პიცის ნაჭერი

By princessharuru

31.8K 5.3K 4.2K

თ ა რ გ მ ა ნ ი !!! მუდმივად ჩუმი ბიონ სუნმი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა სკოლის პოპულარული ბანდისთვის... More

1 - იმაზე უარესია, ვიდრე მე და ჩანიოლი ერთად აღებული
2 - დააიგნორე მისი არსებობა
3 - ხომ დამეხმარები?
4 - ლი თემინ, აღარ დამენახო
5 - რა ჩაიფიქრე?
6 - ამ სახელთან იმდენი დამთხვევაა
7- შეიძლება ოპპა დაგიძახო? -არ შეიძლება
8 - უფრო მეტად მომწონს, როცა მელაპრაკებიან
9 - და მერე ყველა გაიგებს, რომ ნათესავები ვართ
10 - ესე იგი, იქ ჰიოკიონის შეყვარებული ზის
11 - ვითომ არ გამიგია
12 - სუნმი, ნუ ჭკვიანობ
13 - ეს ცხოვრების წესია და თითოეულმა თვითონ ავირჩიეთ ის
14 - სასაცილო ხარ
15 - -ჰიონებიდან რომელიმეს დაუძახე
16 -ბაბლ თი გამიკეთე, -ვითომ რატომ?
17 -წაიყვანე შენი მეგობარი და წაერთრიეთ
18 - უბრალოდ სულელური ცრურწმენაა, სამაგიეროდ, ყვავილებია ლამაზი
19 - -ლოთების სწრაფი მიტანის სერვისი
20 -ტუჩი გამიხეთქე, სადისტო
21 - მე ვარ მოსაწყენი?
22 - ლუ, უსამართლობაა
23 - შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დამისვა
24 - წარმატებული დასაწყისი, წარმატებული მომავლისკენ
25 - ასე ძალიან მოგწონს ჩემი თვალიერება?
26 -მოგენატრე და ამიტომ მირეკავ?
27 - მინდოდა გამეგო, რითი ვერ მოაწონა ჩემმა ძმამ თავი მეგობარს
28 - კარგი გოგოები სხვის საუბრებს არ უსმენენ
29 -უბრალოდ რამე სიახლე მინდა
30 -კბილის ჩხირებს შევიყენებ თვალებში, რომ არ დამეძინოს
31 -ისეთი მოსაწყენი ხარ, მაგრამ ეს თითქმის არც მაღიზიანებს
32 -გინდა, მეორე პირველი პაემანი მოვაწყოთ?
33 - სკოლაში რატომ არ ხარ?
34 - უბრალოდ გავიზარდე და აღარ მაინტერესებს. როგორც შენ.
35 -ვფიქრობ, ეს სავარძლები ფიცრებისგანაა
36 - ნარკომანები ხართ, არა?
37 - ის ხომ მთავარ რეგვენად მიგაჩნდა
38 -შენ მეუბნები, რომ ეს თვით ბიონ ბექიონის დაა?
39 -შენი ყოფილი თუა, დარწმუნებული ვარ, არ მსურს მისი გაცნობა
40 -შეიძლება, კურსებზე მაინც მოვუყვე, მხოლოდ დასაწყისი?
42 -მაზოხისტი არა, დედააფეთქებული თვითმკვლელი ხარ
43 -მითხარი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი თითზე არ მიხვევდა
43 ნაწილი (2)
44 - კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბუსანში
45-არა. გვეჩქარება, ხომ ასეა, მოსწავლე ლი?
46-რისთვის, თუ ჩემი დაიკო ასეა დარწმუნებული თავის ძვირფას მეგობარში?
47 -შენი შეყვარებული რომ ვყოფილიყავი, ასეთი რამ არ მომეწონებოდა.
48 -გამარჯობა, ჯონგინ. აქ შენს გოგონასთან ვერთობით.
49 -შემდეგი შეხვედრისას ისე მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთს არასოდეს ვიცნობდით
50 -არასწორია პრობლემებისგან გაქცევა.
51 -მეც და შენც ფსიქიკა მოვუსპეთ (კიმ ჯუნმიონის დღიურიდან)
52 - მოდი, ვიყოთ.
53 - მაგიტომაც არის ჩემი ცოლი
54 - ვაუ, დედა.
55 - ბანდის კვალი ავიღეთ, რომელმაც წლების წინ მთელი კორეა ააფორიაქა
56 -ნეტავ იცოდეს, სინამდვილეში როგორი ცუდი ვარ

