27

574 115 28
                                    

წუთები და საათები ხელებიდან უმალვე გამომეცალა. ველოდებოდი ვინმეს, ვინც სახლის კარს ჩემ მერე გახსნიდა და შემოიტანდა უარას, რომელიც მე გადამაბიჯებდა, თუმცა დრო ისე გადიოდა, მარტოობას ვერანაირად ვერ ვცილდებოდი.
მერე დავსახლდი იქვე რამდენიმე დღით, ველოდებოდი თეჰიონს, თუმცა თავშესაფრისთვის უფრო ვიბრძოდი - უნდა მეფიქრა. თან უამრავ რამეზე ერთდროულად. მერე იმდენი ვიფიქრე, საფეთქლები ლამის დამისკდა. მეთქი, გარეთ გავქუსლო, თორემ დამერხა. ზაპასად დატოვებულ სიგარას მოვუკიდე, დავიხურე ქუდი და გამოვედი გარეთ.

წვიმდა.

ნაცნობ შენობასთან მოვედი გონს. კლუბი იყო, ოღონდ არა იმათ მსგავსი. დარჩენილი ღერი მიწას მივაბარე, ფეხსაცმლის ძირი ჩავაჭედე და რამდენჯერმე გავსრისე, ქუდი მოვიხსენი. შევაღე კარი და შევედი კლუბში. დავინახე მიმტანი, იდგა და გაპრიალებულ ჭიქებს თავიდან აპრიალებდა.
კაცს რომ საქმე არ გექნება.

-აბა დაასხი. _ ავეყუდე მაღალ სკამთან, მერე ჩამოვჯექი როგორღაც.

-შენ ვისკენ ხარ?

-რა ვისკენ ვარ?

-აზრზე არ ხარ. მთელი კორეა მსოფლიო ჩემპიონატს უყურებს.

-მკიდია ეგ ფეხბურთი და მსგავსი სირობები. _ მოვიყუდე ჭიქა და გადავკარი. მერე ისევ თავიდან შევუკვეთე და ისევ გადავკარი.

-ე, მუღამში სვრი. აიღე ლუდი, ჩიფსები. მოუსვი აქედან და შენს ქვეყანას უგულშემატკივრე.

დამარიგა რა ამანაც ჭკუა.

ტრაკი.

-თვითონ რატომ არ გააკეთებ ამას?

-სამსახურს გავმაზავ ძმაო. _ საბოლოო ჭიქა დადო და ნაჭერი მხარზე გადაიკიდა - როგორც სჩვევიათ ხოლმე ბარმენებს.

მერე თვალი მოვავლე თითქმის სავსე ოთახს და ისევ ბარმენს მივუბრუნდი:

-ყველა აქ მუშაობს?

-ო, ატრაკებ.

ვის ჰქონდა ჩემი თავი, ან მე ვისი მქონდა. ვიჯექი ჩემთვის და სასმელს ვწრუპავდი - მლაშეს, მჟავეს, მარილიანს, შაქრიანს.
ფუ ამის, რას ვსვამდი. მივაგდე ჭიქა, ავდექი და გამოვედი მეც, ოღონდ ახლა სად უნდა წავსულიყავი არ ვიცოდი, სახლში ყოფნა არ მინდოდა, არც გარეთ. ვაფშე რა ჩემი ფეხები მინდოდა, არავინ იცოდა. ამოვიღე ტელეფონი და სასურველ ნომერზე დავრეკე. მეთქი თუ აიღებს - ბედია. თუ არა და, ყველას შეგეცით.

რამდენიმე წამის შემდეგ აიღეს. ვახ, ჩემი. არ მოველოდი.

-არ მეგონა თუ აიღებდი.

-ვა, მართლა? თუ გინდა გავთიშავ.

-ე, მორჩი, თეჰიონ.

-კაი, ხო. გამიხარდა რომ დარეკე. თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი _ ამოიხვნეშა ისე ლამაზად... მეთქი, ისევ გაიმეორე _ სეულში ხარ?

-კი.

საუბარი მალევე მორჩა და მეც სახლის კარი გავაღე. სადღაც კუთხეში მივყარე ტალახიანი ბათინკები, სველი ქურთუკი, ქუდი და ოთახში ნელა შევაბოტე. წამოვწექი სავარძელზე და თვალები დავხუჭე. ხანდახან დგება მომენტი, როცა კაცს მაგრად გიჭირს, სულ რაღაც გაწუხებს, სულ შფოთავ, მოსვენება არ გაქვს.
მხარი ვიცვალე და ფანჯრის სველ მინას ცქერა დავუწყე, თუმცა არაფერი მეშველა. ტელევიზორის ჩართვა გადავწყვიტე, თუმცა ელექტროობა ჩაჭრილი იყო - მოკლედ, კაცს არაფერში არ მიმართლებდა. სკოჩი დავისხი, არ გამიზავებია, ჩამოვჯექი ისევ სავარძელზე და ვქუხე.

წვიმასთან ალკოჰოლი, სიმშვიდე და სიბნელე ასწორებდა თურმე. მეც ვიჯექი და ვუსმენდი როგორ ხმაურობდნენ წვიმის წვეთები ფანჯარაზე, თან ვწრუპავდი, თან ვუყურებდი, ხანაც ჩამთვლემდა, თუმცა საპატრულო სიგნალები უცებ გამომაღვიძებდა. ამ დროს ვინ რას უნდა აკეთებდეს-მეთქი, დაჯექი და შეირგე ცხოვრება, მაგრამ ყველა ჩემნაირი ხელმოცარული კი არ იყო - აი, რაშია საქმე. მერე ფიქრებმა მძლია, საფიქრალიც არ იყო ბევრი, მაგრამ რამე ხომ უნდა მეკეთებინა. მივაგდე გვერდით ცარიელი ჭიქა, გავიჭიმე და წამოვდექი.

წამიც არ იყო გასული, ტანში ძრწოლამ რომ ამიტანა, ვიღაცა რაღაცას ჩალიჩობდა უეჭველი. უცებ ვტაცე ხელი შარვლის კუთხეს, სადღაც ჯიბის დანა მეგულებოდა - თხუთმეტ სანტიმეტრიანი, ერთგული. გადავშალე სწრაფად და ჩემ უკან მდგომს დავუმიზნე.

შიშისგან ლამის სული გაეპარა ამ ვიღაცას.

ნუ, მოკლედ, რა. კაცს არაფერს არ შეგარგებენ.

___

რაც ამან მაწვალა ატვირთვაზე....
რას ფიქრობთ? ვინ შეიძლება იყოს?🤭

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now