პიცის ნაჭერი

By princessharuru

31.8K 5.3K 4.2K

თ ა რ გ მ ა ნ ი !!! მუდმივად ჩუმი ბიონ სუნმი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა სკოლის პოპულარული ბანდისთვის... More

1 - იმაზე უარესია, ვიდრე მე და ჩანიოლი ერთად აღებული
2 - დააიგნორე მისი არსებობა
3 - ხომ დამეხმარები?
4 - ლი თემინ, აღარ დამენახო
5 - რა ჩაიფიქრე?
6 - ამ სახელთან იმდენი დამთხვევაა
7- შეიძლება ოპპა დაგიძახო? -არ შეიძლება
8 - უფრო მეტად მომწონს, როცა მელაპრაკებიან
9 - და მერე ყველა გაიგებს, რომ ნათესავები ვართ
10 - ესე იგი, იქ ჰიოკიონის შეყვარებული ზის
11 - ვითომ არ გამიგია
12 - სუნმი, ნუ ჭკვიანობ
13 - ეს ცხოვრების წესია და თითოეულმა თვითონ ავირჩიეთ ის
14 - სასაცილო ხარ
15 - -ჰიონებიდან რომელიმეს დაუძახე
16 -ბაბლ თი გამიკეთე, -ვითომ რატომ?
17 -წაიყვანე შენი მეგობარი და წაერთრიეთ
18 - უბრალოდ სულელური ცრურწმენაა, სამაგიეროდ, ყვავილებია ლამაზი
19 - -ლოთების სწრაფი მიტანის სერვისი
20 -ტუჩი გამიხეთქე, სადისტო
21 - მე ვარ მოსაწყენი?
22 - ლუ, უსამართლობაა
23 - შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დამისვა
24 - წარმატებული დასაწყისი, წარმატებული მომავლისკენ
25 - ასე ძალიან მოგწონს ჩემი თვალიერება?
26 -მოგენატრე და ამიტომ მირეკავ?
27 - მინდოდა გამეგო, რითი ვერ მოაწონა ჩემმა ძმამ თავი მეგობარს
28 - კარგი გოგოები სხვის საუბრებს არ უსმენენ
29 -უბრალოდ რამე სიახლე მინდა
30 -კბილის ჩხირებს შევიყენებ თვალებში, რომ არ დამეძინოს
31 -ისეთი მოსაწყენი ხარ, მაგრამ ეს თითქმის არც მაღიზიანებს
32 -გინდა, მეორე პირველი პაემანი მოვაწყოთ?
33 - სკოლაში რატომ არ ხარ?
34 - უბრალოდ გავიზარდე და აღარ მაინტერესებს. როგორც შენ.
35 -ვფიქრობ, ეს სავარძლები ფიცრებისგანაა
36 - ნარკომანები ხართ, არა?
37 - ის ხომ მთავარ რეგვენად მიგაჩნდა
38 -შენ მეუბნები, რომ ეს თვით ბიონ ბექიონის დაა?
39 -შენი ყოფილი თუა, დარწმუნებული ვარ, არ მსურს მისი გაცნობა
40 -შეიძლება, კურსებზე მაინც მოვუყვე, მხოლოდ დასაწყისი?
41 -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება
42 -მაზოხისტი არა, დედააფეთქებული თვითმკვლელი ხარ
43 -მითხარი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი თითზე არ მიხვევდა
43 ნაწილი (2)
44 - კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბუსანში
45-არა. გვეჩქარება, ხომ ასეა, მოსწავლე ლი?
46-რისთვის, თუ ჩემი დაიკო ასეა დარწმუნებული თავის ძვირფას მეგობარში?
47 -შენი შეყვარებული რომ ვყოფილიყავი, ასეთი რამ არ მომეწონებოდა.
48 -გამარჯობა, ჯონგინ. აქ შენს გოგონასთან ვერთობით.
49 -შემდეგი შეხვედრისას ისე მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთს არასოდეს ვიცნობდით
50 -არასწორია პრობლემებისგან გაქცევა.
51 -მეც და შენც ფსიქიკა მოვუსპეთ (კიმ ჯუნმიონის დღიურიდან)
52 - მოდი, ვიყოთ.
53 - მაგიტომაც არის ჩემი ცოლი
54 - ვაუ, დედა.
55 - ბანდის კვალი ავიღეთ, რომელმაც წლების წინ მთელი კორეა ააფორიაქა

