Chapter 37

1.1K 67 12
                                    

Lina's Pove

კლუბში როგორც ყოველთვის, მოსაწევი, სექსი და ალკოჰოლია. მოძრავი სხეულების ირგვლივ, რომელიც მუსიკაზე ცეკვავენ.
ბევრი სექსით პირდაპირ აქ კავდება. მათ ფეხებზე ჰკიდიათ ირგვლივ მყოფი ხალხი, ისინი ხომ მთვრალები არიან.

მე და სტეფანი საცეკვაო მოედნის ცენტრში ვართ. მე ცოტა დავლიე, სტეფი კი უკვე მთვრალია.

იმის გამო რომ მთვრალი ბიჭები მაშტერდებოდნენ, იძულებული გავხდი სტეფანს ავკროდი. ის წინააღმდეგი არ ყოფილა. ხელი წელზე მომხვია და მუსიკის რიტმზე მოძრაობა დავიწყეთ.

- წავიდეთ დავლიოთ? - ყურში ჩამჩურჩულა მან. მე უბრალოდ მსუბუქად დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად. ამის შემდეგ ხელი ჩამკიდა და ჩვენი თითები ერთმანეთში ახლართა. ბართან ძლივს მივედით. იქ უკვე ალექსი იჯდა.

- ნოა სადაა? - ვკითხე მას და გვერდით მივუჯექი. სტეფანმა ჩვენთვის სასმელი შეუკვეთა.

- ერთობა - მიპასუხა მან და თავით მიგვითითა. მზერა იქეთ გადავიტანე. ნოა ვიღაც ქერას კოცნიდა და მთელი სხეულით ეტმასნებოდა. გოგოს ხელები მისთვის კისერზე ჰქონდა შემოხვეული.

- ის მთვრალია?

- ძალიან. არ ვიცი სახლამდე როგორ მივიყვან მას და სტეფანსაც - ამაზე უბრალოდ ჩავიხითხითე. სტეფანი უკვე ჩემს გვერდით იჯდა.

- მადლობა - ვუპასუხე მას, როდესაც რაღაც კოქტეილი გამომიწოდა, რომელიც იმწამსვე მოვსვი.

- სტეფ შეხედე. ის გოგო თვალებით გბურღავს. იმოქმედე - ალექსმა გოგოსკენ მიუთითა მას. ეს შავგვრემანი გოგო იყო, რომელსაც სახეზე ტონა მაკიაჟი ესვა. და ის მართლაც არ აშორებდა თვალს ჩემს მეგობარს. სტეფანმა მას გახედა, შემდეგ კი მე. მე უბრალოდ თავი დავუქნიე.

- ნუ, მაშინ წავედი. ამ ღამით არ დამელოდოთ. მასთან ვიქნები - მან გაგვიღიმა და გოგოსკენ წავიდა. როგორც კი მიუახლოვდა, მაშინვე გაუღიმა. უკვე ვიცი, რომ. სტეფანი ამ ღამით მარტო არ დარჩება. და თუ ეს შავგვრემანი არ იქნება, მაშინ ვინმე სხვა გოგო იქნება. რადგან ვინ შეძლებს უარის თქმას ცისფერთვალება ქერა ბიჭისთვის, რომელსაც არაჩვეულებრივი სხეული აქვს და ქარიზმატულია? მართალია, ვერავინ.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now