Chapter 32

1.1K 68 16
                                    

Lina's Pove

დილით საშინელმა თავის ტკივილმა და გულის რევის შეგრძნებამ გამაღვიძა. დალევა მინდოდა სიკვდილამდე. ცალი თვალი გავახილე და მივხვდი, რომ ჩემს სახლში არ ვიყავი. მივხვი, რომ ჩემგან მარცხნივ ვიღაც გაინძრა, მაგრამ თავს ვერ გავატრიალებდი საშინელი ტკივილის გამო. ამოვიკვნესე.

- გაიღვიძე ლოთო? - ტკივილს ყურადღება აღარ მივაქციე, ისე შევატრიალე თავი და ზურმუხტისფერ თვალებს შევეფეთე. ჰარი. ჰო რა თქმა უნდა. ვინ თუ არა ის? ნელა წამოვჯექი და ზურგით მივეყრდენი.

- აქ რას ვაკეთებ? - ჩემი ხმა უბრალოდ ჩემი არ არის. უფრო კნავილს გავდა. ის ჩემთან მოვიდა და წყლიანი ჭიქა მომაწოდა.

- აქ წამალია. დალიე გჭირდება.

- მადლობა - სწრაფად ჩავცალე ჭიქა, მას კი ჩაეცინა.

- ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.

- მადლობა უნდა მითხრა იმის გამო, რომ ძლივს ცოცხალი წამოგიყვანე კლუბიდან და სახლში მოგიყვანე, მანამ სანამ ვინმე ნაბიჭვარი გაგჟიმავდა. და იმის გამოც, რომ თითქმის არ მძინებია, რადგან თმებს გიჭერდი.

< რამდენიმე საათის წინ >

- ჯანდაბა, ცუდად ვარ - ამოვიოხრე მე, ბიჭს საწოლის მეორე მხარეს ეძინა. ღებინების შეგრძნება გამიმძაფრდა და სწრაფად წამოვდექი საწოლიდან სააბაზანოს მოსაძებნად. კარგია, რომ მის ოთახთან ახლოს იყო. უნიტაზის წინ მუხლებით დავემხე და ყველაფრის ამოღება დავიწყე. ვიღაცამ თმები ფრთხილად გადამიწია უკან და რაღათქმაუნდა ეს 'ვიღაც' ჰარი აღმოჩნდა. საუკეთესო "სურათი" ნამდვილად არაა. და თავს რაღაცნაირად ვგრძნობ, რადგან ჰარი ამას შეესწრო. როდესაც ღებინება შევწყვიტე, ჰარიმ ფდხზე ამაყენა და ნიჟარასთან მიმიყვანა. სწრაფად დავიბანე. ჰოომ, საუკეთესოდ ნამდვილად არ გამოვიყურები.

- კბილის ჯაგრისი გაქვს? - პირში საშინელი სუნი და გემო მქონდა. და ამის მოთმენა არ შემეძლო. მან ხმის ამოუღებლად გამოაღო პაყარა კარადა და ახალი ჯაგრისი მომაწოდა. კბილები გამოვიხეხე და კიდევ ერთხელ დავიბანე ცივი წყლით.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now