Chapter 22

1.4K 76 8
                                    

Lina's Pove

- მაპატიე ლუი, მე მართლა მინდოდა შენთან ერთად კარგი დროის გატარება, მაგრამ... - ახლა პარკში ვიჯექით ძელსკამზე (სკამეიკაზე), მე ვტიროდი, ლუი კი ცდილობდა დავემშვუდებინე.

დილით არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ კაფეში მომხდარის შემდეგ გუნება წამიხდა. ზუსტად ამ დღეს რატომ შევხვდი ჯერემის?? სადღაც ერთი თვე იყო, რაც ერთმანეთი არ გვენახა და ყველაფერი კარგად იყო. უკვე თითქმის ყველაფერი დავიწყებული მქონდა - და კოცნისთვისაც მაპატიე, არ ვიცი რა მეტაკა.

- ის ჩემი ყოფილი იყო. სადღაც ერთი თვის წინ, რთულად დავშორდით. მაპატიე არ მინდა ამაზე საუბარი - ვთქვი მე და ცრემლები მოვიწმინდე.

ახლა უბრალოდ საწოლში შეწოლა, ჩემი საყვარელი მუსიკის მოსმენა და ფიქრბში ხეტიალი მინდოდა. სტეფანს დაველაპარაკებოდი, მაგრამ ის ისევ გაბრაზდება, ამიტომ არ მინდა.

- ლუ, ძალიან მინდა სახლში.

- ჰო რა თქმა უნდა, წამოდი მანქანაში - მანქანასთან რამდენიმე წუთში მივედით. მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ლუისკენ შევბრუნდი, რომელიც მე მიყურებდა.

- შეგვიძლია სხვა დროს გავისეირნოთ - ამოვიჩურჩულე მე.

- რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი დრო გვექნება. კარგად ხარ?

- ჰო სრულიად. უბრალოდ ძალიან მინდა ძილი. კარგად ლუი - მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ წავედი. სიჩუმე იყო. სწრაფად გავიძვრე ჯედები და კიბეებისკენ გავემართე.

- გამარჯობა ძვირფასო - კიბის საფეხურზე გავშეშდი. რა თქმა უნდა ვიცოდი ვინც იყო ამ ხმის პატრონი. მაგრამ ის თუ როგორ წარმოთქვა მან ეს, დამაბნია.

შემოვბრუნდი და ჰარი დავინახე, რომელიც მისაღების დივანზე იჯდა. თავიდანვე რატომ ვერ შევამჩნიე ის? რადგან მხოლოდ ერთი ნათურა იყო ანთებული. სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო, შეიძლება ამ ატმოსფეროსთვის რომანტიკულიც კი მეწოდებინა.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now