Chapter 38

1.1K 65 19
                                    

Lina's Pove

- ჰარი გაიღვიძე - ხელით ცოტათი შევანჯღრიე. ახლა დაახლოებით ღამის 2 საათია, მე კი როგორც ყოველთვის ღამით მასთან დავრჩი.

- ნუ ჰარიიიიი - დავიყვირე მე და უფრო მეტად შევანჯღრიე. მან დაიკვნესა და ჩემი სხეული კიდევ უფრო მისკენ მიწია.

- რა ხდება პატარავ? ძილი მინდა. და ძალები უნდა აღვიდგინო - დაიჩურჩულა მან.

- ნაყინი მინდა...

- რა ნაყინი ლინ?? ახლა ღამის ორი საათია. დაიძინე ტკბილო - ლავიწზე მაკოცა და თავი ყელში ჩამირგო.

- მარწყვის. ჩემი საყვარელი. შენ გაგითავდა, მე კიდევ მინდა - ნაყინის სურვილმა გამაღვიძა. სწორედ ამიტომ დავიწყე ჰარის გაღვიძება.

- დილამდე მოითმინე კარგი? ერთად წავალთ და ვიყიდით. ახლა კი დაიძინე - დაიკვნესა ჰარიმ. მასთან უფრო ახლოს მივედი. ჩვენი სხეულები პრაქტიკულად ერთმანეთში იყო ახლართული.

- ნუ კარგი - მასთან ჩახუტებულმა ისევ სიზმრების სამყაროში გადავედი.

***

- პატარავ გაიღვიძე. მამიკომ რაღაც მოგიტანა - დაიჩურჩულა ბიჭის ხმამ ჩემს ყურთან. გავიღიმე და ტკბილად გავიზმორე.

- კიდევ 5 წუთიც გთხოვ. ძალიან მეძინება - დავიჩურჩულე მე. საწოლი ჩაიზნიქა და მეც მასზე აღმოვჩნდი.

- არაა პატარავ. როდესაც შენ მაღვიძებდი ღამის 2 საათზე, მაშინ არ გეძინებოდა. ახლა კი დღის 12ზე გინდა. ასე არ გამოვა ტკბილო - მან მთელი სახის დაკოცვნა დამიწყო და უკვე ტუჩებამდეც მივიდა. მან პატარა კოცნა დამიტოვა და მომშორდა.

- ნუ ლინნ, გაიღვიძე - მან ღიტინი დამიწყო.

- ჰარი არ გინდა, გთხოვ - სწრაფად მოვშორდი მას და საწოლზე გადავძვერი.

- ნახე მამიკომ მის პრინცესას რა უყიდა - მან ყუთით ჩემი საყვარელი ნაყინი გამომიწოდა. გავიღიმე, გამოვართვი და ყუთი ტუმბოზე გადავდე. თავად კი მას გადავაჯექი.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now