41 -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება

546 79 60
By princessharuru

მოუქნელად დაბერტყებული სამზარეულოს სკამზე, ყავას ვხვრეპდი და ტელეფონში სიახლეებს ვათვალიერებდი. სახლში ამაყ სიმარტოვეში ვიყავი - დედა ღამის ცვლაზე სამუშაოდ წავიდა, ბექიონი კი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.  ძმა უკვე ამ დღეებში უნდა გამოეწერათ, რაც ძალიან მთრგუნავდა. არა, გულწრფელად ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ძამიკო, როგორც იქნა, სახლში იქნება, მაგრამ მისი არყოფნის დროს ბევრი რამ შეიცვალა. და ახლა კიმ ჯონგინზე წყეულ დამოკიდებულებას ვგულისხმობ.

შეგახსენებთ: ეს ჩემი პირველი ურთიერთობაა. კიმზე დამოკიდებულება კი ყოველ დღე იზრდება. სულელურად მიმაჩნდა, რომ გიჟი გოგონები მობილურის ფონებად შეყვარებულების ფოტოებს აყენებდნენ, ახლა კი თვითონ ვაშტერდები ტელეფონის ეკრანს და ზედ ჯონგინის ფოტოს ვხედავ. კი ცდილობს, სახე ხელებით დაიფაროს, მაგრამ მაინც ვერ ასწრებს: სურათზე ისინი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იყინება, რომელზეც ცალყბა ღიმილი მოჩანს. მე გადავუღე ორი დღის წინ.

ყოველ ჯერზე ვაკონტროლებ საკუთარ თავსა და ფიქრებს. გონებაში ყველაფერი ერთად მიტრიალებს, დაწყებული "როგორი რეაქცია ექნებოდა ჯონგინს ჩემს სიტყვებზე?" და დამთავრებული "იმედი მაქვს, ჯონგინმა დღეს კარგად ჭამა". ეს უსაზღვროდ სულელურია, მაგრამ ვერაფერს ვხდები. მასთან რაც შეიძლება ხშირად მინდა ახლოს ყოფნა, მაგრამ ამავე დროს მესმის, რომ მის ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი არ ვარ.

უკვე გაციებული ყავის ჭიქა რომ დავაცარიელე, დასევდიანებულმა ამოვიხვნეშე. სიმართლე რომ ვთქვა, მარტოობით მოვიწყინე, რის გამოც, უამრავი ფიქრი აწვებოდა ჩემს შეყვარებულ, და ამის გამო, კიდევ უფრო სულელ თავს.  არ მინდოდა მომაბეზრებელი ვყოფილიყავი, მაგრამ თითი პირდაპირ ჯონგინის ნომერთან გაშეშდა. დავურეკო? მივწერო? გუშინდელიდან მოყოლებული არ გვინახავს ერთმანეთი... იქნებ ნორმალურია, უბრალოდ თუ ვიკითხავ, როგორ არის? დადებითი და უარყოფითი მხარეები რომ ავწონ-დავწონე, გადავწყვიტე, კიმისთვის მიმეწერა. უბრალოდ შევახსენებ ჩემს არსებობას.

მიმღები: კლასელი
როგორ ხარ?

მისასალმებლად უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. მაგრამ უკვე რამდენიმე წუთში ვინანე: პასუხი არ მიმიღია. უკმაყოფილოდ მოვკუმე ტუჩები, მობილურის ეკრანს დავაჩერდი. სიჩუმე. ხელი ისევ გამექცა რამის დასაწერად:

მიმღები: კლასელი
რას აკეთებ?

პასუხი ისევ არ არის.

მიმღები: კლასელი
დაკავებული ხარ?

მიმღები: კლასელი
თუ სპეციალურად მაიგნორებ?

მიმღები: კლასელი
იქნებ რამე დამემართა?

მიმღები: კლასელი
ეი!

საბოლოოდ, ჯონგინის ნომერზე ათობით შეტყობინება დავტოვე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. უკმაყოფილოდ დავყურებდი ხან ყავის ცარიელ ჭიქას, ხან - ტელეფონს. არ მინდოდა მომაბეზრებელი გამოვჩენილიყავი, მაგრამ თავს სიე მარტოსულად ვგრძნობდი...ვფიქრობ, ძალიან მეწყინებოდა, არა, ნამდვილად მეწყინებოდა, ჯონგინი უბრალოდ რომელიმე კლუბში რომ ყოფილიყო ან წვეულებაზე მეგობრებთან ერთად. მე ხომ ვიცოდი, ჩვენს ურთიერთობამდე ღამის ცხოვრებით რომ ცხოვრობდა, მაგრამ არ ვიცოდი, შეწყვიტა თუ არა.

