Chapter 13

1.5K 79 10
                                    

Lina's Pove

დილით, უფრო სწორად სადღაც 3 საათისთვის საშინელი პახმელიისგან გამეღვიძა. ქვემოდან რაღაც ხმები ისმოდა, მაგრამ დიდ ყურადღაბას არ ვაქცევდი. ჰოომ, ვიღაცის მაისური მაცვია. რა მოხდა გუშინ? მე მხოლოდ საპირფარეშო, ჰარი და სახლი მახსოვს. ესე იგი ჰარის მაისურია. საყვარლობა იყო მისი მხრიდან, რომ გამომიცვალა.

ტუმბოზე, ჭიქით წყალი, აბები და წერილი შევამჩნიე.
" პატარავ, როგორც კი გაიღვიძებ ეს აბები დალიე და ქვევით ჩამოდი. ძალიან გელოდები. ვერ დაველოდე შენს გაღვიძებას, რადგან შენს დას გაეღვიძა.
მამიკო XX"

როგორი მზრუნველია. მას შემდეგ რაც აბი დავლიე, შხაპის მისაღებად წავედი.
შემდეგ ჰარის მაისური ჩემი დიდი პერანგით და ელასტიკით შევცვალე. თმები გავიშალე, ასე ისინი უფრო მალე გაშრება. თავის ტკივილმა მგონი გამიარა, ახლა ქვემოთაც ჩავალ.

მისაღებში ბიჭები ვნახე. საინტერესოა მათ ჩვენთან სულ ასე ერთად უნდა იარონ?
ერთადერთი რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ ჰანამ არ გამაღვიძა და ლექციები არ წამიკითხა მომხდარზე. დარწმუნებული ვარ ჩემი თავი არ ჰქონდა. რადგან მთელი მისი ყურადღება ლიამზე იყო. საინტერესოა... ისე ჩემი ტელეგონი სად ჯანდაბაშია?

- გამარჯობათ ხალხო - და მათაც იგივეთი მიპასუხეს. ლუის გვერდით დავჯექი, რადგან სხვაგან ადგილი აღარ იყო.

- თავს როგორ გრძნობ? - ჩამჩურჩულა ლუიმ.

-  ახლა ნორმალურად. თავი მტკიოდა მაგრამ წამალი დავლიე. და შენ როგორ ხარ?

- საშინლად.

- დიდი ხანია აქ ხართ?

- ორისთვის მოვედით. ჰანას ლიამის მანქანაში ჩანთა დარჩა. უნდა მიეტანა, და ჩვენს გარეშე არანაირად.

- ჰაჰ, და თქვენ ახლა სულ ასე ერთად უნდა იაროთ?

- აჰ არა, შემიძლია უფრო ხშირადაც მოვიდე, წინააღმდეგი არ ხარ?

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now