56 -ნეტავ იცოდეს, სინამდვილეში როგორი ცუდი ვარ

691 75 53
By princessharuru

5 თვის შემდეგ

მეტროდან გამოვდივარ. დღითიდღე უფრო ხშირად ვსარგებლობ ამ ტრანსპორტით, მიუხედავად იმისა, რომ ადრე საერთოდ ვერ ვორიენტირდებოდი სადგურებში - მთელი ჩემი ცხოვრება ერთ რაიონში მიედინებოდა, სხვა შემთხვევაში კი ჯონგინის მანქანით დავდიოდი. ახლა ყველაფერი იცვლება.

აჩქარებული ნაბიჯებით, მხოლოდ ყავის კაფეზე ვაჩერებ მზერას, წამით ვფიქრობ, რამე ხომ არ მინდა დავლიო, მაგრამ მერე საყელოს ვისწორებ და სიარულს განვაგრძობ.

სეულის ცენტრი. შაბათი დილა. კარგი ამინდია, თუმცა სუსხიანი ქარიც ძლიერად მეხეთქება ლოყებზე. მანქანების მოძრაობა დაძაბულია, და სანამ შეუფერებელ ადგილას ვჭრი გზას, ძლივს ვუსხლტები ბორბლებს, მესმის კიდეც, როგორ მლანძღავს მძღოლი. ქარი თმას აქეთ-იქით მიფრიალებს, ეს მაღიზიანებს.

საჭირო შენობას რომ ვუახლოვდები, ვჩერდები, რათა სული მოვითქვა და ვარცხნილობა შევისწორო. მანქანების სადგომს ვავლებ თვალს - თითქმის ყველა ავტომობილი უკვე ნაცნობია ჩემთვის. სასაცილოა.

ნაცრისფერი ოთხსართულიანი შენობა-ოფისი მეგებება. ქვედაბოლოს ვიქაჩავ შესვლამდე. მინის კარი თვითონვე იღება.

-ო, სუნმი! -კმაყოფილად მეძახიან, მეც თვალებს ვწევ.

ჯიჰუნი - ახალგაზრდა მდივანი. თავიდან სკეპტიკურად მიყურებდა. ზოგჯერ შიგნითაც კი არ მიშვებდა. ახლა თვეზე მეტი გავიდა, დავახლოვდით. ცოტა ხნის წინ ყავით გამიმასპინძლდა. ვფიქრობ, ამ ღია კანიანი შავგვრემანისგან ეს სიყვარულში გამოტყდომადაც შეიძლება ჩაითვალოს.

-თავისთანაა? -მისალმების ნიშნად თავს ვუკრავ და ცერა თითით კაბინეტის მუხის კარზე მივუთითებ.

-თათბირი, -ჯიჰუნმა თავი გააქნია. -მაგრამ შეგიძლია შეხვიდე და დაელოდო. არ მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს.

ვიცინი და თავს ვუქნევ. ბიჭი ყველაფერს მშვენივრად ხვდება. იმედი მაქვს, მთავარი დირექტორი სამსახურიდან არ გაათავისუფლებს, თორემ მეც ვიქნები დამნაშავე ამაში, ჯიჰუნისთვის კი ცუდი არაფერი მინდა.

