21

706 133 40
                                    

სახლის გზას ჩემი ხოჭოთი დავადექი. საცობი იყო და ვერაფერს ვაკეთებდი, გარდა იმისა, რომ შემფერხებლებისთვის მეგინებია და გაუჩერებლად მესიგნალა, მაგრამ ესეც არ დამცადეს. მოვიდა ჩემთან ვიღაც გაბღენძილი პოლიციელი და საქარე მინაზე მომიკაკუნა.
მეთქი, რა ხდება და მინა ჩამოვწიე.

-ხომ არ გაგიბრაზდა შენმა ბიჭმა დაგვიანების გამო? _ კარებს ინდაყვები ჩამოდო და მანქანის სალონში შემომიძრა.

ავირიე როგორღაც. საიდან უნდა გახსენებოდა თეჰიონის ამბები, ან რატომღა გამაჩერა მშვიდობიანე მოქალაქე. ეჭვმა გაღრღნა და მის გასიებულ სახეს დავუწყე ცქერა. 

ისე გრგვინავდა, მეთქი ახლა შემჭამს ან ერთიანად გადამყლაპავს, მაგრამ ნაკვთი არ ამოუძრავებია და როცა მიხვდა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებდი,  კვლავ გააგრძელა: 

-შემოსარიგებლად არაფერი მოიმოქმედე?

-რატომ ინტერესდები?

-არ მაქვს ამის უფლება?

-რა თქმა უნდა, არა, ღმერთო _ წინ გავიხედე, მანქანა ისევ ჩემ წინ დახტუნაობდა. 

-როგორ თუ არა, ჩემ გამო შეყოვნდი და სინდისი მაწუხებს. 

-მერე უთხარი, აღარ შემაწუხოო! _ არაფორმალურობამ მძლია და მალე მუშტიც დამძლევდა, გზა რომ არ გახსნილიყო. 

უცებ ვერ მოვედი გონს. უნებლიედ დავაწექი ფეხი გაზს და წინ გავქანდი. პოლიციელის თავი ისევ ჩემი მანქანის სალონში იყო და სირბილით მომსდევდა. 

-აე, ბიჭო, რას აკეთებ? მანქანა გააჩერე, ბიჭო, მომძრა თავი. 

-ვერ გავაჩერებ, არ შემიძლია, დამაჯარიმებენ. 

-ოღონდ შენ გამიშვი და მე ვიღებ მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.

-პირობას მაძლევთ?

-კი.

-არ მჯერა. 

-შიგ გაქვს? რა არ გჯერა? ახლავე გააჩერე, კოჭებში გადამტეხე, ბიჭო.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now