Chapter 26

1.2K 76 3
                                    

Lina's Pove

- ვაიმეეეე, ლუი გაჩერდიი. შენ იცი, რომ ღიტინი აკრძალულია. წესები დაარღვიე! - ახლა ჩემი მისაღების იატაკზე ვწევარ და ლუი მიღიტინებს, რადგან პოპკორნი ვესროლე. ფილმს ვუყურებდით მანამ სანამ მოვიწყენდი.

ამიტომაც მისი გაღიზიანება დავიწყე. მისი გაცოფება ადვილია.

თავიდან ყურადღებას არ აქცევდა და სულელურად იყო მიშტერებული ტელევიზორს.
მაგრამ როდესაც თვალში მოვარტყი, მაშინ დაიწყო ყველაფერი.

- მე უბრალოდ ფილმის საყურებლად მოვედი. და რა მივიღე? პოპკორნი თვალში!! ეს მტკივნეული იყო. ამისთის გადაიხდი - ბრაზით თქვა მან.

მაგრამ ეფექტი მისმა მშვენიერმა ღიმილმა გააფუჭა. მისი სიტყვების გამო ყურებამდე იღიმოდა. გამეცინა.

- ნუ აზვიადებ. ეს საერთოდაც არ არის მტკივნეული - მან ხელები თევთან დამაწყობინა და ახლა უკვე ჩემზე იჯდა.

- ნუ აზვიადებ - გამცინა მან.

- ააა, ესე იგი ასე.

- ასე - დამიდასტურა მან. ოჰ, უკვე მაღიზიანებს.

- იცი რა? - დავიჩურჩულე მე.

- რა? - სახეზე კი ღიმილი გამოესახა.

- გიკბენ. ჰო გიკბენ - ვთქვი მე, მას კი გაეცინა.

- რა? როგორ? ძვირფასო შენს ხელებს თავთან მაგრად ვიჭერ. ასე რომ, ჩემო ძვირფასო, მახეში ხარ - ჩაიცინა ლუიმ.

- და რა? მე ხომ გითხარი გიკბენ და არა გაგკაწრავთქო. კბილები ჯერ კიდევ ადგილზე მაქვს - თავი გვერდით გავაბრუნე, სადაც მისი ხელი იყო. ცოტათი ვუკბინე. ის შეხტა, და ის ხელი მომაშორა.

- ჰეი, შენ ხო არ გაგიჟდი, მეტკინა - განაწყენწბულმა თქვა. "ნაკბენს" მეორე ხელით იმასაჟებდა.

ეს მომენტი ხელიდან არ გავუშვი. ლუის ხელი ვკარი და ისიც ზურგზე დაეცა. სწრაფად დავაჯექი თეძოებზე, და როგორც მან ხელები თავთან წავუღე და გავუკავე. ჩემი ჯერია ჩავიცინო.

Daddy Styles [Completed] Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang