Chapter 30

1.3K 68 15
                                    

Lina's Pove

ამ გამოცდების გამო აღარც მძინავს, აღარც ვჭამ და არც ვსვამ. ამის გარდა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი მეგობრები ვნახე. დრო აღარც ტელეფონისთვის მაქვს. მაგრამ ვხვდები, რომ ერთადერთი არ ვარ ვისაც ასე უჭირს. ნოასაც იგივე სიტუაცია აქვს. ჩვენ ხომ ერთ კლასში ვართ. ის მახარებს, რომ სწავლის ბოლო კვირაა და ორი გამოცდა დამრჩა.

ძალიან მენატრება ნოა, ალექსი, სტეფანი. არ ვართ მიჩვეული ასე დიდ ხანს ერთმანეთისგან შორს ყოფნას. ტელეფონითაც ვეღარ ვკონტაქტობთ. ერთი დღე არ გასულა ადრე ისე, რომ ერთმანეთი არ გვენახა. მთელი დღეები ერთად ვიყავით ხოლმე. ეს მანამ იყო სანამ სტეფანი წავიდოდა.

ამის გარდა, ჰარიც არ მინახავს. დიდი ხანი გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. სიმართლე რომ ვთქვა, როცა მას ვიხსენებ მთელ სხეულზე ჟრუანტელი მივლის. ძალიან მენატრება ის...

ის მახარებს, რომ მე და ჰარი ერთმანეთს ვწერდით ხოლმე.
მაგრამ ეს უბრალო, მოკლე შეტყობინებები იყო. მას რაღაც პრობლემები ჰქონდა სამსახურში, რომლებზეც რა თქმა უნდა ჩემთვის არაფერი უთქვამთ.

არვიცი მასა და ჰანას შორის რა ხდება! მათი ურთიერთობა ისეთი ჩახლართულია. ის ძალიან უცნაური და დაძაბული გახდა. უბრალოდ ამოდის ჩემს ოთახში და ყვირილს მიწყებს. უმიზეზოდ. ამიტომ ოთახიდან არ გამოვდივარ თუ რაიმე ძალიან აუცილებელი არ არის.

და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, ჰარის უნდა ვკითხო თუ არა ამაზე.

ახლა ჩემი კონსპექტებისგან ვისვენებ და საწოლზე ვარ. ჩემმა ტელეფონმა ხმა გამოსცა, რამაც მიმახვედრა, რომ ახალი შეტყობინება მომივიდა. ეს ან ჰარი იქნება ან სტეფი. და ჰარი აღმოჩნდა.

მამიკოსგან!
გამარჯობა პატარავ, როგორ ხარ? Xx

პასუხი:გამარჯობა მამიკო, ძალიან დაღლილი ვარ. X

ჰარიმ პასუხი არ დააყოვნა. და რამდენიმე წამში პასუხი გამცა.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now