30

2.2K 142 284
                                    

ვიჯექი სადღაც სახლის გარეთ და სიგარას ვაბოლებდი.
სხეულში ბუღი ამდიოდა, არც დილის გრილი ნიავი შვებას მაპოვნინებდა,
არადა თხელი შორტების ამარა ვიჯექი გარეთ და ჩემ წინ დალაგებულ სახლებს ვუყურებდი. გარემოება აპრილივით ნაზი იყო, რომ გაგაცივებდათ და თან გაგათბობდათ, ტანზე ტაო რომ დაგაყრიდათ, მაგრამ სხეულში ქაოსის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. ვცლიდი ერთმანეთში ღერებს და თეჰიონის გამოჩენას ველოდებოდი, მაგრამ ხელთ სულ სხვა ვიღაც მხვდა და გაკვირვებულმა წამოვდექი.

სახლის ბილიკზე ჩემთვის უცნობი მამაკაცი იდგა.

-რით შემიძლია დაგეხმაროთ? _ ვკითხე, თუმცა პასუხად სრულიად სხვა რამ მივიღე:

-შენ ვინ ხარ?

-მე ვინ ვარ? თუ შენ თვითონ ვინ ხარ?

-არა, შენ ვინ ხარ? რას აკეთებ თეჰიონის სახლში?

-ჩვენ რა, სიტყვებით ვთამაშობთ? ან რაებს მეუბნები ძმაო, საიდან იცნობ თეჰიონს? _ ვიდექი მის წინ და კითხვებზე პასუხს მოვითხოვდი, თუმცაღა, მხოლოდ ქარის შრიალიღა ჩამჩურჩულებდა ყურში. ისიც უცნაურად უშნოდ მიყურებდა. თვალებიდან მატლები მოცოცავდნენ რომ შევეჭამე და ფრჩხილებში ჩამძვრალიყვნენ მერე.

კიდევ ათასი უბედურება დაუცოცავდა სახეზე, თუმცა ვერ ვუყურებდი, გული მერეოდა.

ალბათ გავგიჟდი, თორემ მსგავსი რამ შესაძლებელია?

მეთქი, რა მოვწიე ასეთი..

-ბატონი ტკივილი.
თეჰიონს დაბადებიდან თან ვსდევ.

-ფარული კამერაა?

-არა, არც იმდენად ცნობილი ვარ.

-თეჰიონს რატომ მოაკითხე?

-მისი ჯანმრთელობით ვარ დაინტერესებული. _ არ მჯეროდა ამ უაზრო ლაქლაქის, რა.

-ის შესანიშნავადაა.

-კარგი, მაშინ წავალ.

-კარგი, მაშინ წადი. _ ავირიე როგორღაც, თუმცა მალევე დავლაგდი. ვიყურებოდი წინ და მის მიმავალ სხეულს თვალს არ ვაშორებდი. მართლა მიდიოდა. კიდევ კარგი აქ საუბარი არ გამიბა თორემ, მაგის თავი არ მქონდა.
ჯიბიდან ბოლო ღერი ამოვაძრე და გავაბოლე მანამ, სანამ სახლში შევიდოდი თეჰიონთან, მერე გვერდით მივუწვებოდი და ვნებიანი კავშირი გაგვაერთიანებდა, აპრილივით სიცხე და სიცივე ერთმანეთს შეებრძოლებოდა. ადუღდებოდა ემოციები, მაგრამ გამკლავება თან გვახლდა გვერდით..

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now