29

709 118 36
                                    

მხარზე ვიღაც ხელს მიფათურებდა. გვერდით მედგა და ზემოდან დამყურებდა, მაგრამ სახეს კარგად ვერ ვარჩევდი. სიბნელე იყო, ღრმა. თან ეტყობოდა ვიღაც სირი იყო და სხვაში ავერია.
თავი გავაქნიე. ყველა უბედური ჩემთან გამორბოდა. ჭიქაში ჩასხმული სკოჩი პირში ჩავიცალე, მერე ისევ მისი ხმა გავიგე და ავფეთქდები.

-რა ჯანდაბა დაგრჩენია ჩემთან? _ ლამის წამოვენთე.

-რანაირად მელაპარაკები? _ ხმაში ბრაზი ემჩნეოდა. იდგა თავისთვის და ძალიან ჰგავდა თეჰიონს.

ბევრი არ უნდა დამელია. ჩამძახა ექომ, მაგრამ არა ჩემმა. მივუბრუნდი ისევ ბარმენს და კვლავ სკოჩი მოვითხოვე, ოღონდ ამჯერად მთლიანი ბოთლი. მოვხსენი კბილებით თავსახური და სადღაც მოვისროლე. ჭიქა გვერდით გადავდგი და ბოთლი მოვიყუდე.

-რანაირი გახდი. კაცს შენ აღარ გავხარ. ადამიანს შენ აღარ გავხარ.. სულ სხვანაირი ჯონგუკი დავტოვე მის სახლში. _ თეჰიონი იყო. გასაგებია.

-ხოდა დედაც შეეცი - ეს ზემოდან.

გავიხედე და უკვე ჩემ გვერდით იჯდა. თმა არეულს, მაღალყელიანი, შავი როლინგი მოერგო, შავ შარვალთან და შავ პალტოსთან. სახეს კი მოლურჯო სისხლჩაქცევები უმშვენებდა..
ტუჩზე მცირედი ნაიარევი და წარბზე ლეიკოპლასტი.
ის ისევ ისეთი სიმპატიური იყო.
ისევ ის ბიჭი, ვისზეც თავს ვკარგავდი - ვაღმერთებდი, თაყვანს ვცემდი. ჯანდაბა, რა სუსტია ადამიანის გრძნობები..

მერე ჩემი ხელი მასში მოაქცია. თვალებში სევდა უკრთოდა. ტუჩები აღარ ჰგავდნენ მლაშე ალუბლებს, მხოლოდ სითეთრს ვხედავდი. ხელის გაწევა დავაპირე, თუმცა გავჩერდი...
წყეული ხუთი თვე! თუ ოთხი? ან საერთოდ რამდენი. სერიოზულად მიავიწყდა ჩემს მოგონებებს მისი ჩემ გვერდით დგომა ერთ დროს - სითბო, ალერსი, ტკბილი კოცნა და კიდევ ათასი რამ. რა გამოლევდა ჩვენს ჩამონათვალს, ღმერთო.

-აუ, ატრაკებ, რა _ მერე ხელი მიშვა და დახლზე ჩამოდო ინდაყვები. _ სიხარულით მოვფრინავდი, შენ კი რა უჟმური სახით დამხვდი.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now