Chapter 18

1.4K 76 7
                                    

Lina's Pove

- არა არა, გეუბნები, რომ ის ახალგაზრდაა და მგონი არც მოღალატეა. და არ ვფიქრობ, რომ ჰანა მას იყენებს. მგონია რომ მას მის მიმართ ნამდვილად აქვა გრძნობები და ასევე ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივია - ასე ავუხსენი ჩემს მეგობარს, თუ რა ხდება ჰანასა და ჰარის შორის.

სტეფანი, ასე ჰქვია ჩემს მეგობარს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. რა თქმა უნდა მშობლების და ჰანას შემდეგ, მასთან უფრო ახლოს ვარ ვიდრე ნოასთან ან სხვა ბიჭებთან.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ის ლაა ვეგასში ცხოვრობს, მე კი ლონდონში.
ის იქ რამდენიმე თვის წინ გადავიდა. ძალიან მენატრება ის. თავიდან მისი გადასვლის შემდეგ რამდენიმე დღე ვტიროდი და ოთახიდან არ გამოვდიოდი. მოკლედ დეპრესიაში ჩავვარდი. ვერც ნოამ და ვერც დანარჩენმა ბიჭებმა ამასთან ვერაფერი გააწყვეს.

მაგრამ კარგია, რომ ტელეფონები და ნოუთბუქებია. სკაიპის და ინტერნეტ სივრცის დახმარებით კონტაქტი არ დაგვიკარგავს. მე მართლაც ძალიან მენატრება ჩემი სტეფანი.

მენატრება მისი ქერა თმა, მხიარული მზერა მშვენიერი ცისფერი თვალებით, კიდევ ხუმრობები. ის ძალიან მენატრება. ის მართლაც ჰგავს ნაილს, ჰარის მეგობარს.

დღეს ხუთშაბათია. და ეს იმას ნიშნავს, რომ ჰარი კვირის შემდეგ არ მინახავს, რაც ის ყველაფერი მოხდა. ახლა საღამოს 10 საათია და ჩვენი საუბარი უკვე 2 საათზე მეტია გრძელდება. სტეფი დავალებების გაკეთებაში დამეხმარა, თორემ ალგებრას ვერ ვაკეთებდი. საერთოდ რაში მჭირდება.

- ნამდვილად დარწმუნებული ხარ რომ ეს ასეა? ჰანას გრძნობები აქვს? მას ახლა აღარ სჭირდება ბიჭები სექსისთვის? არ მჯერა ამის! -
გამოთქვა მისი აზრი სტეფმა.

ქვემოთ, სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე, რომ წყალი დამელია და რაიმე საჭმელი ამეტანა. რადგან უკვე ჩემი მუცელი ძალიან ახმაურდა.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now