15

1.2K 170 87
                                    

საწოლის კიდეზე ვიჯექი და თეჰიონის მოშიშვლებულ სხეულს, თვალს ვერ ვაშორებდი. ღია ფანჯრებიდან შემოსული მთვარის მშვიდი ზმანება, პირდაპირ აბრწყინებულ გულ-მკერდზე ეცემოდა. თავს ვარწმუნებდი, მეორე მე-ს ვექომაგებოდი, ფიქრებში ომს ვაჩაღებდი, რომ მზერა, სხვა მხარეს გადამეტანა და ჩემში აყრილ ჰორმონებს, ზეგავლენა სურვილებზე არ მოეხდინა.
ისიც თითქოს ძალით მიწვევსო, სველ მაისურს, შარვალიც მიაყოლა და საცვლების ამარა, ოთახიდან ლანდივით გაუჩინარდა.

-ჯონგუკ, _ თეჰიონის ყვირილი რომ გავიგე, ფეხზე უცებ წამოვხტი და კარებს დავეჯაჯგურე, რომ გამეღო. _ რა ჯანდაბას აკეთებ, იდიოტო?

-კარგად ხარ?

-და ცუდად რატომ უნდა ვიყო?

-ჯანდაბა, შემდეგში როცა ასე განწირულად დაიყვირებ ჩემს სახელს, აუცილებლად მიზეზიც მოაყოლე.

-ღმერთო ჩემო, რა პანიკები მომიწყვე? უბრალოდ სანთელი მინდა, აქ არ ყოფილა.

ღრმად ამოვიოხრე.

თითქოს მომეშვა კიდეც და მბჟუტავ ფონს მივაცქერდი. საწოლებს შორის გავიარე, რომ თეჰიონის თვალთახედვა გამენათებინა, ჩემგან განსხვავებით.

-გამომართვი, არ იჩქარო, მე ჰოლში ჩავალ, პორტიეს ფანარს ვთხოვ, თუ აქვს. _ კარები რომ გადახსნა, ხელი უცებ გამოყო და სანთელს შეაფრინდა. თან გავიგე, როგორ ჩაიფრუტუნა 'კარგი.' _ შენს ტელეფონს წავიღებ, რომ გზა გავინათო, იმედი მაქვს არ ხარ წინააღმდეგი.

-მგონი ელემენტები დასამუხტია _ კარს მიღმა მომაძახა და წამში მიწვდა ჩემს ყურთა-სმენას, წყლის მძიმე შხრიალი. უცებ მომინდა, კარებს ვცემოდი და მისი სხეული დამეპატრონებინა. შემეგრძნო ის და მეთქვა, თუ რა დონეზე მჭირდებოდა.

-ბოლომდე არაა დაცლილი, _ ჩემში აყრილი ფიქრები დავაოკე, თეჰიონის ტელეფონს, რომელიც საწოლზე ეგდო ხელი ვსტაცე და ფანარი ჩავრთე. _ მალე ამოვალ, შენ აქ მოიცადე.

blood and sperm all over the place Where stories live. Discover now