მაგრამ ამბობენ, ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხსო. ეს ასეცაა, თუ დავაკვირდებით დავინახავთ რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ცხოვრება საპირისპიროდ იწყებს შემობრუნებას და თითქოს სამაგიერსო გვიხდის თითოეული საქციელისთვის, იქნება ეს დაფიქრებულად გადადგმული არასწორი ნაბიჯი თუ გაუაზრებული შეცდომა.

*

სიცივე მაღვიძებს.

სასტიკი სიცივე.

ერთ-ერთი რამრასაც მთელი არსებით ვერ ვიტან ესაა სიცივე. როდესაც ძველი გეყინება და ვერ გრძნობ შენს საკუთარ სხეულს, როდესაც დაძაბულობის გამო მზად ხარ ღმერთს სიკვდილი თავად სთხოვო, ოღონდ ეს სიცივე მოგშორდეს...

სუნთქვაშეკრულმა წამოდგომა ვცადე მაგრამ ფეხები იმდენად დაძაბული მქონდა მათზე დგომას კი არა იმასაც ვერ ვახერხებდი რომ ოდნავ გამემოძრავებინა. ცრემლები ჩემდა უნებურად გადმომცვივდა თვალებიდან იმის გააზრებაზე რომ შეიძლება ამ გაყინული წყლის ნაკადის ქვეშ მოვკვდე.

აქეთ-იქეთ მიმოვიხედე და რაც დამხვდა იყო ბეტონის ოთახი, კედლებზე ძველი, ღია მწვანე საღებავი ჩამოყრილი, ოთახი სრულიად ცარიელი და შემაძრწუნებელი იყო.

ძლივს ძლიობით წამოვდექი ფეხზე და ხელის კანკალით გავთიშე წყალი რომელიც მთელს სხეულზე მეცემოდა და უარესად მტკენდა კანთან ერთად ძვლებსაც. ყველაზე უცნაური კი ისაა რომ, ამ ძველი ოთახის კუთხეში იყო ის აბაზანა შემოღობილი სადაც მე გამეღვიძა.

წარმოდგენა არ მაქვს აქ რა მინდა, ან როგორ აღმოვჩნდი. ისიც კი არ ვიცი ეს ოთახი ვისია და საერთოდ რატომ გადავწვყიტე ქვედა საცვლის ამარა ცივი წყლის ქვეშ ჯდომა... ეს მე არ მახასიათებს, მსგავს რაღაცას არასდროს გავაკეთებდი. ვგულისხმობ, ისედაც ძალიან მცივანა ვარ, საკმარისია ოდნავ შემაკანკალოს რომ შუა ღამესაც კი შემიძლია გავიღვიძო ამის გამო, ავდგე, უფრო თბილი პიჟამა ჩავიცვა და გავაგრძელო ძილი, ახლა კი საერთოდ არ მესმის რას ვაკეთებდი ასეთ ადგილას, ცივი წყლის ქვეშ.

Devil EyesWhere stories live. Discover now