-შენ რა მეკაიფები?საერთოდ მისმენდი? -მხარი ძლიერად გამკრა ლივმა,სწრედ იმ მომენტში როდესაც მისი მოსმენა უნდა დამეწყო.

-მაპატიე,შეგიძლია გაიმეორო?

-ამ შაბათ-კვირას მჭირდები ბიბლიოთეკაში,თუ გეგმები არ გაქვს შეგიძლია დამეხმარო იქ?შემდეგ კი დარჩენილი კვირა საღამო და შაბათ საღამოს შემიძლია ის ვაკეთო რასაც მეტყვი,გპირდები.

-ანუ ამ უქმეებზე. შესანიშნავია,მე მცალია,თან ნაილი ისევ სადღაც მიემგზავრებდა,ბრიტანეთს არ ტოვებს,მაგრამ მგონი ძველი მეგობრების მონახულება არ დაუსრულებია,ჩეშირში თუ რაღაც სოფელში მიდის.

-ხოდა,მითუმეტეს,ჰელენი არასდროსაა უქმეებზე სახლში,არც ნაილი იქნება და ორი ღამე დავრჩები შენთან.
ამან სწრაფად გამომიკეთა ხასიათი,გოგონების საღამო გადაბმულად უქმეებზე,განა შესანიშნავად არ ჟღერს?
მალევე ლივი დამემშვიდობა და მისი ფრანგულის კლასისკენ გაემართა,მე კი მათემატიკის წიგნის აღების შემდეგ მათემატიკის აუდიტორიისკენ წავედი.

მსმენია რომ როდესაც შენი ტვინი გამუდმებით ვიღაცაზე ფიქრობს,თვალებითაც იმ ვიღაცის ძებნას იწყებო,ახლაც ასეა და არ ვაპირებ იმ ფაქტის დაიგნორებას რომ რატომღაც აქ,პირველი კურსის მათემატიკის ლექციაზე,ლიამს ვეძებდი.
შესვლის თანავე ჩემი ადგილი დავიკავე ელას გვერდით,ელა არც ისე მეგორბულია,პანკის სტილი აქვს,მაგრამ სასიამოვნო მოსაუბრეა.რომ ვთქვა ვმეგობრობთთქო მოვიიტყუები,მაგრამ ზოგჯერ ვსაუბრობთ.
აქვე,წინა სკამებზე ისხდნენ სინტია და მისი გოგო მეგობრები,სინტია მესამე კურსზე მაგრამ მისი გოგო მეგობრები ჩემი ტოლები არიან. მათი დაიგნორება ერთერთი რაღაცაა რაც ცხოვრებაში საუკეთესოდ გამომდის.
მაგრამ,ერთადერთი კითხვა რაც მათ გამო მაწუხებს ეს არის. რა დავაშავე?რა დავაშავე რომ შევზიზღდი?
ერთი კვირის გადმოსულს უკვე ვერ მიტანენ,წარმომიდგენია მეორე და მესამე კურსზე რა იქნება.
მაჯის საათს დავხედე,ლექციამდე კიდევ ათი წუთი იყო,ასე რომ შესანიშნავი დრო ჩამივარდა ხელში წასაკითხად.
სწრაფად გადავშალე "ლურჯწვერა" და კითხვას შევუდექი.
ლექციის ნახევარი უკვე გასული იყო,როდესაც ლექტორმა,ლექციის ახსნის გასაგრძელებლად კვადრატული სქემა მოითხოვა,კლასში არ იყო,ამიტომ მე გამგზავნა მესამე სართულზე მათემატიკის მთავარ კაბინეტში სქემის ჩამოსატანად.
კიბეებისკენ შევუხვიე როდესაც კიბეებზე ჩამომავალი ლიამი დავინახე.

Devil EyesWhere stories live. Discover now