Chapter 40

951 63 41
                                    

Lina's Pove

- აბა? ყველაფერი რიგზეა? - ჩემი ადგილიდან წამოვხტი, როდესაც ჰანა გინეკოლოგის კაბინეტიდან გამოვიდა. მას დაახლოებით 40 წუთი ველოდებოდი. და მთელი ეს დრო ჰარიზე ვფიქრობდი. რატომ არ მირეკავს ან არ მწერს? რადგან ის ყოველთვის მირეკავს. ან მწერს. ახლა კი არაფერი!! დილიდან არაფერია.

- ყველაფერი კარგადაა. ნაყოფი კარგად იზრდება. ერთ კვირაში უკვე სქესის გაგებას შევძლებთ. ისე ველოდები ამას - ნერვიულად თქვა ჰანამ. საავადმყოფოს გასასველისკენ გავემართეთ. ლიამმა უნდა წაგვიყვანოს. მან ვერ შეძლო ჩემთამ ერთად დაეცადა ჰანასთვის, რადგან საქმეები ჰქონდა.

- გოგოს ველოდები - ვთქვი მე.

- რომელ გოგოს? - იკითხა ლიამმა. ის თავის მანქანასთან იდგა. სიარულისას ძირს ვიხედებოდი და ვერ შევამჩნიე ის, ამიტომ ცოტა შემეშინდა კიდეც.

- ჩვენს ქალიშვილს - უპასუხა ჰანამ და აკოცა. მანქანაში ჩავჯექი და ტელეფონი კიდევ ერთხელ შევამოწმე, მაგრამ ისევ არაფერი.

- როგორ ქალიშვილს? უკვე ცნობილია? - ისინი მანქანაში ჩანდნენ და ლიამმაც მანქანა დაძრა. მანქანა ლონდონის ქუჩებზე მშვიდად წაიყვანა.
ამ ჯერად ლიამი არ ჩქარობდა და ნორმალური სიჩქარით წაგვიყვანა.

- ჯერ არა. ერთ კვირაში შევძლებთ გავიგოთ ვინ გვეყოლება - თქვა ჰანამ.

- მე ბიჭი მინდა, ვაჟი - მშვიდად თქვა ლიამმა. სარკეში დავინახე როგორ გაეღიმა.

- მეც ბიჭი მინდა. ის შენ დაგემსგავსება. ბიჭი მუქი თაფლისფერი თვალებით. სულ მამას ემგვანება, ისეთივე ლამაზი - ბედნიერად თქვა ჩემმა დამ და ლიამს გახედა. არ მჭირდება მისი დანახვა იმის სათქმელად, რომ მას თვალები უბრწყინავს. ისინი ერთად ძალიან საყვარლები არიან. დარწმუნებული ვარ ისინი არაჩვეულებრივი მშობლები იქნებიან.

- მე კი მინდა რომ გოგო გყავდეთ - საუბარში ჩავეჭერი მათ და მათკენ უფრო ახლოს მივიწიე - ისეთი პატარა პრინცესა, რომელიც მე დამემსგავსება! - დავამატე მე. ლიამს და ჰანას კი ამაზე გაეცინათ. არა, რატომ არ შეიძლება ჩემი დიშვილები მე მგავდნენ? ეს ძალიან მაგარი იქნებოდა. მთელ ჩემს თავისუფალ დროს ბავშვთან გავატარებდი. უკვე წარმოვიდგენ, როგორ დავიტოვებ ხოლმე, სანამ ისინი სადმე წასულები იქნებიან.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now