ამ ფიქრებით, განწირულად წავედი შხაპის მისაღებად. მაინც არავინ მიპასუხა, გვიანი იყო, ამიტომ, გადავწყვიტე, მებანავა და და დასაძინებლდ მოვმზადებულიყავი. ცივი წყლის ქვეშ დიდ ხანს დგომით მოვდუნდი, და საერთოდ გადამავიწყდა კიდეც შეტყობინებები, ტელეფონი სამზარეულში მივაგდე. არ მწერს, ესე იგი, დაკავებულია, ლოგიკურია?

უკვე მზად ვიყავი, დავწოლილიყავი. თმა კუდად რომ შევიკარი, უზარმაზარი მაისური გადმოვიცვი, მთელ სახლში შუქიც გამოვრთე და მხოლოდ ჩემი სანათი დავტოვე საძინებელში. მუსიკის მოსმენა ან წაკითხვა მინდოდა, თუმცა შხაპის შემდეგ კიდევ უფრო მომერია ძილი. იმაზე ფიქრით, რომ ხვალ ჰიოკიონისთვის დარეკვა არ იქნებოდა ურიგო, თითქმის გავითიშე. ხოლო როცა თვალები ერთმანეთზე დამეწება, მთელ ბინაში უსიამოვნო ხმა გაისმა. შევხტი კიდეც, მოწყვეტით წამოვიწიე იდაყვებზე და თავიდან საერთოდ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ვიღაცამ ზარი დარეკა, რამაც საწოლიდან წამოვარდნა და თვალების დაჭყეტა მაიძულა. გავიზმორე. ალბათ დედას ისევ რამე დარჩა სახლში - ასე ხშირად ხდებოდა. ამიტომ, ნელა წავბარბაცდი კარისკენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მშობელი კარგ ხასიათზე არ იყო. ვინაიდან, უკვე რომ მივუხლოვდი, კარის სახელურის ჯაჯგური დაიწყო. მოვიღუშე, ნელა გამოვაღე კარი, შუქი ავანთე და თვალები მოვისრისე.

-რა მოხდა? -დაბღვერილმა ვიკითხე, სანამ დედის ბნელ ფიგურაზე ვცდილობდი ფოკუსირებას.

-რა მოხდა? სერიოზულად? მაგას შენ მე მეკითხები? -უკმაყოფილო ხმა, რომელიც საერთოდ არ ეკუთვნოდა დედაჩემს. მოულოდნელობისგან შევხტი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან, ფიგურა კი თავდაჯერებულად შემოვიდა ჩემს ბინაში, მის უკან კარი მიხურა  და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.

-ეგ მე უნდა ვიკითხო, -ისევ ის ხმა, თვალებს გიჟივით ვაფახუნებ. -რატომ უნდა დატოვო ამდენი შეტყობინება და მერე ზარებს არ უპსუხო? სპეციალურად გააკეთე?

მოვიღუშე, მერე თვალები გავახილე, რომ დავრწმუნებულიყავი, არაფერი მეჩვენებოდა. მაგრამ კიმ ჯონგინი უკმაყოფილო სახით დგომას განაგრძობდა და ყურადღებით მიცქერდა. აქ მოვიდა და არც კი შეეშინდა, დავუშვათ, დედაჩემის?

-მე-მე... არ ვიცოდი რა მეკეთებინა, უბრალოდ მინდოდა გამეგო, როგორ იყავი, მაგრამ დიდ ხანს არ მპასუხობდი, ამიტომ შხაპის მისაღებად გავედი და მობილური დამავიწყდა... -თავს ვიმართლებდი. -დაკავებული იყავი?

-კრისთან ვიყავი, -მაშინვე გაისმა მკვეთრი პასუხი. ჯონგინი ჩემს კორიდორს ათვალიერებდა, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ წუთი-წუთზე დედა შემოვიდოდა.

-რამე მნიშვნელოვანია? -ვიკითხე და უცებ მოვიღუშე. -ბოდიში, უბრალოდ მოვიწყინე. მთელი ღამით მარტო ვარ სახლში. დედა ღამის ცვლაში მუშაობს, -ვხსნიდი, თან იმ მომენტში იმაზე ჩავფიქრდი, რომ ჯონგინი ახლა ტყუილად არ მოსულა ჩემთან შუა ღამისას. ნუთუ...ნუთუ ჩემზე ღელავდა?

კიმმა ტუჩები მოკუმა, მერე ცბიერად გაიღიმა.

-ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, -მხრები აიჩეჩა ბიჭმა, შემდეგ ფეხსაცმლის გახდას შეუდგა. -მაინც მომაცეინე. ამიტომ ახლა მთლიანად შენი ვარ, -ამაყად განაცხადა ჯონგინმა, საკმარისი იყო, საბოლოოდ გამომშვიდობებოდა ბოტასებს. პირი დავაღე, როცა კიმმა ზედატანის გახდაც დაიწყო. -რა გიკვირს? -გაეცინა. -ხომ მელოდებოდი?

ხმამაღლა გადავაგორე ნერწყვი.

-რ-რა?..ა-არა, მე...არასწორად გამიგე.

კიმ ჯონგინი უკვე ჩემკენ ზურგით შემოტრიალებულიყო, თუმცა საკმაოდ ხმამაღლა განაცხადა:

-ვიცი, გინდა, რომ დავრჩე.

და კიდევ კარგი, ჩემკენ ზურგით იდგა, იმიტომ რომ ასე ნამევილად ვერ დაინახავდა ჩემს სულელურ ღიმილს. მე კი გავიფიქრე, რომ ძალინ მომწონს, როცა ჯონგინი ასე ამტკიცებს რაღაცას, ჩემგან დაუკითხავად.

ესე იგი, კიმ ჯონგინი დღეს ჩემთან აპირებდა დარჩენას მთელი ღამით. ვიყავი თუ არა გულუბრყვილო, თუ ვფიქრობდი, რომ ამ დროს სრულიად უმანკოდ გავატარებდით? ყოველ შემთხვევაში, მჯეროდა, ყველაფერი ასე მოხდებოდა. ჯონგინს განვუცხადე, რომ ძილს ვაპირებდი, მან თავი დამიქნია, მაგრამ ნაგლად შემომყვა სააბაზანოში, როცა შიგნით შეკეტვას ვცდილობდი იმ მიზეზით, თითქოს კბილების გახეხვა მინდოდა. საერთოდ, ამას არასდროს ვაკეთებდი საღამოობით, მაგრამ ახლა წამით მაინც მინდოდა, მარტო დავრჩენილიყავი, მაგრამ კიმმა ამის საშუალება არ მომცა.

-ასე ადრე იძინებ? -წარბი ასწია ჯონგინმა, აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარმა, სანამ წყალს ვრთავდი.

-დავიღალე, -ჩემი ხმა თითქოს სხვას ეკუთვნოდა.

-ასეთს რას აკეთებდი დღეს? -განაგრძო დაკითხვა კიმმა, სანამ შეფუთვიდან კბილის პასტას ვდევნიდი.

წარმოვიდგინე: მთელი დღის განმავლობაში დორამის ყურების მეტი არაფერი გამიკეთებია. ათას ვონს ჩამოვალ, რომ მაშინვე დამცინებს, როგორც კი ვუპასუხებ.

-ტელევიზორს  ვუყურებდი, -უხმოდ განვაცხადე.

კიმ ჯონგინს კი, როგორც მოსალოდნელი იყო, სიცილი წასკდა:

-ოჰო, საერთოდ როგორ დგახარ ფეხზე?

მოკუჭული ცხვირით, თავი მოვიკატუნე, თითქოს ზედმეტად ვიყავი გართული კბილების გამოხეხვით. ალბათ უკვე დასისხლიანებამდე გამოვიხეხე, იმიტომ, რომ ძალზე ძლიერად ჩავეჭიდე ჯაგრისს. არ მეშინოდა, არც დისკომფორტს ვგრძნობდი, უბრალოდ შინაგანად უცნაური შეგრძნება ბობოქრობდა.

ბიონ სუნმიმ სახლში ბიჭი მოიყვანა. აი, სიახლე.

პიტნის პასტას რომ დავემშვიდობე, სახე ჩამოვიბანე და წყალი დავკეტე, ზურგზე ჯონგინის მზერას ვგრძნობდი. საერთოდ, ნიჟარის თავზე სარკე ეკიდა, რომელიც პირდაპირ ირეკლავდა მის სახეს, მაგრამ, ვცდილობდი, მისთვის არ შემეხედა, ისევ ავწითლდებოდი. ქუსლებზე შემოვტრიალდი, და ის იყო ბიჭისთვის წახემსება უნდა შემეთავაზებინა, რომ გავშეშდი და პირი დავაღე, საკმარისი იყო, მისკენ შევბრუნებულიყავი.

კიმ ჯონგინმა მაისური გადაიძრო! ახლა დაკუჭული სადღაც იქვე ეგდო. თვალები დავჭყიტე და თითქმის უხმოდ ამოვიხვნეშე მოულოდნელობისგან. ბიჭი აბაზანის კიდეზე ამაყად იჯდა. ცალყბად მიცქერდა, თვალებში ეშმაკები დასთამაშებდა. თითქოს, ყველა სიტყვა გადამავიწყდა, რომლებიც ოდესმე მისწავლია, იმიტომ, რომ თავში აღარაფერი მომდიოდა. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი - გაშიშვლებულ კუნთებს ვაშტერდებოდი და დროდადრო ტუჩებს ვკუმავდი. ამას რატომ აკეთებს?

ჯონგინს სიცილი აუტყდა:

-ვიფიქრე, უსამართლობა იქნება, მხოლოდ ერთ-ერთ ჩვენგანზე თუ იქნება ტანსაცმლის მხოლოდ ორმოცდაათი პროცენტი, -გაიცინა, ჩემგან თვალი არ მოუშორებია. როგორც ჩანს, ჩემი სახე არანაირ ემოციას არ გამოხატავდა, თანაც, საერთოდ ვერ მივხვდი, რას ამბობდა ჯონგინი. სწორედ ამიტომაც დააყოლა. -შენი შარვალი, სუნმი.

მაშინვე შევხტი, თვალები დავხარე და...

-ო, ღმერთო! -წამოვიკივლე. მომენტალურად მოვიგრიხე, ჯონგინს მივაფრინდი, რათა თვალები მტევნებით დამეფარა. -არ შემომხედო! არ გაბედო, სანამ შარვალს არ ჩავიცვამ!

მე, ამის დედაც, მთელი ეს დრო ბიჭის წინ შარვლის გარეშე დავწოწიალებდი. უფრო კონკრეტულად კი, მხოლოდ მაისური და ტრუსები მეცვა. კი, მაისური გრძელი იყო, მაგრამ მაინც ძლივს მიფარავდა ჩემს მეხუთე წერტილს. ბრავო, ბიონ სუნმი. ასე მხოლოდ მე შემიძლია.

ისე, რომ ჯონგინის სახიდან ხელები არ მომიცილებია, წამებს ვითვლიდი, ოთახში ტყვიასავით რომ შევვარდნილიყავი, თან ტუჩს ვიწვალებდი, მშვენივრად მახსოვდა, როგორ ვიხრებოდი ნიჟარასთან. კიმმა კი არც შეიმჩნია. გარყვნილი.

გასაქცევად უკვე მზად ვიყავი, ჯონგინს ჩემი სირცხვილისთვის რომ აღარ ეყურებინა, თუმცა საერთოდ ვერ შევნიშნე, როგორ მოწყვეტით დამიჭირა, და ახლა მის მკლავებში ვიმალებოდი. უფროსწორად, მიმიზიდა, მკლავები სადღაც ჩემი საჯდომის ქვეშ გადააჭდო ერთმანეთს. ვიდქი, ჯონგინი ისევ იჯდა, მე კი სულ ოდნავ ვიყავი მასზე მაღალი.

სახეები ერთმანეთისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გაგვიჩერდა. შარვალი უკვე გადამვიწყებოდა, და საერთოდ ისიც, რა მაღელვებდა რამდენიმე წუთის წინ. ჯონგინის მზერის ქვეშ ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა.

-არ არის საჭირო არაფრის ჩაცმა, -თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით თქვა ბიჭმა დაბალი ხმით, მერე უფრო ძლიერად მიმიხუტა. სახე ავტომატურად დაბლა მეწეოდა, ჯონგინის კი -პირიქით. არ გავშეშებულვართ, ხოლო როცა კიმის ცივი მტევნები ჩემს ფეხებს შეეხო, იმდენად შევხტი, ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა.

კოცნაში ვგრძნობდი, რომ ჯონგინი იღიმის. ბიჭის ხელები ნელა მოიწევდნენ ჩემი წელისკენ, სანამ მე კისერზე ვეხვეოდი. კიმმა თითქმის უგრძნობად მიკბინა ზედა ტუჩზე, რამაც წამით გამაქვავა. ბიჭი ენით ჩემს სასაზე მხოლოდ მისთვის გასაგებ ჩუქურთმებს ხაზავდა, მე კი მომენტით ვსარგებლობდი. შიგნიდან ყველაფერი სიამოვნებაში მეღვენთებოდა: გული არც ისე ჩქარა მიძგერდა, როგორც პირველად, ახლა  მეტად ვცდილობდი კოცნის შეგრძნებას, თითქოს ელექტრონულ დარტყმას ვიღებდი, ოღონდ სასიამოვნოს. მუცელიც საამოდ მეგრიხებოდა, მაგრამ ჰაერი სულ უფრო ნაკლები რჩებოდა. ჩემმა მტევანმა დინჯად გადაინაცვლა ჯონგინის ლოყაზე, როცა მომშორდა.

არც კი მიფიქრია, რომ ეს დასასრული იყო. კიმი ფრთხილად წამოდგა, და ახლა ისევ ჩემზე მაღალი იყო. ბიჭმა ისევ დაატყვევა ჩემი ბაგეები, მაგრამ ახლა უფრო მომთხოვნად, თითქოს წინა ჯერი საერთოდ არ ეყო. მე უკან-უკან ვიხევდი, სანამ ზურგით ცივ კედელს არ მივეკარი.

ჯონგინმა ხელები კედელზე შემოაწყო, ჩემს კისერზტან ახლოს. ფეხის წვერებზე ვიდექი, დაუნაყრებელივით. გაუჩერებლად მივიწევდი მაღლა უფრო მეტის მისაღებად.

-მგონი, აჯობებს, მაისური მაინც ჩაიცვა, -ძლივს მოვასწარი ამობურტყუნება, როცა ჯონგინი წამით მოშორდა ჩემს ტუჩებს, მერე კი ისევ დამეწაფა.

ახლა აკურატულად ეალერსებოდა ჩემს ზედა ბაგეს, ჩემი ხელები კი მის მკერდს ეყრდნობოდა. ყოველ ჯერზეც როცა ჯონგინი კოცნას წყვეტდა, იგი სწრაფად ადი-ჩადიოდა.

-ჩემის ჩაცმას არ ვაპირებ, -ჩამიცინა ყურთან. ბიჭმა თავისი ცხელი სუნთქვით კანი დამწვა, მერე მსუბუქად გაჰკრა ტუჩები ბიბილოს, რითიც ხმამათლა ამოსუნთქვა მაიძულა.

მცხელა.

-ჩემი ძმის მაისური მოვიტანო? -ჩემს არეულ სუნთქვასთან ბრძოლით ვიკითხე. ჯონგინი მაშინვე მომშორდა და ყურადღებით დამაჩერდა, როგორც ჩანს, იმის გასაგებად, ვხუმრობ თუ არა.

-ოჰო, როგორ მიხვდი? -დაიმანჭა, თავისი სქელი წარბები შეჭმუხნა. -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება.

სიცილი ამიტყდა, მისი მოჯღანული სახე რომ დავინახე, მერე კი გამბედაობა მოვიკრიბე და თვითონ მოვიზიდე ჩემკენ, პატარა მტევნებით უზარმაზარ მხრებზე მოვეჭიდე. და ის იყო, ჩვენი ტუჩები უნდა შეხებოდა, ჯონგინი კი უფრო შორს აპირებდა შეტოპვას, ჩემს კისერზე მოალერსებით, რომ უცებ პრივე სამი მილიმეტრის დაშორებით გავშეშდით.

ვიღაც კარს აღებს გასაღებით. და აი ახლა ეს ნამდვილად დედაჩემია.

განძრევის მეშინოდა, გახსნილი ბოქლომის ხმა კი ექოდ ისმოდა მთელ ბინაში. 

ესე იგი, რა გვაქვს: მე, კეთილი და დამჯერი გოგონა, ვკოცნი ნახევრად შიშველ ბიჭს აბაზანაში, დედაჩემი კი სამსახურიდან ბრუნდება. ასეთ სიტუაციაში ზოგადად როგორ იქცევიან ხოლმე?

-შენთან კიდევ ერთი ბიჭი უნდა მოვიდეს? -ჩურჩულით იკითხა კიმმა.

-დედაჩემია! -დავიწკმუტუნე. მერე, ძალღონე მოკრებილმა, ჯონგინს ვუთხარი, ჩუმად მჯდარიყო, და როცა კარი უკვე თითმის შეიღო, ტყვიასავით გავვარდი კორიდორში. თვალში მაშინვე მომხვდა ბიჭის ბათინკები, რომლებიც ერთი მოსმით შევყარე კომოდის ქვეშ, როცა შემოსასვლელი კარი საბოლოოდ გაიღო და სახლში დედა შემოვიდა.

-ჯერ არ გძინავს? -გაუკვირდა, შემოსასვლელში რომ დამინახა. -და ასეთი მოუწესრიგებელი რატომ ხარ? 

გონებაში შევიკურთხე. რა თქმა უნდა, მოუწესრიგებლად ვდგავარ, თან, ალბათ, ტუჩებიც ოდნავ დამისივდა ხანგრლივი კოცნებისგან. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი. იმიტომ, რომ ჩემს აბაზანაჟი ახლა კიმ ჯონგინი ზის. 

-რამე დაგრჩა? -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. თავბრუს ხვევა დამეწყო დატრიალებული მოვლენებისგან. 

-კარგად ხვდები დედაშენს, -გაეცინა ქალს. მადლობა ღმერთს, შევრიგდით. -სამსახურში ძალიან დავისვარე, და ხომ იცი, იქ ონკანიც კი არ გვაქვს. ამიტომ, სახლში მოვედი. ჩქარა გადავიბან ფეხებს, მკლავებს და უკან დავბრუნდები. კიდევ კარგი, ხუთი წუთის გზაა გასავლელი.

გავშეშდი. დაბანა. რაღაცის დაბანა სჭრიდება. ამისათვის აბაზანაა საჭირო. მანდ კი ნახევრად შიშველი კიმია. 

დედის სახის წარმოდგენაზე, რომელიც მას შემდეგ ექნება, როცა მას აღმოაჩენს შიგნით, ყელი გამიშრა.

-დედა! -თითქოს სხვისი ხმით წამოვიკივლე, და ეს უკანასკნელი შეცბა კიდეც, გაოცებულმა გამომხედა. -დედა, წყალი არ არის. რაღაც ავარია მოხდა. წყალი არ მოდის.

-გადაკეტეს? -სახე გამოეშვირა დედას.

-ჰო! -თვი ქნევა ავტეხე. მთავარია, დაიჯეროს. -თვითონაც ვზივარ და ვყარაულობ. იქნებ, დაგირეკო, როცა ჩართავენ? 

ქალმა ნელა დააქნია თავი:

-ესე იგი, ტყუილად მოვედი? 

მაგრამ უკვე აღარ ვუგდებდი ყურს მის სიტყვებს. შეხსნილ კართან ვიდექი და ველოდებოდი, როდის წავიდოდა დედა:

-დაგირეკავ! 

ქალი ისევ მოიღუშა, ხოლო როცა სადარბაზოში გადიოდა, ყურადღებით შემათვალიერა. 

-კარგი...

და კარი ჩავკეტე. 

ღმერთო, შიშისგან ლამის ნაწლავები ამომიცვივდა. დეას რომ დაენახა... მთელი ცხოვრებით დამსჯიდნენ და სახლიდან აღარ გამომიშვებდნენ, ვფიცავ.

ანერვიულებულმა გადავიწიე სახეზე ჩამოყრილი თმა ყურსუკან, როცა სააბაზანოდან ჯონგინი გამოიძურწა. ინტერესით მადევნებდა თვალს, მე კი მისი ფრაზებისათვის შევემზადე.

-დათვერი, სკოლა გააცდინე, სახლიდან გაიქეცი, ახლა დედა მოატყუე, იმიტომ, რომ აქ შენი შეყვარებულია, -დაიწყო კიმმა. -საშინლად გაფუჭებ, -მხოლოდ ჩაიხითხითა.

***

ზედმეტად უხერხულად ვგრძნობდი თავს იმის გამო, რომ ჩემი საწოლი ძალიან პატარად მეჩვენებოდა. ამიტომ გონებაში ერთი სულელური იდეა მომივიდა, რისთვისაც ადრე ალბათ საკუთარ თავს კარგად ვუთავაზებდი. ჯონგინს დედაჩემის საწოლზე მოთავსება შევთავაზე. განქორწინების შემდეგ არ შეუცვლია ერთადგილიანით, ამიტომ უზარმაზარი იყო. ბიჭისგან განსაკუთრებული რეაქცი არ მოჰყოლია ამას, იმიტომ, რომ თავიდანვე თქვა, რომ არ აპირებდა ასეთ დროს ხვრინვის ამოშვებას, და, ალბათ, იფიქრა, რომ ამ საწოლზე დროთა განმავლობაში მეც მეძინა. 