მუხის კარს მიღმა მუქი კაბინეტი იმალება. თარო, მოსაწყენი წიგნებით სავსე, მოსახერხებელი მაგიდა და სკამი, დახუნძლული რაღაც ამონაბეჭდებით, დოკუმენტებით, სახელმძღვანელოებსაც კი ვპოულობ, ორცხობილების ყუთსა და შუაზე გადახეულ სურათს, რომელზეც მე ვარ გამოსახული.

ვიცი, რომ ამ სურათს ყველგან თან დაატარებს. მეორე ნახევარი, რომელზეც მისი სახეა, მე მიდევს ჩანთაში.

მთელი ეს თვეები ძალიან გვიჭირდა. პრობლემებს, რომლებთანაც მოგვიწია გამკლავება, თავიდან ვერასოდეს ამოვიგდებ, ნერვული უჯრედები კი, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მომიკვდა, აღარასოდეს აღდგება.

მთლიანი კომპანია ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ზედამხედველობის ქვეშ. საქმეს ისე იძიებდნენ, როგორც შეეძლოთ, ყველაფერი ნელა მიიზლაზნებოდა. მეორე კვირის ბოლოს თემინის კავშირებიც კი ვეღარ მიშვებდა მოკლე "პაემნებზე". ჯონგინის მშობლებმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მომხდარი მაშინვე შეიტყო, დედაჩემმა მომდევნო დღეებში. ყველანაირად ვცდილობდით, ოჯახებისგან საქმის მთავარი არსის დამალვას. ეს თემინის დამსახურებით შევძელით. ბიჭებსაც ეხმარებოდა, იმით, რომ არალეგალურად აწვდიდა "EXO"-ს, რათა მათი სასიცოცხლო ბალანსი შეგვენარჩუნებინა.

მე და დედა ამ დროს უბრალოდ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, სხვაგვარად ამას ვერც ვუწოდებ. საშინელი თმის ცვენა დაეწყო, ორივე თითქმის ვერაფერს ვჭამდით და დამამშვიდებლებით ვიჭყიპებოდით (ტაბლეტებს დედის ჩანთიდან ვიპარავდი, ამის შესახებ არაფერი იცის).

ჯოჯოხეთური თვე თითქოს წელიწადზე გრძელი იყო. ადგილს ვერ ვპოულობდი, ახლა კი ამ დღეების გახსენებისაც მეშინია.

მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ფული მართლაც ბევრ პრობლემას აგვარებს. ხოლო გაცილებით უფრო მეტსაც მოაგვარებ, თუ თვითონ ხარ გავლენიანი პიროვნება. როგორც კი ეს ყველაფერი დატრიალდა, ჯონგინის მამამ, რომელიც საქმის კურსში იქნა ჩაყენებული, შვილის გათავისუფლებაზე დაიწყო მუშაობა. ბიჭის დედას ვეკონტაქტებოდი, ამიტომ ვიცოდი, რამდენი კავშირი ჩაერთო ამ საქმის მოსაგავრებლად. სიმართლე რომ ვთქვა, მეგონა, არაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ ჩემი პირადი დორამა ბედნიერად უნდა დამთავრებულიყო.

ერთი თვის შემდეგ სეჰუნი გაათავისუფლეს. ყველაზე პირველი გამოვიდა, და ჯონგინმა ეს თვითონ მოითხოვა. შემდეგი, რამდენიმე დღის მერე, ჯონგდე იყო, რათა, რაც შეიძლება სწრაფად შესძლებოდა ძმასთან შეხვედრა. მერე ბექიონი - ჩემთვის. ჯონგინი და ლუჰანი უკანასკნელები დარჩნენ.

ახლა, იმ დროს რომ ვიხსენებ, ემოციების მოზღვავებისგან მთელი სხეული მეხორკლება, და ეს საზიზღარი შეგრძნებაა. ბოლო წამამდე არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილს უბრუნდება, და ვერც ვიჯერებდი, რომ ახლო ადამიანები ისევ ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ. უკვე ჩვევად მექცა ტანჯვა.

