პიცის ნაჭერი

By princessharuru

31.8K 5.3K 4.2K

თ ა რ გ მ ა ნ ი !!! მუდმივად ჩუმი ბიონ სუნმი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა სკოლის პოპულარული ბანდისთვის... More

1 - იმაზე უარესია, ვიდრე მე და ჩანიოლი ერთად აღებული
2 - დააიგნორე მისი არსებობა
3 - ხომ დამეხმარები?
4 - ლი თემინ, აღარ დამენახო
5 - რა ჩაიფიქრე?
6 - ამ სახელთან იმდენი დამთხვევაა
7- შეიძლება ოპპა დაგიძახო? -არ შეიძლება
8 - უფრო მეტად მომწონს, როცა მელაპრაკებიან
9 - და მერე ყველა გაიგებს, რომ ნათესავები ვართ
10 - ესე იგი, იქ ჰიოკიონის შეყვარებული ზის
11 - ვითომ არ გამიგია
12 - სუნმი, ნუ ჭკვიანობ
13 - ეს ცხოვრების წესია და თითოეულმა თვითონ ავირჩიეთ ის
14 - სასაცილო ხარ
15 - -ჰიონებიდან რომელიმეს დაუძახე
16 -ბაბლ თი გამიკეთე, -ვითომ რატომ?
17 -წაიყვანე შენი მეგობარი და წაერთრიეთ
18 - უბრალოდ სულელური ცრურწმენაა, სამაგიეროდ, ყვავილებია ლამაზი
19 - -ლოთების სწრაფი მიტანის სერვისი
20 -ტუჩი გამიხეთქე, სადისტო
21 - მე ვარ მოსაწყენი?
22 - ლუ, უსამართლობაა
23 - შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დამისვა
24 - წარმატებული დასაწყისი, წარმატებული მომავლისკენ
25 - ასე ძალიან მოგწონს ჩემი თვალიერება?
26 -მოგენატრე და ამიტომ მირეკავ?
27 - მინდოდა გამეგო, რითი ვერ მოაწონა ჩემმა ძმამ თავი მეგობარს
28 - კარგი გოგოები სხვის საუბრებს არ უსმენენ
29 -უბრალოდ რამე სიახლე მინდა
30 -კბილის ჩხირებს შევიყენებ თვალებში, რომ არ დამეძინოს
31 -ისეთი მოსაწყენი ხარ, მაგრამ ეს თითქმის არც მაღიზიანებს
33 - სკოლაში რატომ არ ხარ?
34 - უბრალოდ გავიზარდე და აღარ მაინტერესებს. როგორც შენ.
35 -ვფიქრობ, ეს სავარძლები ფიცრებისგანაა
36 - ნარკომანები ხართ, არა?
37 - ის ხომ მთავარ რეგვენად მიგაჩნდა
38 -შენ მეუბნები, რომ ეს თვით ბიონ ბექიონის დაა?
39 -შენი ყოფილი თუა, დარწმუნებული ვარ, არ მსურს მისი გაცნობა
40 -შეიძლება, კურსებზე მაინც მოვუყვე, მხოლოდ დასაწყისი?
41 -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება
42 -მაზოხისტი არა, დედააფეთქებული თვითმკვლელი ხარ
43 -მითხარი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი თითზე არ მიხვევდა
43 ნაწილი (2)
44 - კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბუსანში
45-არა. გვეჩქარება, ხომ ასეა, მოსწავლე ლი?
46-რისთვის, თუ ჩემი დაიკო ასეა დარწმუნებული თავის ძვირფას მეგობარში?
47 -შენი შეყვარებული რომ ვყოფილიყავი, ასეთი რამ არ მომეწონებოდა.
48 -გამარჯობა, ჯონგინ. აქ შენს გოგონასთან ვერთობით.
49 -შემდეგი შეხვედრისას ისე მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთს არასოდეს ვიცნობდით
50 -არასწორია პრობლემებისგან გაქცევა.
51 -მეც და შენც ფსიქიკა მოვუსპეთ (კიმ ჯუნმიონის დღიურიდან)
52 - მოდი, ვიყოთ.
53 - მაგიტომაც არის ჩემი ცოლი
54 - ვაუ, დედა.
55 - ბანდის კვალი ავიღეთ, რომელმაც წლების წინ მთელი კორეა ააფორიაქა
56 -ნეტავ იცოდეს, სინამდვილეში როგორი ცუდი ვარ

32 -გინდა, მეორე პირველი პაემანი მოვაწყოთ?

600 95 61
By princessharuru

მომენტარეთ :)

არ ვარ დარწმუნებული, კონკრეტულად რისგან გამომეღვიძა: ან მზის კაშკაშა სხივები ნელ-ნელა შემოიპარნენ ჩემს სამყოფელში, ან რაღაც ცუდის მოახლოება ვიგრძენი. გამქრალ ძილთან ერთად მივხვდი, რომ იმ უსიამოვნო სუსხსხ ვერ ვგრძნობდი, რომელიც ყოველ დილით მეხვეოდა ხოლმე, ამიტომ ვიჩქარე, თვალები გამეღო და ხშირად ხამხამს მოვყევი. მზერა მაშინვე ჩემი კლასელის რუხ მაისურზე მიმეჯაჭვა, რომელიც თანაბარი სუნთქვისგან ადი-ჩადიოდა. მაშინვე მინდოდა განგაშით მოვშორებოდი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებბოდა, თუმცა კუნთები სულ დამისუსტდა, როცა გუშინდელმა მოვლენებმა გაიელვა გონებაში და საჭირო მომენტები შემახსენა. და ბოლოს, რაც ნაწყვეტებად დამამახსოვრდა, როგორ ვიხმობ კიმ ჯონგინს ჩემკენ. „გუშინ დავთვერი", -გამიფრინა თავში და მაშინვე ამოვიოხრე. 

სწორედ ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგია მსგავსი რაღაცების. და სწორედ მე დავლიე იმდენი, რომ მერე საკუთარი თავის შემარცხვენელი ქმედებები ჩამედინა. ისე მრცხვენია, რომ სადმე კუთხეში მინდება შეჭიჭყვნა. როგორ დავიჭირო თავი? როგორ არ შემრცხვეს გუშინდელის? ჯონგინმა რომ არასწორი დასკვნები გამოიტანოს? განძრევის მეშინოდა, მხოლოდ მოვიღუშე და ვცდილობდი ნერწყვი ძალიან ჩუმად გადამეყლაპა, და ახლა დიდი სიამოვნებითაც გამოვცლიდი რამდენიმე ჭიქა წყალს. გუშინდელი ღამის გახსენებისას, მრცხვენოდა, თუმცა რაღაც თბილი მაინც მათბობდა შიგნიდან. გუშინ ჯონგინი ჩემთან ისეთი...გახსნილი იყო. გული ახალი ძალით ამიფრიალდა, როცა თამამად გავიფიქრე იმის შესახებ, რომ მისმა შარმმა მომნუსხა. შეუძლია კეთილი და საყვარელი იყოს.

თავის მძინარედ მოჩვენებისას, ვერც კი მოვიფიქრე, შემემოწმებინა, ეძინა თუ არა ბიჭს, მაგრამ ამის გაკეთება არც დამჭირდა.

-ეს რა არის?! - ქალის კივილმა ისე გამჭრა გონებაში, თითქოს ამოუვსებელი ნამტვრევები დამიტოვა. ყველაფერი ისე მოწყვეტით გავაკეთე, როგორც შემეძლო: წამოვვარდი და თვალები დავჭყიტე, ვიგრძენი, ჯონგინმაც იგივე გააკეთა ჩემ გვერდით.

ხმის პატრონის ძებნა დიდხანს არ დაგვჭირვეიბა, რადგან წამშივე კუთხიდან თანამშრომელი გადმოგვიდგა წინ.

შარში ვართ. შარში. შარში. შარში. შარში. შარ-ში.

-აქ რა მოაწყვეთ?! -განწირულად გაჰკიოდა ქალი, მე კი ყოველ ჯერზე ვიღუშებოდი, რადგან თავი ცოტაც, და ტკივილისგან ამიფეთქდებოდა. ჯანდაბა, ჩემი მდგომარეობა უბრალოდ საშინელია. ქალი რაღაცას გვეჩიჩინებოდა დირექტორსა და ბორდელის შესახებ, მე კი თავს შემოვხვიე ხელები და ჯონგინისკენ შევტრიალდი. რატომღაც მას მინდოდა მივნდობოდი, თითქოს ჩემი ყველა გასაჭირისგან დამხსნელი -ის იქნებოდა.

ბიჭი მძინარედ გამოიყურებოდა, თმები ოდნავ ასჩეჩვოდა, ფუმფულა ტუჩები დაეღო. გუშინდელი ღამის შემდეგაც ისევ ისეთი ლამაზია, ჩემკენ გამოხედვა კი ახლა ალბათ შეუძლებელი იქნება.

ვერ ვატრიალებდი თავს, რათა ჯონგინის რეაქციისთვის მედევნებინა თვალი, ან ექიმისთვის. ქალი გაუჩერებლად ხაოდა რაღაცას, რასაც ჩემი გონება ყველანაირი ძალით უარყოფდა და ამის მაგივრად, ასპირინის აბს ითხოვდა. სამაგიეროდ, ჯონგინის გაღიზიანებული სახე უცვლელი რჩებოდა. და ასე გამოიყურებოდა მანამდე, სანამ ერთადერთი მკაფიო ფრაზა არ გავიგონე:

-დირექტორთან მივდივარ, - გამოაცხადა ქალბატონმა, ქუსლებზე შეტრიალდა. -ორივე აგებთ პასუხს იმაზე, რაც ჩაიდინეთ.

და დაგვტტოვა, მე კი შიგნიდან პანიკამ მომიცვა. ახლ საერთოდ ვერაფერს ვიაზრებდი საცოდავი მდგომარეობის გამო, თუმცა, ვგრძნობდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა. თვალებში დროდადრო მიორდებოდა კიდეც, ხოლო როცა ჯონგინისკენ შევტრიალდი და მის სახეზე ღიმილი დავინახე, ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი.

-აბა, რას იტყვი, სუნმი, გტკივა თავი? -ჩაიცინა ბიჭმა, მივაშტერდი. -ვიცი, რომ ასეა, -ჯონგინმა მხრები აიჩეჩა და საწოლიდან წამოდგა, ზარმაცად გაიზმორა. -იჩქარე, უნდა წავიდეთ.

წამწამები ავაფახუნე. ისე მშვიდად გამოიყურებოდა, მეც კი დავმშვიდდი. და საერთოდაც ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. უნდა წავიდეთ?..

ბიჭი მიხვდა, რომ ამ დილით ჩემმა გონებამ ცოტა ხნით შვებულების აღება გადაწყვიტა, ამიტომ განწირულმა ამოიოხრა.

-ვიცოდი, რომ შენთვის დალევა არ შეიძლებოდა, -თავი დააქნია, მერე მაჯაში ჩამეჭიდა და ძალით მიმიზიდა თავისკენ, რათა წამოვეყენებინე. -პირადად მე, ცალ ფეხზე მკიდია დირექტორიც და ეს ქალბატონიც, სამაგიეროდ, შენ ინანებ მერე. წავედით, სანამ კიდევ ერთხელ წაგვისწრეს.

და ყველანაირი კითხვის გარეშე გამიყოლა თან. აკურატულად (რამდენადაც შესაძლებელი იყო ასე) კარი ფეხით გააღო, ჯონგინმა თავიდან მიმოიხედა, მერე თავდაჯერებულად გიწია წინ, მეც უკან მიმათრევდა. თავში აზრმა გამიელვა, რომ ახლა ჯაშუშს ჰგავდა, რომელიც თავის საიდუმლო დავალებას ასრულებდა. ძალიან აკურატულად მოძრაობდა, თითქოს ასე ხშირად გარბის ხოლმე და ცდილობს, არავის მოხვდეს თვალში. კლასელის ზურგს უკან ისე მშვვიდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ, ვფიქრობ, აქ ჩემმა სუსტმა მდგომარეობაც შეიტანა წვლილი.

საკმაოდ სწრაფად გადავაადგილდებოდით სკოლაში, კორიდორებს გვერდს ვაქცევდით, ყურებში ჩაუწყნარებელი ქაოსი ქუხდა - მივხვდი, რომ სასწავლო დრო უკვე დაიწყო. მგონი, სხვების მზერებსაც ვიჭერდი, თუმვა თავში ყველაფერი იმდენად აირია, რომ საბოლოო ჯამში, ვერაფერს ვარჩევდი. ნეტავ მალე გავიდეთ აქედან და წყალი ვიპოვო.

ჯონგინი წამით შეჩერდა, მგონი, სწორი გზა შეარჩია - ორი ჩასახვევის წინ ვიდექით. და მაშინ, თითქოს თავში რაღაც დამეცა, თანაც ისე, რომ საბოლოოდ გამოვფხიზლდი. გარშემო გამოსახულებები გამოიკვეთა, მოსწავლეების ბრბოში ფრაზები გამოვარჩიე, უცნაური სისუსტე კი გაქრა. მომენტის მთელი საშიშროებაც გავაცნობიერე და მზად ვიყავი, ნებისმიერ ადგილას გავქცეულიყავი.

მაგრამ წინ ისეთი რამ დავინახე, რისი დანახვაც დიდად არ მსურდა. მტევანი თავისით მოეჭიდა კლასელის ძლიერ ხელს:

-ჯონგი-იინ, -ყრუდ წავიხავლე, თვალი წინ გამიშტერდა.

დირექტორი და სამედიცინო მუშაკი გვიახლოვდებოდნენ, თან რაღაცაზე გააფთრებულად ბჭობდნენ. გული მზად იყო ამომხტარიყო და გაქცეულიყო, მე კი ჯერ მხოლოდ ერთი აზრისგან ამაკანკალა, იმაზე, რა შეიძლებოდა ჩვენთვის გაეკეთებინათ. სკოლის წესები სასტიკად დავარღვიეთ.

-გეგმას ვცვდლით, -ამოიხვნეშა ჯონგინმა. –„სამ" თვლაზე გავრბივართ მოპირდაპირე მიმართულებით, -კლასელმა გამომხედა და მხრებში გაიმართა. -მზად ხარ? -მის ხელს კიდევ უფრო ძლიერად ჩავეჭიდე, თითქოს მაშველი კაუჭი ყოფილიყო, მერე თავი დავუქნიე და ფეხები დავძაბე.

-სამი!

საერთოდ არ მოველოდი, რომ ჯონგინი ასე მოწყვეტით გავარდებოდა, თუმცა ჩემი ჭიდილი არ გარღვეულა, თავიდან ოდნავ შევბარბაცდი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. ძალიან სწრაფად მივრბოდით, ასეთი მაღალი ტემპით არასდროს მირბენია, თუმცა, საკმარისი იყო, მოდუნებაზე გამეფიქრა, გონებაში მაშინვე გამომესახა, როგორ ტუქსავ დირექტორი დედაჩემს და უყვება, რომ მისმა შვილმა ბიჭთან ჩახუტებულმა გაატარა ღამე სკოლაში. ამაზე ფიქრები მაიძულებდნენ, არ ჩამომვრჩენოდი ჯონგინს.

რომ არ გამეფლანგა ენერგია ტყუილ მოსაზრებებზე, ბიჭს უკან მივდევდი, ვცდილობდი, ხალხს არ დავჯახებოდი, რომლებიც გადატენილ ჰოლებში დასეირნობდნენ, სუნთქვა კი დიდი ხნის წინ ამერია. თმები თვალებში მეჩრებოდა, გოგონების ჩურჩულები არანაკლებ მძაბავდა. მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ ბექიონს არ ენახა ეს ყველაფერი.

უდაოდ, კასკადიორებებს ვგავდით, მაგრამ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად სულელურად გამოვიყურებოდი. მთავარია -აქედან საჯდომი მოვაშოროთ. ადრე არასდროს ვყოფილვარ ასეტ სიტუაციაში, მაგრამ მოვლენების გაცნობიერებით კანკალი მიტანდა.

ძალებმა ზედმეტად ადრე დაიწყეს ჩემი მიტოვება, და წამით ჩავფიქრდი, რომ უკვე მზად ვიყავი დასანებებლად, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი სპრინტერული გარბენა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა.

ქუჩაში გამოვიძურწეთ, მერე ჯონგინის მანქანამდე სულ რაღაც რამდენიმე მეტრი-თა რჩებოდა. არ მესმოდა, რატომ შემიპყრო უცნაურმა ენთუზიაზმმა. მაგრამ როცა ავტომობილში მოხერხებულად მოვკალათდით და ვცდილობდით, არეული სუნთქვა ჩაგვეწყნარებინა, გავიფიქრე, რომ ახლა საოცრად მაგარი ვიყავი, რადგან თვით სკოლის დირექტორისგან გავბედე გაქცება.

აცახცახებულ მუხლებს უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. სახე ხელებით დავიფარე, ვიგრძენი ახურებული ლოყები, ტუჩის კუთხეები კი თავისით გამექცა ზემოთ.

მე...ჩვენ! ჩენ გაქცევა შევძელით. სასაცილოა, რომ თავიდან ვნერვიულობდი. რა სისულელეა. და მიუხედავად იმისა, რომ არასწორად მოვიქეცით...ასეთ სიტუაციაში ეს ვის ანაღვლებს?

რომ არ ვიცოდი, რა მექნა, კლასელს მაღაზიაში შევლა ვთხოვე, რადგან წყურვილი მკლავდა. ამიტომ, როცა მისი მანქანა მაღაზიის წინ გაჩერდა, საფეთქლებში მხოლოდ ერთადერთი სიტყვა მიფეთქავდა -„წყალი". როგორც კი მანქანიდან გადმოვედი, თავდაჯერებული ნაბიჯებით გავეშურე მარკეტისაკენ, რათა, როგორც იქნა, მომეკლა წყურვილი.

შუში კარებები ჩემ წინ სხავდასხვა მხარეს გასრიალდნენ, მე მაშინვე კალათისკენ გავიწიე, თუმცა, ცხვირწინ ჯონგინის ზურგი აღიმართა, რომელიც ჩემ წინ უკვე მიაგორებდა დიდ სათავსოს.

-ესე იგი, -მხარიდან გადმომხედა. -გუშინდელიდან რამე გახსოვს?

ტუჩზე ვიკბინე, მკლავები ჩამოვიქაჩე. უკეთესი იქნებოდა, მომეტყუებინა, მერე კი აღარასდროს გამეხსენებინა გუშინდელი დღე, თუმცა ჯონგინის მოტყუება არ მინდოდა. მოკლედ, რაც იქნება, იქნება.

-დავუშვათ, -დარცხვენილმა ავწიე თვალები. მაგრამ, საკმარისი იყო, კიმის თვითკმაყოფილი გამომეტყველება დამენახა, რომ მაშინვე დავამატე: -მაგრამ მხოლოდ ზოგადად. დეტალების გარეშე.

-ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, -ბიჭმა ჩაიხითხითა, გრძელი ფეხით თავის წინ კალათიც გააცურა. -მე გაგახსენებ.

მოვიჯღანე.

-იქნებ არ ღირს? -მეექვსე გრძნობა მკარნახობდა, რომ გუშინ კარგს არაფერს ვილაპარაკებდი.

-ღირს, სუნმი, ღირს, -ცალყბად გამოთქვა ბიჭმა. -ესე იგი, მითხარი, რომ დალევა ორგანიზმისთვის მავნებელია. ოც წუთში კი მთვრალი გიპოვე. და ამტკიცებდი, რომ საერთოდ არ გქონდა დალეული.

-მახსოვს ეგ, -ვბურდღუნებდი ჩემთვის, თუმცა კლასელმა მაინც გაიგონა.

-ამბობდი, რომ გაიყენებოდი, თუ, -მერე კიმმა სიტყვები ინტონაციით გამოყო, -მარტო დაიძინებდი.

საჩქაროდ დავაქნიე თავი, ფეხსაცმლის ცხვირებს დავაჩერდი. მინდოდა, ბიჭს რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ეს ცირკი, ზედმეტად მრცხვენოდა მოსმენის. ნამდვილი სირცხვილია.

-და ის გახსოვს, როგორ ამტკიცებდი, რომ პირველი პაემანი გვქონდა? =ჯონგინმა წარბი ასწია და შეჩერდა. ახლა ორივე ერთ დონეზე ვიყავით.

საერთოდ, დიდი ხნის წინ შევნიშნე წყლიანი ბოთლები, მაგრამ ჯონგინის მოულოდნელი შეკითხვა ყელში გამეჩხირა. არ ვტყვი, რომ არ მახსოვს, უბრალოდ, ამაზე იქამდე არ დავფიქრებულვარ, სანამ ბიჭმა არ გამოაცოცხლა ეს სიტყვები ჩემს მეხსიერებაში. ვფიქრობ, შეამჩნია, როგორ წავბორძიკდი.

-არ ყოფილა ეგეთი რამ, -ისევ წავიბურდღუნე, ხელისფულები კი მოგონებებისაგან გამიოფლიანდა. კიდევ კარგი, მათში ჯონგინის რეაქცია დაბურულად ჩადა. ჯანდაბა, რა სირცხვილია...

ლოყები წამში შევარდისფრდა, ამიტომ მაღალ საყელოში მომიწია ჩამალვა. საერთოდ რატომ გავაღე გუშინ პირი?

-თავს ნუ იმართლები, -ახარხარდა ბიჭი, მერე კი მსუბუქი ღიმილით განაგრძო. -გინდა, მეორე პირველი პაემანი მოვაწყოთ?

პირი დავაღე. მომეჩვენა კიდეც, რომ რეალობიდან ამოვვარდი. ჯონგინს შესამჩნევი დაბნეულობით მივშტერებოდი, სანამ თვითონ ხითხითსა და ღიმილს აგრძელებდა. ვფიცავ, შუბლზე ოფლის წვეთიც ჩამომიგორდა. გული გაგიჟებულ რიტმს ითვლიდა, ფეხები მეკვეთებოდა. პაემანი? ეს თქვა? მართლა? მან...

-პა...ე...მა..ნი...-პაუზებით ჩავილაპარაკე, თან კლასელს თვალს არ ვაშორებდი.

-გუშინ უდაოდ უფრო თამამი იყავი, -ახარხარდა. -პაემანი, -განაგრძო. -დღესვე. გაკვეთილებს ვაცდენთ, თუ ვერ შეამჩნიე. რა თქმა უნდა, შემიძლია ამას მეგობრული გასეირნებაც დავარქვა, მაგრამ მე და შენ მეგობრები სულაც არ ვართ, -ცალყბად გაეღმა ჯონგინს ჩემი აღშფოთებული სახის დანახვისას. -აბა, რას იტყვი?

ყელი სულ უნდა გამომშრობოდა, მაგრამ ისედაც ვეღარაფერს ვგრძნობდი, ამიტომ მხოლოდ ვიდექი და თვალებს ვაფახუნებდი. ხოლო როცა ბიჭი ჩემკენ ოდნავ დაიხარა, ვფიცავ, ყველაფერი თავისით მოხდა.

თავი დავუქნინე. დავუქნიე, მერე თვალები ავახამხამე, ვიგრძენი, როგორ გაიჟღენთა აძგერებული გული მთელ სხეულში.

-კარგი, -ჯონგინმაც დამიკრა თავი, მერე უდარდელად განაგრძო სიარული. -ო, შეხედე, წყალი. სწორედ საშენოა ახლა.

მის მიმავალ ზურგს შევყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რაც რამდენიმე წამის წინ მოხდა. მე არ დავდიოდი პაემნებზე. მხოლოდ გუშინ, და ისიც თვითონვე დავარქვი შეხვედრას ასე. მაგრამ დღეს...ანუ, რეალურად დამპატიჟეს? თმა რომ შევისწორე, სულელურად გავიღიმე, როგორც გოგონები დორამებიდან. პაემანი...ნერვიულად ჩავიხითხითე, მერე პირი დავაღე. კარგია, რომ ჯონგინი ვერ ხედავს, როგორ მიხარია.

აზრებს თავი რომ მოვუყარე, წყლის დახლთან მივირბინე და ბოთლისაკენ წავიწიე. ჯონგინი მოთმინებით იცდიდა, მე კი მოყლუპვა გადავწყვიტე -წყურვილი უკვე ყველაფერს მიხვრეტდა შიგნიდან. სითხე ყელში რომ ჩამეღვარა, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, ხოლო როცა წყალი უეცრად ამოიწურა, მეორისკენ გავიშვირე ხელი. წყურვილი საბოლოო მაშინ მოვიკალი, როცა ორი ბოთლი გამოვცალე მთლიანად. მერე კალათაში კიდევ ოთხი ჩავაწყვე, ყოველი შემთხვევისთვის.

სარკის დახლს ჩავუარეთ, და როცა საკუთარი გამოსახულება დავინახე, საშინლად გავნაწყენდი. თმა ყველა მხრიდან გამომვარდნოდა, კოსმეტიკა, მართალია ძალიან არა, მაგრამ მაინც წამეთხაპნა სახეზე. ოდნავ უხერხული იყო ასე საფრთხობელასავით რომ გამოვიყურებოდი ჯონგინის გვერდით, მაგრამ როცა ხელები თმისკენ წავიღე გასასწორებლად, ჩემმა მუცელმა მსოფლიოში ყველაზე შემარცხვენელი ხმა გამოსცა. მშიერი ვიყავი.

მოღუშული და მოკუნტული კლასელისკენ შევტრიალდი. ძმის თანდასწრებითაც კი მრცხვენია, როცა მუცელი მიყმუის, აქ კიდევ...ლოყები წამში ამიწითლდა, როცა წინ ჯონგინის სახე დავინახე.

ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა, ჩაფიქრებულმა შემათვალიერა.

-კითხვა შეიძლება? -იკითხა ბიჭმა, მაგრამ პასუხს არ დალოდებია. -ვდგავარ და მგონია, რომ მანდ სადღაც ვეშაპი მოგიკვდა, -ჯონგინმა ხელით მუცელზე მიმანიშნა. -ან იქნებ სპილოა? გაფანტე ჩემი ეჭვები.

მოვიმანჭე და ბიჭის ხარხარს მხოლოდ გამოყოფილი ენით ვუპასუხე. ეს მოსალოდნელი იყო. საინტერესოა, ოდესმე მივეჩვევი მის განსაკუთრებულ ხუმრობებს?

-ყოველ შემთხვევაში, -განაგრძო ჯონგინმა, როცა ცოტა დამშვიდდა. -უნდა დაგანაყრო. ჩვენ ხომ პაემანზე ვართ, ხომ გახსოვს?

მისი სიტყვები ისევ მოულოდნელად დამემხო თავზე და წავბარბაცდი. მერე მოვიღუშე. პაემანი...

ჯონგინი ერთობოდა, ასეთ სიტყვებზე ჩემს რეაქციას რომ ხედავდა, და, ვფიცავ, მოსწონს, ლოყები რომ ჭარხალივით მიწითლდება, მზერას კი ვმალავ. სხვა ახსნა მის საქციელს ნამდვილად არ აქვს.

არაფერი რომ არ ვუპასუხე, წინ წავედი, ისევ ჩავმალე სახე მაღალ საყელოში და ნერვიულად ჩავიხითხითე გონებაში.

დიდ ხანს ვარჩევდით, როგორ მოვქცეულიყავით. მაგრამ როცა შევთავაზე, მაღაზიაში ცოტაოდენი ტკბილეულობა აგვეღო და მერე ერთად გვეჭამა, ჯონგინს დათანხმება მოუწია. საერთოდ, კაფეში წასვლას და ნორმალურად ჭამას მთავაზობდა, მიმტკიცებდა, გუშინდელის მერე ადეკვატური საკვები გჭირდებაო, თუმცა დავარწმუნე, რომ მანამ, სანამ წყალი და თავის ტკივილის ტაბლეტები მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. რატომღაც, მეუხერხულებოდა, როცა მარტივ ვარიანტებს ვთავაზობდი, ბიჭი კი საკითხს მთელი სერიოზულობით უდგებოდა.

-ამინდი ერთ ადგილას წასვლის საშუალებას იძლევა, -განაცხადა ჯონგინმა, როცა მის მანქანაში მოვკალათდით.

საჭმელი ცოტა არ მოგვიგროვებია: მთელი სამი პაკეტი გამოვიდა. სიმართლე რომ ვთქვა, მათგან ყველაფერი არც მქონდა გასინჯული, მაგრამ კლასელის განკარგულებაში იყო პროდუქტების შერჩევა. გონებაში იმ აზრმა გამიელვა, რომ ალბათ ჯონგინმა სეულში ბევრი კარგი ადგილი იცის. მე კი ბუსანიდან დაბრუნების მერე ნორმალურად არ გამივლია ქალაქში, ამიტომ საყვარელი გამზირების გარდა სხვას ვერაფერს გამოვყოფდი ნაცრისფერი ქუჩებიდან, რომლებსაც დროდადრო თბილი მზე ანათებდა ხოლლმე.

კლასელმა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ერთ-ერთი ცათამბრჯენის სახურავზე ამიყვანა. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მესმოდა, რას ნახულობდა ხალხი ამაში საყვარელს და რომანტიულს, მაგრამ აი ახლა მივხვდი.

ეს არ იყო რაღაც უბრალო ადგიი. პირველ რიგში, არ იყო საშიშროება იმის, რომ გადავვარდნილიყავით, რადგან გარშემო ყველაფერი შუშაბანდით იყო დაფარული, მომცრო ფანჯრების ჩრდილები კი ჩემამდეც მოდიოდა. მეორეც, ეტყობოდა, ხალხი აქ ხშირად დადის, რადგან ყველაფერი კეთილმოწყობილია: სისუფთავეა, პატარა მაგიდა და რაფაა, რამდენიმე ქოთნიანი ყვავილიც კი შევნიშნე. და ბოლოს, ხედი. მზიანი ამინდი და ნათელი ცა ზედგამოჭრილი იყო. თითქოს ხელოვნურად განათებულ სეულის ცენტრს თავისი შარმი შესძენოდა, ხალხიც კი სხვაგვარად გამოიყურებოდა.

დორამებს რომ ვყურებდი, ხშირად ვხედავდი, მთავარი გმირები სახურავზე რომ ამოდიოდნენ, მაგრამ, მზად ვარ, დავიფიცო, არც ერთ მათგანს არ უნახავს ასეთი სილამაზე, როგორიც ჩემ თვალწინ გადაშლილიყო.

