Chapter 36

1K 72 8
                                    

Lina's Pove

როგორ მიხარია რომ ყველაფერი გაირკვა და არაფრის დამალვა არა არის საჭირო ჰანასგან. სიმართლე, რომ ვთქვა მისგან ასეთ რეაქციას არ ველოდი. რადგან ის მას ჩემთან ღალატობდა! საერთოდ ეს ღალატად ითვლება? ვფიქრობ კი.

ახლა ჩემს ოთახში ხალიჩაზე ვარ წამოწოლილი და ჩემს სიტუაციაზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა ლიამი საუკეთესოა ჰანასთვის. ანუ ის საყვარელია, მზრუნველი, მხიარული და ვფიქრობ რომ საუკეთესო მამა იქნება ბავშვისთვის.

იმას არ ვამბობ, რომ ჰარი ცუდი მამა იქნებოდა. არა, საერთოდ არა. უბრალოდ ის ჯერ არ არის მზად მამობისთვის. ეს ძალიან ეტყობა. ჰო და კიდევ, ვინ მოინდომებს შვილს 23 წლის ასაკში?

ლიამი ეს სხვა საქმეა. ის მის ასაკთან შედარებით დიდია.
და ის თუ როგორ ზრუნავდა ჰანაზე მთელი ეს დრო, მისი სიყვარული მისადმი და ბავშვისადმი. მაგრამ სიყვარულია კი ეს?? უ უბრალოდ პასუხისმგებლობა? არა, ნამდვილად სიყვარული. თუ სიყვარული არა, მაშინ ძალიან დიდი სიმპათია. ეს ნამდვილად. ის თუ როგორი მზერით უყურებს ჩემს დას, ისეთი სიყვარულით და ზრუნვით სავსე თვალებით.

საინტერესოა როგორი მზერით მიყურებს ჰარი?? საერთოდ ჩვენს შორის რა ხდება? ოჰ, როგორი რთულია ეს. ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ჰარის აქვს.

ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა. ჰარისგან შეტყობინება მომივიდა. მისგან არ ველოდი, მეგონა სტეფი იყო. რადგან სწორედ მას და დანარჩენებს უნდა შევხვდე საათ ნახევარში კლუბში. დამავიწყდა მეთქვა, რომ დღეს პარასკევია და კლუბში მივდივართ.

მთელი ეს კვირა ჰარი არ მინახავს. სამსახურში ისევ რაღაც ჩავარდნები აქვს. მან ესე მითხრა. და ლიამმაც, რომელიც უკვე პრაქტიკულად ჩვენთან ცხოვრობს, იგივე მითხრა.

მამიკო: პატარავ მენატრები xx

ძალიან მოულოდნელი იყო, პასუხის გაცემა ვიჩქარე.

Daddy Styles [Completed] Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang