Chapter 31

1.1K 69 8
                                    

Lina's Pove

- ჰეი, კიდევ მინდა! მიმეცი! - უკმაყოფილოდ ვთქვი მე. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ალექსმა ტეკილიანი ჭიქა წამართვა. ახლა კი მას გაბრაზებული ვუყურებ.

- საკმარისი დალიე უკვე. ლინ ფეხზე ძლივს დგახარ. წავიდეთ - ზედმეტი სიტყვების გარეშე ხელი მომკიდა და დივნისკენ წამიყვანა და ფრთხილად მომათავსა მასზე. ჯერ კიდევ გაბრაზებული ვუყურებდი მას.

- ისე მარტო მე არ ვარ ასე, შენს ძმას შეხედე - ვთქვი და თითი ნოასკენ გავიშვირე, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა, ირწეოდა ხა ცდილობდა მთვრალი ქერა შეება. როგორც ჩანს მას ეს გამოუვიდა, რადგან ის ყოველ წუთს კისკისებდა.

ისე გამოცდების კვირამ ჩაიარა, ყველაფერი ჩავაბარე. ამიტომაც ნოამ ამის აღნიშვნა შემოგვთავაზა.
ახლა კი ყველა ჩვენგანი კლუბში ვართ, სადაც დავდიოდით ხოლმე. მე მხოლოდ ნოა და ალექსი ვნახე, რომლებიც ისე დაგვყვებიან როგოც დედალი წიწილებს.

- ოჰ ჯანდაბა, აქ იჯექი. და არსად არ წახვიდე, გასაგებია? ახლავე მოვალ! - თქვა მან. პასუხად უკმაყოფილება გამოვხატე, მაგრამ ის უკვე წასული იყო. დივანზე ფეხებით ავძვერი და კომფორტულად ავძვერი. თავი უკან გადავაგდე და მუსიკის მოსმენა დავიწყე. ძალიან ცუდად ვიყავი. ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა. თავბრუსხვევა და გულის რევის შეგრძნება დამეწყო. თვალები დავხუჭე, მაგრამ ასე უარესი აღმოჩნდა.

- ლინა? - გავიგონე ნაცნობი ხმა და თვალები გავახილე. ჩემს წინ ქერა იდგა, რომელიც, ძალიან მეცნობოდა. მას მთელი ყურადღებით ვუყურებდი, მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებდი. ის დაიხარა და ჩაუცუცქა, ასე ჩვენი სახეები ერთმანეთის პირისპირ იყო.
და აი, ვიცანი ნაილი.

- ნაილ?

- ჰო. შენ მთვრალი ხარ - ის ისევ იგივე პოზაში 'იჯდა'. გამეცინა.

- ჰოო, კარგი ერთი - ვთქვი და დავასლოკინე. თავბრუსხვევა გაძლიერდა.

Daddy Styles [Completed] Wo Geschichten leben. Entdecke jetzt