კიმმა ცხვრების დათვლა მიბრძანა, სანამ თვითონ რაღაც მნიშვნელოვან შეტყობინებებს პასუხობდა, საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი. უკვე მოგვიანებით, თვითონ მოვნუსხე. 

და მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცნაირად გარყვნილად ჟღერს, სინამდვილეში, ასე არ ყოფილა. 

ჯონგინი საწოლზე გაიშხლართა, მე მორცხვად მოვკალათდი გვერდით, ხარბად ვიხუტებდი მის სხეულს, სანამ თვლას განვაგრძობდი. ჩურჩულშიც კი მომესმა, როგორ გაეცინა კიმს, როცა მტევანი ჩამოვადე. 

მომწონდა აი, ასე, უბრალოდ წოლა. მისი ახლოს შეგრძნება, ჯონგინის გულისცემის ხმის სმენაც -ეს ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, მაგრამ იმდენად ამაღელვებელი და ჯადოსნური, რომ სუნთქვაც კი მეკვროდა. ჯონგინი ფაქიზად მეამბორება თეძოზე, მე ვიღუშები. ბიჭთან ერთად ერთ საწოლზე ვწევარ. გავიზარდე?

-ბინა მაქვს, იცოდი? -საკმაოდ ხმამაღლა კითხულობს ჯონგინი, მე კი თავს ვუქნევ. მახსოვს, რომ ჰიოკიონთან იქაურ სარემონტო სამუშაოებზე ლაპარაკობდა. -წვეულების მსგავსი რაღაცის მოწყობა გვინდოდა. მე და ჩემს მეგობრებს, -კიმმ ამჯერა ჩუმად განაგრძო. -ხომ არ გაქვს სურვილი, ჩემთან ერთად წამოხვიდე? 

საწოლიდან წამოვხტი:

-სერიოზულად? -მქონდა სურვილი. თანაც როგორი!

-ჩემს მეგობრებს გაგაცნობდი. ოფიციალურად, გესმის? -ისევ გაწონასწორბეულად ამბობს ჯონგინი. მე კი მეჩვნება, რომ ახლა საწოლზე ხტუნვას დავიწყებ.

-კი! კი, კი, კი! -თავს ვუქნევ და ვცქმუტავ, კიმი შეუმჩნევლად იღიმის. -მოვდივარ! ძალიან მინდა, -ჯერ კიდევ თავს ვაქნევ, რაც ბიჭს აშკარად ახალისებს. 

მართლა, ძალიან მინდოდა. ეს ხომ ყველა ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია, ხომ არაფერი მეშლება? ბიჭი თავის გოგონას მეგობრებს აცნობს. და ისინიც მაშინვე სხვაგვარად ეპყრობიან გოგოს. 

-და ყველას ეტყვი, რომ შენი შეყვარებული ვარ, -ამოვთქვი, საწოლზე წამოვჯექი. ჯონგინმა დაქანცულად მოისრისა თვალები. 

-ვეტყვი, რომ მთელ კორეაში ყველაზე მოსაწყენი ადამიანი ხარ, -გაეცინა ბიჭს. იდაყვებს ჩამოეყრდნო და ტუჩი მოიკვნიტა, სანამ მე დამშვიდებას ვცდილობდი.

-არა, ეტყვი, რომ მე ვარ ის, ვინც შენი პატარა გული აათრთოლა. 

-ვეტყვი, რომ შენ "კორეის მის საცვლები" ხარ, -ჯონგინს ხარხარი აუტყდა, მერე ბალიშში ჩაეფლო. -ჰო მართლა, -ისევ ცალყბად დაიწყო, -დღესაც ჩათვლილი ტრუსები გაქვს, -თვალი ჩამიკრა. -ჩათვალე, დავაფასე.

წამით პირი დავაღე.

-კიმ ჯონგინ!

Continue Reading

You'll Also Like

28.3K 2.5K 10
KaiSoo ChanBaek HunHan TaoRis XiuChen SuLay Myanmar Ver: Pls enjoy my One Shots :) gomasamithar :)
44.1K 3.1K 72
ဖတ်ကြည့်နော်😉😉
177K 26.6K 21
"နွေအရောင်တွေဟာ ဝိုင်လိုပဲ..."
9.5K 880 17
როგორ შემიძლია ადამიანებს ტკივილი მივაყენო? თქვენ პირიქით უნდა დამისვათ კითხვა, როგორ შემიძლია, რომ მე მათ ტკვილი არ მივაყენო. ~ საინტერესო ამბ...