Chapter 23

1.3K 76 6
                                    

Lina's Pove

დილა. როგორ ვერ ვიტან ამ დაწყევლილ მაღვიძარას, რადგან სწორედ მან გამაღვიძა 7:20 წუთზე, როგორი ადრეა.

ნელა წამოვდექი, სწრაფად გამოვძვერი საბნიდან და სწრაფად შევედი შხაპის მისაღებად. თორემ ასეთი ტემპით სკოლაში დავაგვიანებდი. სწრაფად მივიღე გრილი შხაპი და მომზადება დავიწყე.

შავი მოკლე ქვედაბოლო და
თეთრი ბლუზი ჩავიცვი. სწრაფად დავფარე თვალის ქვეშ სიშავეები, წამწამები ავიპრიხე და სასაუზმოდ ჩავედი. ჰანა არ მინახავს, ალბათ სძინავს.

საინტერესოა, ჰარი სად არის?? როდის წავიდა? ანუ ჩვენ შევრიგდით თუ როგორ არის? მგონი კი. და თუ მან ის ყველაფერი რაც გუშინ მითხრა მხოლოდ ალკოჰოლის ბრალი იყო და სხვა არაფერი? იმდენი ეჭვი მაქვს.

სწრაფად ვჭამე და გარეთ გავდივარ, რადგან წუთი წუთზე ნოა უნდა მოვიდეს. სანამ გავიდოდი, კედები ჩავიცვი, ზურგჩანთა, ტელეფონი და ყურსასმენები ავიღე, შემდეგ კი გამოვედი და კარი მოვხურე.

სკოლამდე სწრაფად და ჩუმად მივედით. ნოას რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გაკვეთილები ძალიან გაიწელა და ეს საშინლად მოსაწყენი იყო. ბოლო გაკვეთილის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც შეტყობინება მივიღე, რაღათქმაუნდა მაშინვე გავხსენი.

"მამიკოსგან:
პრინცესავ, პარკინგზე გელოდები. არ გამაბრაზო, ზარის დარეკვისთანავე გამოდი. შენი მამიკო. Xx"

რაღაც ვერ ვიხსენებ იმას, თუ როდის ჩავიწერე მისი ნომერი. ეს 10 წუთი სწრაფად გაბიდა6და როგორც კი ზარი დაირეკა, ჩემი ნივთები ავაგროვე და გასასვლელისკენ წავედი.

- გაგიყვანო? - შემაჩერა ნოამ.
და თან სკოლიდანაც გამოვედით.

- არა მადლობა, ჰანას შეყვარებულმა მომაკითხა.

- რატომ?

- არ ვიცი, ალბათ ჩემმა დამ სთხოვა. მოგვიანებით დაგირეკავ! - ბიჭს ჩავეხუტე, ლოყაზე ვაკოცე და თმები ავუჩეჩე.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now