მომდევნო თვე ყველაფრის აღდგენას დაეთმო. ემოციები, ფიქრები და ტაბლეტები - აი, როგორ ხდებოდა ეს. ვაწესრიგებდით სკოლის, ბანკისა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ამჯერადაც ჯონგინის მამა დაგვეხმარა. ბიჭები საკმაოდ მარტივად აღადგინეს სკოლაში, საქმეც საბოლოოდ მიყუჩდა. ვფიქრობ, ჯონგინის მამა ყველაფერს მისთვის აკეთებდა, თითქოს შვილის წინაშე ჩადენილი ცოდვების დამარხვას ცდილობდა. არ ვიცი, გამოუვიდა თუ არა, რადგან, მაშინ ჯუნმიონის დღიური რომ არ წამეკითხა, ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ ჩემს შეყვარებულს პრობლემები ჰქონდა მშობელთან. ერთი შეხედვით, გარედან ეს საერთოდ არ ხვდება თვალს.

ალბათ, მხოლოდ სამი თვის მერე დაუბრუნდა ჩვენი ცხოვრება ჩვეულ რიტმს, ოდნავ მაინც.

ბექიონმა ძალიან ბევრის მოწევა, ვარჯიში და საღამოობით გადაკარგვა დაიწყო. ახლა დედა უფრო ხშირად ტუქსავს, ის კი ყურს არ იბერტყავს. ზოგჯერ ჩემს ოთახში შემოდის, მთხოვს, რამე კარგი მოვუყვე, მაგრამ არა ჯონგინზე. ჯერ კიდევ უჭირს მისი მიღება.

ჯონგინი თავიდან ერთი კვირით ამერიკაში წაიყვანეს, სასწავლო დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სეულში ჩამოსვლის შემდეგ კი სახლის სწავლებაზე გადაიყვანეს. მერე საერთოდ თავზარი დამცა სიახლით, რომ ახლა მამამისთან მუშაობს კომპანიაში, იმიტომ, რომ მისი მართებს. ჯონგინის ახლანდელი ცხოვრების რეჟიმი შეუძლებელია - ჯერ შუადღის ოთხ საათამდე ოფისში მუშაობს, რაღაც ქაღალდებს აწესრიგებს, შემდეგ სწავლობს. თავისუფალი მხოლოდ ღამე რჩება. ამიტომ სახლში იშვიათად ვჩერდები ღამის საათებში.

ჩანიოლი აქტიურად ეძებს შეყვარებულს, ცდილობს, ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყოს, ბექიონსაც კი აიძულებს, თან წაჰყვეს ხოლმე ბრმა პაემნებზე. ცუდად გამოსდის. ჩანიოლი ამბობს, რომ ერთ წელს გამოტოვებს, მერე კი უნივერსიტეტში ჩააბარებს. მზარეულობა უნდა.

ლუჰანი და ტაო ახლა ჩინეთში არიან, თუმცა, სხვადასხვა ქალაქში. თავიანთ საქმეებს აგვარებენ. ტაომ შეყვარებული გაიჩინია. ჯონგინი ამბობს, რომ მისით ძალიან ტრაბახობს.

იფანი და იშინი სამსახურის პრობლემებს ამთავრებენ, ყველაფრის ბოლომდე მიყვანას ცდილობენ. ამიერიდან აღარავინ დაკავდება ასეთი საშიში საქმეებით. იშინმა საერთოდ დისტანციური სამუშაო მოძებნა - თორემ, სხვაგვარად ალბათ არავინ მიიღებს. ჯონგინს გეგმებში აქვს, რომ სისტემურ ადმინისტრატორად მოაწყოს.

კიონსუ მთელ თავს ჯიელს უძღვნის. ერთად ბევრ დროს ატარებენ. ჯიელს მალე მორიგი ოპერაცია ელის. მჯერა, რომ ფეხზე დადგება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გოგონა სკეპტიკურადაა განწყობილი პროცედურის მიმართ.

