გარდა ამისა იმ დღეს მის საწოლში გავიღვიძე და მისი მაისური მეცვა, რაც იმას ნიშნავს რომ მან შემიცვალა ტანსაცმელი.

უჰ, ბევრი რამ იმ საღამოს არ შემიმჩნევია. მახსოვს, იმდენად შეშინებული და დაბნეული ვიყავი წესიერად ვერც ვსაუბრობდი.
სულ რამდენიმე სიტყვა ვთქვი და ისიც ძალიან ჩუმად.
თავად ლიამი კი სრულიად საპირისპიროდ გრძნობდა თავს, ჩემგან განსხვავებით. სულ თვალებში მიყურებდა, არ მეუხეშებოდა, მართალია ბოლოს ყველაფერი აირია მაგრამ, თავიდან მართლა თბილი და მეგობრული ჩანდა.
ერთხელ გაიღიმა კიდეც.

მისი ღიმილი, ეს იყო რაღაც თბილი და ტკბილი შეგრძნების გაჩენის მიზეზი ჩემში.

მინდოდა ხმამაღლა მეთქვა მისთვის რომ შეუდარებელი ღიმილი ჰქონდა, მაგრამ ვერასდროს ვერ შევძლებდი.

გარდა ამისა არც მსურს რომ ეს რაღაც გავაგრძელოთ.

ზოგადად ასე არ ხდება, ხალხი შეხვედრებს მას შემდეგ იწყებს რაც კარგად გაიცნობენ ერთმანეთს და მეტის სურვილიც ექნებათ, მე კი ლიამი მართლა მაინტერესებს, მაგრამ ვხვდები რომ ეს არასდროს მოხდება და სწორედ ამიტომ ლიამისადმი ინტერესის გრძნობას გულში ვიკლავ.

თუნდაც ის რომ ვიცოდე ისიც ფიქრობს თუ არა ჩემზე, საკმარისი იქნება. საკმარისი რომ მისი გაცნობის იმედი მქონდეს. თუ მასაც სურს მაშინ გაგრძელებას შევძლებთ, მაგრამ თუ არა, ისე დავასრულებთ როგორც დავიწყეთ.

არც კი მჯერა რომ ამაზე ვფიქრობ, ის ხომ ლიამია, ბოლო კურსს მალე დაასრულებს, მე კი პირველ კურსზე ვარ. ეს რომ არ იყოს, მისნაირი ტიპები ერთ გოგოსთან დიდ დროს არც უნდა ატარებდნენ, ყოველ შემთხვევაში შორიდან ასე ჩანს.

-არ მოგცემთ უფლებას ჩემი კვირის ბოლო ასე უაზროდ გაფლანგოთ. გარეთ გავდივართ. -ოთახში ახალშემოსული ნაილის სიტყვებმა სწრაფად გამიქრო ლიამზე ფიქრები. არც მე მსურდა ასე ფილმებით დამესვენა შაბათის საღამო, ასე რომ უკვე ნახევარ საათში მე, ლივი და ნაილი იმ მიმზიდველ და ჩვეულებრივ ყავის სახლში ვისხედით ჩვენი ქუჩიდან სამი კვარტლის მოშორებით რომ არის.

Devil EyesWhere stories live. Discover now