-კლუბში წახვედი, -ჯონგინმა საჩვენებლად ჩახარა თითი, სანამ ვლაპარაკობდით. -დათვერი. ახლა კი სკოლას აცდენ. ღმერთო ჩემო, -ხელოვნურად გააქნია თავი. -შემდეგ რა იქნება?

ჩავიცინე, შეფუთვიდან საყვარელი ჩიფსები ამოვიღე.

-მაცადე იმ აზრთან შეგუება, რომ ვაცდენ...-წამოვიწყე.

ჩემი სიტყვების გაგონებაზე ჯონგინს თვალები გადმოუვარდა, მერე მოწყვეტით მომიახლოვდა. ბიჭი მტევნებით ჩემს მხრებს ჩაეჭიდა და გრძელი წამწამების ფახუნს მოჰყვა. მოულოდნელობისგან, შევცბი და გაოცებული, ჯონგინს მივაშტერდი.

-შენ რა, პირველად აცდენ?! -ხმამაღლა იკითხა ბიჭმა. სულელივით ჩავიცინე.

მართალია, პირველად ვაცდენ უმიზეზოდ გაკვეთილებს. და თუ ადრე, ამაზე ფიქრიც კი მაშინებდა, ახლა თავს მშვიდად ვგრძნობ.

-ნუ, დღეს რამდენიმე გაკვეთილის გაცდენა არც ისე ცუდი იდეაა, ამიტომ, -მხრები ავიჩეჩე, როცა კიმი მომშორდა და თავი გააქნია.

თავიდან დიდხანს ვუცქერდი შუშებს მიღმა პეიზაჟს, თუმცა თვალის კუთხით შევამჩნიე, რომ ჯონგინს ეს მოსწყინდა. დროდადრო ჩემკენ იხედებოდა, რამდენიმე წამით სწყდებოდა ტელეფონს.

სინამდვილეში, არც ვაპირებდი მასთან პირველი გამოლაპარაკებას, უკვე თვითონ ვეღარ გაუძლო. ჩემს ფიქრებში რომ ჩავიძირე, მისი არსებობაც კი დამავიწყდა.

-მეორე პირველი პაემანი გვაქვს, რას ჩააშტერდი ფანჯარას? -მოულოდნელად გაისმა, ჯონგინმა ეს ჩურჩულით წარმოთქვა, წამით თავისი ფუმფულა ტუჩებით ჩემს ყურს შეეხო.

თითქოს დამწვარი, მაშინვე მოვშორდი ფანჯარას, სახით ბიჭისკენ მივტრიალდი, ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. ოდნავ ვცახცახებდი, ან მოულოდნელობისგან, ან ჯონგინის სიტყვების გამო.

სანამ სუნთქვის მოწესრიგებას ვცდილობდი, წამით სუნთქვა შევწყვიტე, მერე თვალები ავახამხამე.

-ა...ემ...-ჩავიბურტყუნე. აალებული ლოყები ხელებით რომ დავფარე, ვეცადე თავდაპირველ მდგომარეობაში დავბრუნებულიყავი, თან საკუთარ თავს ვტუქსავდი წამიერი სისუსტის გამო. -ჰო. -ტუჩზე ვიკბინე.

-რა „ჰო"? -გაიღიმა ჯონგინმა, თავი ცალყბად გადახარა გვერდით.

-პაემანი, -ისევ დავაქნიე თავი, თან მივხვდი, რომ სისულელეს ვბოდავ. აუცილებლად იფიქრებს, რომ ვერ ვარ. - ჩემი და შენი პაემანი. ჰო. მე და შენ პაემანი გვაქვს.

კლასელი ახარხარდა და თავი გააქნია, მე კი არ ვიცი, რა დამემართა. ყველაფერი ან კიმის გამჭოლი მზერის ბრალია, ან თვითონ სიტყვა -„პაემნის". რატომ მოსწონს ასე მისი გამეორება?

-ეს სიტყვა ისე მოგწონს, რომ ერთ წინადადებაში სამჯერ გაიმეორე? -სრულიად სერიოზულად ჩამეკითხა ჯონგინი, რითიც ჩემი ფიქრები გააჟღერა და პირი დამაღებინა.

-კიდევ რა გინდა! -წამოვიძახე და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე. -თვითონ არ წყვეტ მის გამეორებას, -გულმოსულმა ვუჯიკე, მერე მოვლბი. -რა თქმა უნდა, შენ ხომ ჩემთან პაემანზე ოცნებობდი, -დრამატულად ჩავეჭიდე გულს და თავხედურად გავუღიმე. -ბედნიერებისგან სკდები.

ჯონგინს წარბები წამით შუბლზე აუვიდა, თუმცა მაშინვე მიიღო ჩემი თამაში.

-მაგრამ არა ისე ძალიან, როგორც შენ, -ამოისუნთქა და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა, მერე თავი გააქნია. -კარგი, საკმარისია ხუმრობები.

-კარგიგ, -ჩავიცინე, -მაშინ...ვილაპარაკოთ? თუ რას აკეთებს ხალხი თავის მეორე პირველ პაემანზე?

ჯონგინი კედელს მიეყუდა და მეც გავიმეორე მისი მოქმედება, თან ყურადღებით შევათვალიერე.

-ასეთ რამეს რატომ მეკითხები, ჩვენი პირველი პაემანი მაშინ მოხდა, როცა ვიღაც არც ისე ფხიზელი იყო. ჩვენ ყველაფერი ისე არ გვაქვს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს.

-ეი, -აღვშფოთდი. -ვიღაც მთვრალი არ ყოფილიყო, პირველი პაემანი საერთოდ არ იქნებოდა, გასაგებია?

ჯონგინი ახარხარდა, და მეც გაცინებული ჩემკენ Pocky-ს ყუთს ვიზიდავდი.

-ვფიქრობ, -ჩაფიქრებულმა ამოვთქვი, სანამ ყუთის გახსნას ვცდილობდი. -გაცდენა სახალისოა.