ჯონგდე უბრალოდ ბედნიერია. სადმე თუ გადავეყრები ხოლმე, გამუდმებით იმას იმეორებს, რომ უნდა ვაფასებდეთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ბედნიერია, რომ, როგორც იქნა, ძმას შეხვდა, და ყველაფერი რიგზე აქვს.

სეჰუნი და ჯუნმიონი ამერიკაში გაუშვეს რეაბილიტაციურ ცენტრში. მთელი ჯგუფიდან სწორედ მათ სჭირდებოდათ ეს ყველაზე მეტად - ერთხმიანი გადაწყვეტილება იყო. იქ უკვე ერთი თვე იმყოფებიან, კორეაში მალე დაბრუნდებიან. ჯუნმიონი ისეთ რამეზე მუშაობას აპირებს, რაც ბიჭებს „EXO"-ს გარეშე ცხოვრებაში დაეხმარებათ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ გამოუვა. ყველაფერი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს.

ჯერ კიდევ ვერ ამომისუნთქავს შვებით, ისევ მეშინია, რომ რამე გაფუჭდება. ალბათ, ეს შეგრძნება არასოდეს დამტოვებს, ყოველთვის მომიწევს მასთან შებრძოლება, მაგრამ, მთავარია, რომ მხოლოდ შეგრძნებად დარჩეს და არა რეალობად იქცეს. ცხოვრებაში უკვე საკმარისად ბევრი დაბრკოლება გამოვიარეთ.

კაბინეტის მუხის კარი იღება, და როცა თვალებს ვწევ, დაღლილ ჯონგინს ვხედავ, ნერვიულად რომ ისწორებს ჰალსტუხს. მამამისი კოსტუმით სიარულს აიძულებს, რაც ჩემს შეყვარებულს არ მოსწონს.

ამ თვეების განმავლობაში მის გარეგნობაში არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, უფრო ფრთხილი გახდა. ჩვეულებრივ სიტყვებთანაც. სხვებთან საუბრისას ჯერ ბევრს ფიქრობს, მერე ამბობს. უამრავი ფაქტორი იყო, რომლებმაც იმოქმედა მასზე.

ჯონგინი თმას ისწორებს, მერე კი თავისი ფირმული ღიმილით მიახლოვდება. მტევნებს წელზე მხვევს, ცხვირი ლოყას ეხება, მე სიგარეტის არომატს ვგრძნობ - ახლახანს მოწია.

-გაიგე, რომ შენთვის კარგი ამბავი მაქვს და მაშინვე გამოიქეცი? -იცინის ლოყასთან.

ბიჭს ვშორდები და თვალებს ვჭუტავ.

-არა, -თავს ვაქნევ. -დედაჩემისგან გამარჯობის გადმოსაცემად მოვედი.

სასაცილოა, მაგრამ ჯონგინს, მგონი, დედაჩემის ეშინია. ეს ცოტა ხნის წინ დაიწყო. როცა მასთან დავიწყე ღამ-ღამობით სიარული, დედამ დატუქსვა დაუწყო - მეცადინეობას აცდენ და ჯერ ქორწილია საჭიროო. მე ხომ ვიცი, რომ დედა ასე ჩვენთვის ამბობს, მაგრამ ეს შემოწმებასავით არის, გესმით? ჯონგინი კი ვერ ხვდება, და უკვე სამჯერ განიხილა ჩემთან დაკავშირებული გეგმები დედაჩემთან, თან ამტკიცებდა, რომ როგორც კი სკოლას დავამთავრებთ, მაშინვე გადავიხდით ქორწილს.

კიმი თავის სავარძელზე ჩამოჯდა და ამრეზით შემომხედა.

-თვითონ არ წახვალ ბეჭდის ასარჩევად.

ვხითხითებ.

ეს საერთოდ ლეგალურია - ადამიანის ამდენად სიყვარული?

ჯონგინი ყოველთვის სერიოზულდება, როცა ქორწილზე, ბავშვებსა და ჩვენს საერთო მომავალზე ლაპარაკობს. მაშინ ის ხელის თხოვნა სერიოზულად არ მიმიღია. როგორც აღმოჩნდა, ამაოდ.

-მოგიტაცებენ, -ცალყბად აგრძელებს ჯონგინი.

-ვინ გაბედავს? - ბიჭს ვუახლოვდები.

ჯონგინი იცინის და თავისკენ მიზიდავს. აღელვებული ვარ. ოდნავ მაშინებს ის, თუ რა შეიძლება მოხდეს, იმიტომ, რომ ვინმეს მაინც რომ ეთქვა ადრე: „ეი, ეს შენი მომავალი ქმარია"-ო, საჩვენებელ თითს დავიტრიალებდი საფეთქელთან. ახლა კი ცხოვრებას ვერ წარმოვიდგენ მის გარეშე.

-მითხარი, რაზე მელაპარაკებოდი ტელეფონში. ცნობისმოყვარეობა მომკლავს, ხომ იცი, -ვბურდღუნებ.

ჯონგინი ჯერ პაუზას აკეთებს, და როცა მუდარით შევცქერი, როგორც იქნა, იწყებს:

-ორი სიახლე. კარგი და...არც ისე.

ტუჩებს ვიკვნეტ, ბიჭს თვალს არ ვაშორებ. ნამდვილად მოსწონს ჩემი წვალება, იმიტომ, რომ გამხელას არ ჩქარობს.

-ჯონგი-ინ!

იღიმის.

-კარგი. მოკლედ, უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ჯუნმიონსა და სეჰუნს მალე გამოწერენ, ხომ ასეა? ამბობდი, კარგი იქნებოდა, იქვე ამერიკაში რომ დავხვედროდით.

თვალებს ვაფახუნებ, კარდიგანს ვისწორებ.

-ღმერთო, გინდა თქვა, რომ...

-ამერიკის ბილეთები ვიყიდე. ვიცი, დედაშენი ისევ უკმაყოფილო იქნება, მაგრამ ყველაფერს მოვაგვარებ. მომენდე, კარგი? -ჯონგინი ამაყად იღიმის, საჩვენებელ თითს ცხვირზე მაჭერს, სანამ თვალებს ვაფახუნებ. ღმერთო, ამერიკა! ჩემი წაყვანა უნდა! ეს რა, მართლა ხდება? - მეორე სიახლეც არის. არც ისე კარგი.

ციდან მიწაზე ვეშვები.

-მარტო არ გამოგიშვებენ, მოკლედ...სამადგილიან ნომერში ვიცხოვრებთ. და ყველგან სამნი ვივლით. მე, შენ და ბექიონი. ზედმეტად დაშინებულია, რომ შეიძლება ქალიშვილობას ქორწილამდე დაემშვიდობო, -ჯონგინი მხრებს იჩეჩავს, მერე ცხვირს იბზუებს. -უჰ, იცოდეს ნეტავ, სინამდვილეში როგორი ცუდი ვარ.

***

ჩანიოლი სოჯუს ბოთლს იღებს და მაღლა სწევს, სანამ ჰიოკიონისთვის შეტყობინების გაგზავნას ვცდილობ, რომ მოვიკითხო. ჯერ კიდევ ვერ ვერკვევი ახალ ტელეფონში და შეტყობინების აკრეფაში ალბათ შვიდ წუთს მაინც ვხარჯავ.

დღეს პაკს დაბადების დღე აქვს, და მისი მშობლების კაფეში აღვნიშნავთ. არ ვსვამ, ჯონგინი საჭესთან ზის, ჯიელი ჩემ გვერდით, ისიც ფხიზელი. დანარჩენები საკმაოდ შეზარხოშებულები არიან. წინა სადღეგრძელო, მაგალითად, ჯიელსა და კიონსუს ეძღვნებოდა.

-სადღეგრძელო! -ჩანიოლი ისევ კმაყოფილად გაჰყვირის, სანამ შეტყობინებას ვუმკლავდები.

მხოლოდ ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჰიოკიონმა თავისი ორსულობის შესახებ შეიტყო. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მასთან, იმიტომ, რომ გულწრფელად ვღელავ მასზე. ჩემი და ჰიოკიონის გარდა, ჯერ არავინ იცის მისი საინტერესო მდგომარეობის შესახებ. ვფიქრობ, თემინი, რა თქმა უნდა, ხვდება. ჰიოკიონს არარეალური გართულება აქვს სტაფილოზე. ყველგან ღრღნის, ლი კი, რომელთანაც ქორწილი ერთ თვეში ექნება, უცნაურად აშტერდება.

-მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოთხი ადამიანი აქ არ არის,- აგრძელებს ჩანიოლი, ტაოს, ლუჰანს, სეჰუნსა და ჯუნმიონს გულისხმობს, -მინდა, სიყვარულისთვის შევსვა. დაე, ყველა გავეხურებინოთ გავარვარებული ტაფასავით!

ჯონგინს ვუყურებ. თავს იქნევს. მეტაფორაც ამას ჰქვია.

ჩემი ძმა მთელი საღამო ჩვენ გვაშტერდება. ვიღიმი, პიცას მივირთმევ, რომელსაც, სხვათაშორის, ჯონგინი საერთოდ არ ეკარება, რადგან დასანახადაც ვერ იტანს. ჩემ გვერდით მოდუნებულად ზის და თავისი გრძელი თითებით მუხლზე მეფერება მაგიდის ქვეშ. ჯიელი ამჩნევს და დრო და დრო ჩუმად ხითხითებს.

-რომელ ქორწილში გავერთობით უფრო მალე? -ჩანიოლი იღიმის და მზერას ჩვენკენ ისვრის.

გაკვირვებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ უკვე ყველაფერი იციან. ბექმა საიდუმლოდ მითხრა, რომ ჯონგინი ყველგან ტრაბახობს, ხელი რომ მთხოვა. სწორედაც რომ ტრაბახობს.

-ყველამ ისედაც კარგად იცის უკვე, რომელშიც, -ამაყად აცხადებს ჯონგინი.

ვამჩნევ, ბექიონს შეაქანა. ჯერ კიდევ უჭირს.

-ერთად წავალთ შენი კოსტუმის ასარჩევად, -ხითხითებს ჩანიოლი და კრისიც უეცრად ფხიზლდება.

-ერთ მაღაზიას დავადგი თვალი, -თავს აქნევს შეზარხოშებული ჯონდე.

-თვალი დაადგი? ეგეთი მაღაზიები საერთოდ რად გინდა? რას არჩევ? -ამბობს იფანი და ყველა იცინის.

მე კი წარმოვიდგენ, როგორ წავალ კაბის ასარჩევად ჰიოკიონსა და ბექიონთან ერთად. მეგობარი სტაფილოს დაახრამუნებს, თან რჩევებს მომცემს, იმიტომ, რომ უკვე გარკვეული იქნება ამ საკითხში, ხოლო ბექიონი უკმაყოფილოდ იღმუვლებს, კაბა თუ არ მოეწონება, პარალელურად იმაზე იფიქრებს, საერთოდ როგორ მოხდა ეს ყველაფერი - მე ჯონგინს მივყვები ცოლად. ადრე თუ გვიან შეეგუება. არც არავინ აჩქარებს, დრო სჭირდება.

მაგიდის ქვეშ ჯონგინს ხელს ვუჭერ, თან ვამჩნევ, როგორ იღიმის. შემდეგ ამბობს, რომ ცოტა ხნით უნდა გავიდეს. მივყვები. მერე ისე მხურვალედ მკოცნის ქუჩაში, რომ მცხება კიდეც, როცა გარეთ სუსხიანი ქარი უბერავს. ტუჩსაცხი მეთხაპნება, და ორივე თავს ვიწესრიგებთ, სანამ უკან დავბრუნდებით.

