Chapter 9

1.7K 91 18
                                    

Lina's Pove

ახლა შაბათი საღამოა, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 დღე გავიდა და დღეს ჰარის მეგობრები უნდა გავიცნოთ.

იმ სასჯელის შემდეგ მთელი დღე ვეღარ ვჯდებოდი. ეს ძალიან მტკივნეული იყო. და როცა ვიცი, რომ მე არასოდეს არავის დავუშჯივარ, ორმაგად მტკივნეულია. და მრცხვენია, ძალიან მრცხვენია. იმედია ეს აღარ განმეორდება. გამოგიტყდებით და ძალიან ვნერვიულობ გაცნობის წინ.

საინტერესოა, როგორები არიან ისინი, ჰარის მეგობრები. ადეკვატურები, თუ ჰარის მსგავსები? და როგორები არიან ისინი გარეგნულად? ვფიქრობ სექსუალურები, როგორიც ჰარია.

დარჩენილი ორი დღე ნოასთან და ფილმებთან ერთად გავატარე. მალე დამთავრდება არდადეგები და სკოლაში წასვლა მომიწევს. როგორ არ მინდა. მაგრამ ის მიხარია, რომ ბოლო წელია.

ახლა სარკის წინ ვდგავარ და
ჩემს თავს ვუყურებ. არ ვაპირებ მათთვის გამოვეწყო, თან ჰარის ტანსაცმელთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. პირველად ტოპი და ჯინსები ჩავიცვი, მაგრამ ჰანამ დამიყვირა. მგონი ეს მისთვის მნიშვნელოვანი დღეა და არ უნდა რომ იმედები გავუცრუო. და აი ახლა ვდგავარ აქ ზაფხულის თეთრ პატარა კაბაში. თმები მაღლა მაქვს აწეული ცხენის კუდად. წავა რა.

ისე ჰარიზე. მთელი ეს დღეებია ჰარი არ მინახავს.
მაგრამ ის მთელი ეს დრო ჩვენთან იყო სახლში. ეს იქედან ვიცი, რომ მისი მანქანა აქ იყო.

კარზე ზარია! ცოტა მეშინია კიდეც. მაგრამ პირველად არ ვიცნობ ბიჭებს, თუნდაც იყვნენ ჩემზე ცოტათი უფროსები. იმედია 25 ზე მეტის არ არიან. როდესაც ხმები მომესმა მისაღებიდან,
ქვევით ჩასვლა ვიჩქარე.

ოღონდ ჩასვლისას მოაჯირს მოვეჭიდე. როგორც კი ჩამოხტომა გადავწყვიტე, უკან ვიღაც მომეჩვენა.

- ეეეი, გაიწიე თუ შეიძლება - მაგრამ გვიანი იყო. მეგონა, რომ დავეცემოდით. აი ასეთი უნდა გაცნობაც.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now