Chapter 25

1.2K 73 7
                                    

Harry's Pove

- მაშინ მოსაწევის გასინჯვა მინდა - თქვა ჩემმა პრინცესამ ისე, რომ მზერა არ მოუშორებია.

მოიცა რაა? რა ჯანდაბაა? ეს ლუის ბრალია. ის რომ არა თავისი მოსაწევებით, მაშინ მას აზრადაც არ გაუვლებდა ეს.

- ეს რაში გჭირდება? - ვკითხე მე.

- უბრალოდ მინდა. შენ დამპირდი! - თქვა ჩემმა პატარავ და ქვედა ტუჩი წინ გამოსწია. ის ჯერ კიდევ ბავშვია. ჩავიხითხითე.

- პატარავ, ეს არ გჭირდება.

- მაგრამ შენ დამპირდი. შენ თქვი, რომ ყველაფერს გააკეთებდი რაც მომინდებოდა! - პატარამ მოულოდნელად მოკლე კოცნა დამიტოვა ტუჩებზე. ოჰ ჯანდაბა.

- ოჰ, ჰო კარგი კარგი, მაგრამ სახლში - გავაფრთხილე მე. ჯობია პირველად სახლში გააკეთოს, ჩემთან ერთად, ვიდრე ლუისთან კლუბში.

- მშვენიერია, სახლში წავიდეთ - გახარებულმა თქვა ჩემმა გოგომ, ხელი მომკიდა და საპირფარეშოდან გამომიყვანა.

უკვე თითქმის გასასვლელთან ვიყავით, როდესაც ლინა გაჩერდა და ჩემკენ შემობრუნდა.

- და ჰანა? ის რას იტყვის? - ანერვიულდა ის.

- ნუ ნერვიულობ, ლიამი გაართობს. სალაპარაკო ნამდვილად აქვთ - თვალი ჩავუკარი მე.

- და რატომ პირდაპირ ლიამი? - გაკვირვებულმა მკითხა ლინამ. ის რა, მართლა ვერაფერს ხვდება და ამჩნევს??

- უბრალოდ ზუსტად მასთან გამონახა საერთო ენა. ახლა კი საუბრის გარეშე მანქანაში ჩაჯექი სანამ არ გადავიფიქრე.

- რა თქმა უნდა მამიკო - ტკბილად მითხრა პატარამ და ტუჩებზე მაკოცა. გამეღიმა.

კარი გავუღე, და ისიც ხმის ამოუღებლად ჩაჯდა მანქანაში. ჩემს სახლამდე სწრაფად და ჩუმად მივედით.

ვფიქრობდი სწორად ვიქცეოდი თუ არა მოსაწევთან დაკავშირებით.
მთვრალი რომ ვიყო მაშინ ვთხოვდი. ისე ორივემ დავლიეთ ცოტა.

Daddy Styles [Completed] Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon