Chapter 35

1.1K 72 32
                                    

Harry's Pove

- ჰანა ჩემგან არის ორსულად. ეს ჩემი ბავშვია! - თქვა ლიამმა და თავი ჩახარა. მოიცა რა? მისი ბავშვი?

- მე წავალ. თქვენ სალაპარაკო გაქვთ. მოგვიანებით მოვალ. დაგირეკავ საყვარელო - თქვა სტეფანმა. მან ლინს შუბლზე აკოცა და სამზარეულოდან გავიდა. გავიგონეთ როგორ მოიხურა შემოსასვლელი კარი.

მზერა ლიამზე და ჰანაზე გადავიტანე. ის გაფითრებული იდგა და თითქოს თვალებით ბოდიშს მიხდიდა. შემდეგ ლინს გავხედე, ჩემი პატარა გაკვირვებული იყურებოდა.

- და რამდენი ხანია? - მშვიდად ვკითხე მე. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ ამ ორს შორის რაღაც იყო, რთული იყო არ შეგემჩნია მათი მზერები. მაგრამ მე ჩემი პატარა უფრო მაინტერესებდა ამიტომ ჰანა ფეხებზე მეკიდა.

- თვენახევრია. პირველად ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჰანა კლუბიდან მომყავდა შენი თხოვნით - მიპასუხა ლიამმა. მაშინვე ის დღე გამახსენდა. როდესაც ლინამ ბრძოლა მოაწყო და შემდეგ კლუბის საპირფარეშოში თითებით გავჟიმე.

- და თავიდანვე რატომ არ თქვი რომ ბავშვი ლიამის იყო? - ლინს გვერდი ავუარე და მაგიდასთან დავჯექი ისე რომ ჰანასთვის მზერა არ მომიშორებია. მართლა ძალიან მინდოდა ამის გაგება. შეეძლო თვენახევრის წინ დამშორებოდა. მაგრამ ეს არ გააკეთა. რატომ ჯანდაბა? ახლა მშვიდად შემეძლებოდა ჩემს პატარასთან ერთად ყოფნა. მაგრამ არა.

- მეშინოდა. გამიგე ჰარი! მართლა მომწონდი. მაგრამ ლიამთან ყველაფერი სხვანაირად იყო. ეს მუცელში პეპლების მსგავსია. როდესაც კლუბში ერთმანეთს პირველად შევხვდი, ჩვენს შორის რაღაც ნაპერეკალი ვიგრძენი. ლიამმაც თქვა, რომ მანაც იგრძნო ჩემს მიმართ რაღაც. ვფიქრობ, რომ ბედმა დაგვაკავშირა. მაპატიე - ლიამი მიუახლოვდა და ხელი ჩაკიდა. მან ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ჰანამაც უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი.

- ანუ ყველა შენი შეხვედრა მეგობრებთან კლუბში, სინამდვილეში ლიამს ხვდებოდი? - სტეფანის წასვლის შემდეგ პირველად დაილაპარაკა ლინმა. მას ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და ისე უყურებდა მის დას.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now