14

1.1K 163 98
                                    

ყველაფერი ნამდვილ ილუზიას გავდა ჩემ გარშემო. კაცმა რომ თქვას, სიცოცხლეშივე დიდი მნიშვნელობა შენ გვერდით მყოფს უნდა მიანიჭო, თორემ უსიყვარულოდ მზე არ მზეობსო, და კიდევ სხვა დანართებსაც გააკეთებდა, ჩემი ყურები, საცობით რომ არ დამეხშო. არაფერსაც არ ვთაკილობდი, უბრალოდ, ცხოვრებას ალღო ვერ ავუღე და მერე ბოლოც მომეღო. საძაგელი ამბავია, ცოტა მელანქოლიური, მოკლედ რაც არ უნდა იყოს, საწუწუნო არაფერი მქონდა. სიგარის ღერიც ჯიბეში ნელ-ნელა ტყდებოდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ადამიანები სიგარის ღერები არიან. დრო გადის, ასაკი გემატება, შენი სიცოცხლე ხანმოკლე ხდება და იფერფლები. ბოლოს პიჩოკივით კუბოში გიკრავენ თავს და აქ მთავრდება შენი ამბავი.
საერთოდ ახლა ასეთ რამეზე არ უნდა ვფიქრობდე, მაგრამ სხეულში რაღაცა მეწვოდა, რაც ჩემი ემოციების აღმოფხვრას უდებდა სათავეს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს, მენთოლიც გადატეხილი იყო, მაგრამ მაინც გავუკიდე. საქარე მინა ჩამოვწიე და გავაბოლე.

-ჩემთვის გაქვს?

-აღარ. _ ნაფაზი დავარტყი და ჩემ გვერდით მჯდომს გადავუწოდე _ აჰა, აიღე. გზად გავაჩერებ მაღაზიასთან და ვიყიდი.

-დღეს უცნაურად წვიმიანი ამინდია _ გამომართვა, მინა ჩამოწიე და მოქაჩა _ სულ შენი ნერწყვითაა გასვრილი სიგარეტი. ღმერთო რა ჯანდაბაა, ჯონგუკ? _ უკმაყოფილო ჩანდა, თან ამრეზით და თავის ქნევით დაჰყურებდა ღერს, თუმცა მაინც ეწეოდა.
მოთხოვნილებების საკითხი იყო, კაცი ვერაფერს გაუგებდა.

-როგორ ფიქრობ, ჯეჯუზე კარგი ამინდი იქნება? _ ხელის ზურგით ტუჩები გაიწმინდა, მერე სალონში რაღაცის ძებნას მიჰყვა და ორ წუთიანი ლოდინის შემდეგ, რაღაც ძველი, ნახმარი ერთჯერადი ხელსახოცი ამოიღო და სიგარა გაწმინდა. მერე, რომ მოისროლა ფანჯრიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ არცერთ კამერას არ დავუნახივართ, გამახსენდა, გაციებულზე მთელი ჩემი მიკრობები მაქ ჩავყარე. თქმას აზრი ჰქონდა? ამიტომ გავჩუმდი.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now