უბრალოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად,სულაც არ ვიყავი კარგად,პირიქით,ხელის გულით ცრემლები ორივე ლოყიდან მოვიშორე და დარჩენილი ძალა თვალებს უკან გადმოსაფრქვევად გამზადებული ცრემლების შესაკავებლად გამოვიყენე,რაც ჩემდა გასაკვირად მარტივად გამოივიდა,ტირილი აღარ გამიგრძელებია.

-რაღაც არ გეტყობა -მითხრა და ჯერ კიდევ სველ თვალებში ჩამაშტერდა,ამ მზერას ვერ გავუძელი და მის ლამაზ ყავისფერ თვალებს ჩემები ავარიდე,თავი ჩავხარე და ჩემს თითებს დავაკვირდი.

საცვლების ზემოდან მეცვა გრძელმკლავიანი მაისური,დიდი იყო ჩემს სხეულთან შედარებით მაგრამ ფეხები მაინც მიჩანდა,საბანი გადავიფარე და ვცადე ასე დამემალა.ვიცი რომ გავწითლდი,მისი ჩაცინების ხმა გავიგე.

-სახლში მე ვერ წაგიყვან და არც ვაპირებ რომ ამ დროს გაგიშვა,ხვალ დილას წაგიყვანენ -ამას როგორ ამბობს.გონია ვიღაც ამ დღის გაცნობილის მიერ დაწესებულ საზღვრებს შევეგუები?მითუემეტეს თუ ეს ვიღაც ჩემთვის სრულიად უცხოა,ვერ გავჩერდები მის სახლში,ისედაც საკმარისად დავყავი აქ,მაგრამ ვხვდები რომ ამ ღამეს,ვერსად ვერ წავალ.არ მინდა აქ დარჩენა,მაგრამ ქუჩაში მეორედ ვიღაც მაინაკის აკიდებას მირჩევნია

-მე.. ჩემით წავალ.-მაინც არ დავნებდი და ვუთხარი მოკლედ,ძალიან ჩუმად,თითქმის ჩურჩულით.

-არსად არ წახვალ,ამაღამ აქ დარჩები!-კიდევ გამიმეორა და მკაცრი მზერა ჩემი თვალებისთვის არ მოუშორებია.საშინელი გრძნობაა როდესაც საწოლში ზიხარ და ვიღაც გყურებს

-ვერ დავრჩები -ამოვიბლუყუნე,იმდენად მაშინებდა რომ ხმამაღლა საუბრის გამბედაობას მაკარგვინებდა.

დიდი ყავისფერი თვალებით მკაცრად მაკვირდებოდა და გრძელ ლამაზ წამწამებს აფახურებდა,ტუჩები მიმზიდველად ქონდა გაპობილი და თანაბრად სუნთქავდა,წამით მომინდა კიდევაც რომ მის ტუჩებს შევხებოდი.არა,არ შემიძლია მის ტუჩებზე ვიფიქრო,ჩემი პირველი კოცნა ქუჩის მანიაკს გადაურჩა და არ შემიძლია ახლა ამზე ფიქრი.

Devil EyesWhere stories live. Discover now