ბიჭმა ყურადღებით შემომხედა. გამომეტყველებას ვერ ვხედავდი, თუცა ნამდვილად ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, რადგან ვიგრძენი, გული როგორ ამიჩქარდა, ყუთმა კი უარი განმიცხადა გახსნის მცდელობებზე.

-ყოველთვის არა, -ჩაიცინა ჯონგინმა. -აქ მთავარია -პარტნიორი. მაგალითად, შენთვის მხოლოდ ჩემთან ერთად შეიძლება გაცდენა.

გაგონილისგან თვალები დავჭყიტე და ბიჭს ავხედე. კმაყოფილი სახით იჯდა, პლასტმასის ბოთლიდან გაზიან სასმელს იყუდებდა და სადღაც შორს იყურებოდა.

-ვითომ რატომ? -წარბი ავწიე, მერე ისევ დავხარე მზერა, განწირულად ვცდილობდი წყეული ყუთის გახსნას.

-ნუ, -ჩაფიქრებით წარმოთქვა კიმმა და კიდევ ერთხელ მოსვა. წამით თვალები ავწიე და შევამჩნიე, რომ რამდენიმე წვეთი ნიკაპზე დაეტოვებინა. ნერვიულად ჩაცინებით, ბიჭმა აკურატულად მოიწმინდა და მოიღუშა, მე კი ამან გამამხიარულა. -თავდაპირველად, გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ მე მაქვს უფლება, გაგაფუჭო.

ისევ გაოცებულმა გავხედე კლასელს, თითქოს ვეკითხებოდი, რას გულისხმობდა.

-ჯანდაბა, მე ხომ სწორედ ამისთვის გამომაგზავნეს ზემოდან შენთან. თვითონ მივედი ამ დასკვნამდე. -ამაყად განაცხადა ჯონგინმა. -ჩემთან ერთად უკვე იმდენი საკუთარი კანონი დაარღვიე. თანაც, ყველაფერი შენივე სურვილით. ბექიონის წესებიც არაფრად ჩააგდე.

-თავში არ აგივარდეს ოღონდ, -ვიუხეშე.

-გვიანია. უკვე. -კლასელმა ჩაიცინა. -ასე რომ, კიდევ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩემთან ბევრად უკეთესია ვიდრე, თუნდაც, იმ ჩონჯისთან.

-ეგ აქ რა შუაშია? -გავიკვირვე, თან ჯერ კიდევ ყუთის თავსახურს ვაწვალებდი.

-გამახსენდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, -მოიყრუა ჯონგინმა. -მთავარია, -დაინტერესებულმა შევხედე ბიჭს.- მე პირადად გიკრძალავ სხვასთან ერთად გაცდენას. და მომეცი ეს შენი წყეული ყუთი ბოლოს და ბოლოს, გაგიხსნი.

ისევ პირი დავაღე, როცა ვუცქერდი, როგორ ხსნიდა ჯონგინი ყუთს, რომელიც ჩემს აფორიაქებისგან დანამულ ხელისგულებს არ დაემორჩილა.

საბოლოოდ, აზრიანზე არაფერზე ვილაპარაკეთ. ეს უცნაური და სახალისოც იყო ერთდროულად. შემთხვევითი ფრაზით გარჩევის ახალი თემა იბადებოდა, ჯონგინის მხრიდან სულელური ხუმრობები, ჩემი უხეშობის მცდელობები, ხუმრობების ახალი ნაკადი. ამჯერად ბევრს ვლაპარაკობდით. არ იყო ისეთი ცივი, როგორც ჩვეულებრივ. რომ ვეკითხებოდი, რა იყო მიზეზი, მეუბნებოდა, ახლა ხომ პაემანი გვაქვსო.

ბიჭმა, ჩემი ისტერიკების მიუხედავად, მოწევა გადაწყვიტა, განმიცხადა, რომ სიგარეტს ალბათ არასდროს დაშორდება. მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, შეკვრა მანქანაში დატოვა, მე კი ვარწმუნებდი, რომ მოსატანად არ წასულიყო. ისედაც დიდ ხანს ვისხედით. უბრალოდ უნდა მოგვემთავრებინა ყველაფრის ჭამა და სახლებში დავბრუნებულიყავით.

-შოკოლადში ამოითხვარე, -ჯონგინმა შუბლში შემოირტყა ხელი და ახარხარდა.

შუშაზე ზურგით მიყრდნობილი ვიდექი, ბიჭი კი პირდაპირ ჩემ წინ. რაღაც მარმელადს ღეჭავდა, ერთ თვალით მე მიყურებდა, მეორეთი - ტელეფონს. მისი ფრაზის შემდეგ მაშინვე მოვჭმუჭნე სამკლავე და შოკოლადის მოშორებას შევუდექი, მაგრამ, რაოგორც არ უნდა მეცადა, ჯონგინი მით უფრო მეტად იგუდებოდა სიცილით.

-სხვაგან ისვამ, -თავი გააქნია. -ტუჩს ზემოთ.

მის რჩევას მივყევი და ვეცადე, ამჯერად მაინც არ მქონოდა სულელის შეხედულება.

-აბა, ახლა როგორია? -ვიკითხე, ტუჩები ოდნავ გამოვწიე.

-მგონი, მოიშორე, -მოიღუშა და მხრები აიჩეჩა.

-„მგონი" არ მაკმაყოფილებს, -აღვნიშნე. -სრულიად მინდა მოშორება. ახლოდან ნახე, გთხოვ.

შეუძლებელი იყო იმის გაგება, აპირებდა თუ არა მოახლოვებას, რათა უკეთ შეეთვალიერებინა, მე კი ნამდვილად არ ვაპირებდი ქუჩაში შოკოლადის ულვაშებით სიარულს. ამიტომ, სანამ ჯონგინი ჩაფიქრებული ღეჭავდა მარმელადს, თვითონ გადავდგი ნაბიჯი, რამაც ჩვენ შორის მანძილი ძალზე შეამცირა. ფეხები ისედაც დამბუჟებოდა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც უმოძრაოდ გავატარე, ამიტომ ჩემი ქმედება მოუხერხებელი აღმოჩნდა. ზედმეტად.

მეგონა, ნამდვილად დავეხეთქებოდი -ან თვითონ ჯონგინზე, ან სადმე ახლოს. ბამბებივით ფეხები წონასწორობას ვერ ინარჩნებდნენ. უკვე მოვიღუშე, იმის მოლოდინში, რომ სადაცაა ჩემი სახე ბეტონის იატაკს შეხვდებაოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ღრმა ამოსუნთქვა გაისმა სიახლოვეს, და როცა თვალები გავაღე, წინ ჯონგინის სახე დავინახე, მერე ვიგრძენი, როგორ მომჭიდებოდა მისი ძლიერი ხელი წელზე, რათა ფეხებზე დავეყენებინე.

ასე ახლოს ერთმანეთს ხშირად ვეჩეხებოდით. იმდენად ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვასაც ვგრძნობდით. მაგრამ ამჯერად ყველანაირ საზღვარს გადავაბიჯეთ. ჯონგინი ხელს არ მიშვებდა,არც მე ვცდილობდი თავის დაღწევას. სუნთქვა ამერია, და ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა, გული სიჩქარეს უმატებდა. მცხელოდა, ეს აუტანელი სიცხე შიგნიდან მოდიოდა, მაგრამ თითქოს ასე ერთმანეთთან ახლოს გავშეშდით.

ტუჩზე ვიკბინე, თუმცა მზერის გადატანა ვერ გავბედე, თვითონაც ვერ მივხვდი, რატომ. ენით აღუწერელმა შეგრძნებამ გადაფარა ჩემი გონება. ამიტომ, როცა ჯონგინი თრთოლვით შეეხო ჩემს ლოყას ორი თითით, პანიკით არ გავქცეულვარ. ვიგრძენი, რომ შინაგანად ყველაფერი გამიშეშდა; ისეთი აღელვებული ვიყავი, ზედმეტი მოძრაობის გაკეთების მეშინოდა.

-იცი, ახლა რის გაკეთებას ვაპირებ? -თითქოს უცხო ხმით იკითხა ჯონგინმა. ჩუმად და ნელა, ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. ჩვენ შორის მანძილი შეამცირა. ახლა ცხვირებს საბოლოოდ ვახებდით ერთმანეთს. ხმამაღლა გადავყლაპე ნერწყვი იმის ფიქრით, რომ ბოლომდე ვერ ვიაზრებ, რა ხდება, თუმცა ერთმანეთში გადარეული ფიქრები ახლა საერთოდ აღარ მანაღვლებდა.

-ვხვდები, -ტუჩებით ძლივს ამოვთქვი.

ჯონგინმა მანძილი ბოლოჯერ შეამცირა. თავიდან მხოლოდ წამით შეეხო ჩემს ზედა ტუჩს, რითიც შეკრთობა და თვალების დახუჭვა მაიძულა შეგრძნებებისგან. კიდევ ერთხელ რომ ვიგრძენი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე, მაშინე მოვხვიე კლასელის მხრებს ხელები.

კიმმა თავისკენ უფრო ძლიერად მიმიზიდა, აალებული ბაგეები ჩემსას მოაჭდო. უდაოდ დავკარგე სივრცეში ორიენტაცია, რადგან, ვერ ვხვდებოდი, ასეთი რამ საერთოდ როგორ შეიძლებოდა: კიმ ჯონგინი მკოცნის. მაგრამ ეს მართლაც ასე იყო. რბილი ბაგეები ჩემს ქვედა ტუჩს ეკვროდა, თავიდან ნაზად მკბენდნენ, მერე ანცად მეთამაშებოდნენ. შიგნით ყველაფერი გადამიტრიალდა, სიამოვნებამ კი თავიანად გადამფარა. ჰაერი აღარ მყოფნიდა , მაგრამ იმის გაფიქრებაც კი არ შემეძლო, რომ გავჩერებულიყავი. ოდნავ შეღებულ პირში ჯონგინის ენა შევუშვი, ბიჭს კიდევ უფრო ძლიერად მოვეჭიდე, თითქოს მეშინოდა, რომ გადატანილი ემოციებისგან წავიქცეოდი. ნერვიულობა, სიამოვნება, თრთოლვა...

ჯონგინის კარამელიანი ტუჩები ძალიან ფაფუკია. უფრო და უფრო თამამად მკოცნიდა და კოცნაში ახალი ტალღით მითრევდა. სრულიად მინდობილი ემოციებს, ვგრძნობდი, რომ გული დაუშვებელი სიჩქარით მიფრიალებდა, სასიამოვნო სისუსტე ჩაიღვარა მთელ სხეულში. კლასელმა აკურატულად შეახო მისი ენა ჩემსას. მაშინ უკვე ვეღარაფერს ვამჩნევდი გარშემო, ვერ ვგრძნობდი კანზე ჩამავალი მზის ნაზ სხივებს, იმაზე ფიქრით, რომ დრო გაჩერდა. მუცელში პეპლები ფარფფატებდნენ, ემოციები ზღვარს მოსდგომოდნენ.

სხეული მიცახცახებდა, ყველაფერი ისეთი არარეალური ჩანდა. ტუჩები დიდი ხნის წინ გამიწითლდა და დამისივდა, ნაზი კოცნა უკვე რაღაც მეტში გადადიოდა.

ჯონგინი ჩემს ენას არ ეშვებოდა, ფრთხილად ეჭიდებოდა ქვედა ტუჩს, აკურატულად მკბენდა ზედაზე.

აი, რა ხდება, როცა გაკვეთილებს კიმ ჯონგინთან ერთად აცდენ.

Continue Reading

You'll Also Like

2.9K 286 15
Just, გასართობად 😉 my heartu is for ეგზუ🦋
43.6K 3.1K 72
ဖတ်ကြည့်နော်😉😉
39.6K 4.2K 31
...ვუყურებ მაღალ შავთმიან ბიჭს,თავისი საფირმო იდიოტური ღიმილით და თანაც ვის იცი? - განმანათლე_ თავი დაუკრა ჯონგუკმა. - სკოლის ყველაზე სახელგანთქმულ დ...
59.9K 5.1K 36
ისტორია ბიჭზე,რომელსაც ჯერ კიდევ სკოლაში უფროსკლასელი შეუყვარდა მთავარი აზრი კი იმაშია,რომ ეს უფროსკლასელი არა გოგო,არამედ ბიჭია. ის იწყებს ბრძოლას პ...