და ასე ვდგავართ ერთად: ის, გრძელი კოცნებისგან გაფუებული ტუჩებით, სხვადასხვა მხარეს გაშვერილი თმით, და მე, ყურებამდე შეყვარებული, სუნთქვის დარეგულირების მცდელობით. და ახლა, ალბათ, რამე ფილოსოფიურზე უნდა დავფიქრდე, რადგან ასეთი მომენტები სწორედ ფილოსოფიურ აზრებს აღვიძებს.

მაგრამ, არ მინდა.

ყველაფერი, რაც დღეისთვის, ხვალისთვის და მომავალი მთელი ცხოვრებისთვის მსურს - ჯონგინის სიყვარულია. რომ ბედმა რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება მოგვიწყოს, რადგან უკვე ბევრი რამ გადავიტანეთ.

ძალიან ბევრი.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი

საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. ალბათ, პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ორიგინალის ავტორს ასეთი საყვარელი და საინტერესო ისტორიისათვის, რომელმაც არა ერთხელ გამიბედნიერა და გამიხალისა დღე და თავიდან შემაყვარა მთლიანი ექსო. 

და უღრმესი მადლობა თქვენ, ჩემო უსაყვარლესო და უთბილესო მკითხველებო, რომლებიც ყოველთვის უსაზღვრო პოზიტივს, სითბოსა და სიყვარულს მჩუქნით! თქვენით ყოველი დღე სიხარულითაა ჩემთვის სავსე უკვე მერამდენე წელია და ალბათ არასოდეს მომბეზრდება იმის გამეორება, რომ ჩემთვის თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასია. დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გამომყევით ასეთ გრძელ გზაზე, არ დაიშურეთ კომენტარები, შეფასებები და ისიამოვნეთ კითხვის პროცესით, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. 

ძალიან მომენატრებით თქვენც, სუნმიც, ჯონგინიც და ბექიონიც. კიდევ ბევრჯერ შემოვალ ისტორიის და თქვენი კომენტარების გადასაკითხად, იმიტომ, რომ ალბათ ვერასოდეს შეველევი :)

დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ისევ შევხვდებით ან ჩემი ორიგინალური ისტორიით, ან მორიგი თარგმანით. მანამდე კი, გემშვიდობებით. 

მუდამ თქვენი, ლეა :)

Continue Reading

You'll Also Like

106K 18.3K 58
❝ ﹏ මට මේක කියන්නකෝ අග්‍ර..බියුටි ඇන්ඩ් ද බීස්ට් එකේ කුමාරයා ශාපයක් නිසා එච්චර කැත රාක්‍ෂයෙක් වුනේ නැත්තම් බෙල් වගේ දුප්පත් කෙල්ලෙක් දිහා අඩුම තරමෙ බ...
78.8K 4.3K 61
ထုံးစံတိုင်းပါဘဲ 18+ပါ ကြိုက်မှလာဖတ်ကြပါရှင်။
172K 19.5K 55
Baekhyuneeက ခ်စ္ေနတုန္းမွာ ျပန္ခ်စ္ေနာ္...မဟုတ္ရင္ သူမ်ားေနာက္ ပါသြားမွ ႏွေျမာ၊တသ၊လြမ္းေဆြး၊ငိုေႂကြးမေနနဲ႔....မသနားဘူးဗ်.... ငါ့ေစ်းဗန္းက ကိုႀကီးတစ္ေ...
57.3K 3.5K 21
"-შენი?! რატომ?! რატომ ვარ შენი?! მიპასუხეეე! შენ მე არ გიყვარვარ! მე შენი ძუკნა ვარ სხვა არავიიინ!"