Chapter 24

1.2K 72 11
                                    

Lina's

ეს კვირა ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი შევამჩნიე. დღეს პარასკევია და როგორც ყოველთვის საწოლში ვწევარ და ვფიქრობ როგორ დავითანხმო ჰანა, რომ ნოასთან დავრჩე. ამ ბოლო დროს ამის გაკეთება უფრო რთული გახდა.

რატომღაც, მთელი ჩემი ფიქრები ხვეულთმიან ბიჭს აქვს დაკავებული. ჰარის რაც შეეხება, მას შემდეგ არ მინახავს, რაც შევრიგდით. სიმართლე რომ ვთქვა ძალიან მიხარია ეს. მთელი ეს დრო მენატრებოდა. ზუსტად არ ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ეს სიყვარული არ არის. მაგრამ ის ძალიან მიზიდავს, და უკვე ამია უარყოფა სისულელეა.

ჩემს დას რაც შეეხება, ის რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევა. მთელი დღეები ვიღაცას ელაპარაკება ტელეფონზე, ხითხითებს და არ მაჩვენებს!! და ამასთან ერთად ძალიან ხშირად გადის სახლიდან.

იქნებ ჰარისთან მიდის?? ან იქნებ ვინმე ჰყავს? არა არა, სისულელეა. მახსოვს როგორ მელაპარაკებოდა მთელი დღეები ჰარიზე. არამგონია ისინი დაშორებულიყვნენ. მინდა კი რომ ისინი დაშორდნენ? ეს რთულია.

ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა, სადაც შეტყობინება მომივიდა. სწრაფად გავხსენი ის.

"მამიკო!
გამარჯობა პრინცესა. დღეს კლუბში მივდივართ. რვისთვის გამოგივლით!"

არაფერი მიმიწერია. გადავწყვიტე ქვევით ჩავსულიყავი და ჩემი დისთვის მეკითხა. კარგია, რომ სააბაზანოდან გამოდიოდა და სამზარეულოში ჩასვლა არ მომიწია.

- დღეს სადმე მივდივართ?

- ჰო, ჰარის უნდა ეთქვა შენთვის. მე და ჰარი მის მეგობრებთან ვაპირებდით გართობას, და შემომთავაზა რომ შენც წამოსულიყავი. ასე რომ წადი გაემზადე.

- კარგი - ვთქვი და უკან, ჩემს ოთხში გავბრუნდი.

ტელეფონი ავიღე და ნოას მივწერე, რომ დღეს მათთან ერთად ვერ წავიდოდი, რადგან მთელი საღამო ჩემს დასთან, მის შეყვარებულთან და მათ მეგობრებთან უნდა გამეტარებინა.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now