Chapter 41

992 70 36
                                    

Harry's Pove

- იქნებ ცდი მაინც ამ ყველაფრის ახსნას? - დაღლილი ხმით თქვა ლიამმა. მე კი უბრალოდ რიგითი ვისკის ჭიქა გადავკარი. მანაც ვეღარ მოითმინდა და ჭიქაც და ბოთლიც წამართვა. დივანზე გადავეშვი და სახე ხელებით დავიფარე.

- ლიამ ჯანდაბა. მეთვითონაც არ ვიცი - ენა დამება ზედმეტი ალკოჰოლის გამო. მთელი ეს დღეები სახლიდან არ გამოვდიოდი და ვსვამდი. მთელი ეს დრო ვსვამდი. არავის ზარებს არ ვპასუხუბდი. და აი 4 დღის შემდეგ, ლიამმა იმის მუქარით, რომ კარებს შემომიმტვრევდა, სახლში აღმოჩნდა.

- რის გაკეთებას ფიქრობ? ძმაო ცუდად გამოიყურები. ბოლოს როდის ჭამე?

- არ ვიცი. ჯანდაბა არ ვიცი. რა გავაკეთო? - დაღლილმა დაბიჩურჩულე მე.

- პირველ რიგში შხაპი მიიღე. მიდი მიდი ადექი - მან ძალით შემიყვანა სააბაზანოში. ცივმა შხაპმა ცოტა გამომაფხიზლა. ათასობით კითხვა და ფიქრი მიტრიალებდა თავში, მაგრამ პასუხი არც ერთზე მქონდა.

სააბაზანოდან გამოვედი, სწრაფად ჩავიცვი ნაცრისფერი სპორტული შარვალი და მაისური. სველი თმები კოსად ავიწიე. სწრაფად გავიხეხე კბილები და მეგობართან დავბრუნდი, რომელიც სამზარეულოში იყო.

- ადამიანს მაინც გავხარ. მოდი დაჯექი და ჭამე, ეს ახლა ძალიან გჭირდება - ლიამი ტელეფონში რაღაცას წერდა. ჩემს ადგილზე დავჯექი. მაინტერესებს ლიამი ასე გამწარებული ვის წერს? ალბათ ჰანას, მათ ხომ სიყვარული აქვთ. და მე მართლა ძალიან მიხარია მის გამო. იმის და მიუხედავად, რომ ნაბიჭვარი ვარ და უმეტეს შემთხვევაში ეს გრძნობები ფეხებზე მკიდია, მიხარია მათ გამო.

- ეს რა ჯანდაბაა? - გამეცინა მე. ჩემს წინ თეფში იდო, რომელზეც ვერადა ვერ გავარკვიე რა იყო.

- სტაილს, შენს გამო ეს არაჩვეულებრივი ომლეტი მოვამზადე, შენ კი ცხვირს იბზუებ, დროზე ჭამე - ტელეფონიდან თავი არ აუწევია ისე მითხრა. მხრები ავიჩეჩე და ჩემი მეგობრის შედევრი გავსინჯე. უფრო უკეთესი გემო ჰქონდა, ვიდრე გარეგნობა. ეს მახარებდა.

Daddy Styles [Completed] Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon