთ. დაუსრულებლად.

-თე.. პატარავ _ მხელი მხარზე მოვხვიე. მეგონა გამიქნევდა, ხელს მკრავდა, ოთახიდან მომიქნევდა, ყვირილით შემოიფარგლებოდა.. მხოლოდ ამოისლუკუნა საწყლად და თავი მკერდზე მომადო. მეთქი მიშველეთ. სუნთქვა შემეკვრა.. ისევ.

-უბრალოდ ჩუმად ვიჯდეთ, კარგი?! _ თვალები მაღლა აღაპრო, მზერა გამისწორა და ცრემლებით აივსო.. წვიმის წვეთებივით ცვიოდა და ტირილს ვერ წყვეტდა. მეთქი იტირე, გული ამოიოხე და ყურადღება ჩემზე გადმოიტანე. მხოლოდ თავი დამიქნია, კალთაზე ამოცოცდა და მჭიდროდ მომეხვიე.. მეთქი ამაზე მაგარი სიამოვნების დედაც.
ამ ცხოვრების დედაც.
და საერთოდ, ამ სიცოცხლის დედაც, როცა თეჰონი ჩემ გვერდითაა. ჰო აი ასე.

მაგარი გასწორებულში ვიყავი. ნერვს ვერ ვატოკებდი იმის შიშით, რომ უეცრად იმ დარტყმულ თავში რაღაც მოუვლიდა და მკლავებიდან გამეცლებოდა, ოთახიდან მომიქნევდა და ისევ გოდებას მიჰყვებოდა. თუმცა ასე ჩუმად ჯდომას არ ვაპირებდი. ისიც არ ვიცოდი, რა და როგორ მეთქვა. ჯანდაბა, თეჰიონი უბრალოდ შავი ხვრელი იყო, რომელიც მასში უფრო და უფრო მითრევდა და მყლაპავდა.

-დარწმუნებული ხარ, რომ ჩუმად ყოფნა გირჩევნია? _ გაჭირვებით მაინც ვკითხე.

-არ ვიცი.

-თე.. სათქმელს მაინც ვერ გავურბივარ, სიტყვები თავისით ცვივა პირიდან და ის გრძნობები.. ღმერთო.. როცა იუნგიმ შენი მდგომარეობა ძლივს გამაგებინა, ვფიცავ.. არ ვიცი, რა ვიგრძენი. მეგონა ვსო, წავიდა ეს ბიჭი ხელიდან.. ჩაო ბელას პონტი იყო რა, კორეული ვერსიით და ვფიცავ, მთელი 25 წლის განმავლობაში, ამდენი არასდროს არ მინერვიულებია _ გაკვირვებულმა მომრგვალებული თვალებით ამომხედა და რამდენჯერმე დახამხამა. მერე კი დავფიქრდი: ამას ჩემი ასაკი, თუ ემოციები გაუკვირდა? _ საერთოდ ვინ ჩემი ფეხები ხარ? რატომ ვღელავ ამ შავ წერტილზე ასე? ამ მოცუცქნულ არსებაზე.. მეტყვი ბიჭო?_ ცხვირის წვერი თითებს შორის მოვაქციე და მოვუჭირე.

blood and sperm all over the place حيث تعيش القصص. اكتشف الآن