Chapter 33

1K 73 26
                                    

Lina's Pove

- აბა, რატომ შეგვკრიბე? - უკმაყოფილოდ ვკითხე მე! რატომ უკმაყოფილოდ? რადგან საშინელ პახმელიაზე ვარ, იმის და მიუხედავად, რომ თითქმის მთელი დღე, მაგრამ მაინც მიწევს ამ რესტორანში ყოფნა, ისე ძალიან კომფორტულში. ჩემმა დამ ბიჭები შეკრიბა და მეც თან გამიყოლა. ისე ბედნიერებისგან ანათებდა.

- თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს - ნერვიულად თქვა ჩემმა დამ. ყველას დაინტერესებული მზერა მივაბყარი. ბიჭებიც ვერ ხვდებოდბენ რა ხდებოდა. თავი ხელებში ჩავრგე.

- რა ახალი ამბავი? - დაინტერესდა ნაილი. უკვე ყველა ძალიან დაინტრიგებული იყო.

- ორსულად ვარ... - და აი ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჰაერი გამომელია.
განძრევა არ შემეძლო. ჩემი და ორსულადაა? ის ბავშვს ელოდება? ბავშვს ჰარისგან??ჰარის გავხედე, შოკში იჯდა. და ზუსტად ამ დროს მივხვდი, რომ მთელი ეს დრო, რასაც ნე და ჰარი ვაკეთებდით, არასწორი იყო. მანამ სანამ მე ჰარისთან სექსით სიამოვნებას ვიღებდი, ჩემი და მის შვილს მუცლით ატარებდა. მის შვილს!!

ასე ჰანასთან მოქცევა არ შემეძლო!! ამის შემდეგ როგორი და ვარ?? ის ამბობდა, რომ ჰარი ერთადერთი ბიჭი იყო, ვის მიმართაც ცოტა სერიოზული გრძნობები ჰქონდა! და მე რა გავაკეთე? ჩემი ღვიძლი დის გრძნობები ფეხებზე დავიკიდე!

- ვაუ გილოცავთ! თქვენ ბავშვი გეყოლებათ... - პირველი 'გამოვფხიზლდი' და გადავწყვიტე მომავალი მშობლებისთვის მიმელოცა. ჰანა ჩამეხუტა..

- მაპატიე ჩემი გამოხტომების გამო! - ყურში ჩამჩურჩულა მან.

- არაფერია, ყველაფერი მესმის. შენ ასეთ მდგომარეობაში იყავი - ერთმანეთს მოვშორდით და ჩვენს ადგილებზე დავსხედით.

- ეს... მაგარია, ბავშვი ეს მაგარია - ასევე თქვა ლიამმა. ამის შემდეგ უკვე აღარაფერი გამიგია. თავი დავხარე და რეალობამ პირდაპირ სახეში გამილაწუნა. ჰარისთან ეს ყველაფერი უნდა შევწყვიტო.
მასთან ისე მოვიქცევი, თითქოს უბრალოდ ჩემი დის შეყვარებულია, რომელიც მისგან ბავშვს ელოდება. ზუსტად ვიცი, ეს რთული იქნება. ფიქრებიდან ფეხზე მირტყმამ გამომაფხიზლა. თავი ავწიე და მზერა ლუისს გავუსწორე.

Daddy Styles [Completed] Where stories live. Discover now